არქივი

ჯონ დილინჯერის უჩვეულო იარაღი

f12277ff103f

ეს არის ჰაიმეს ლებმანის “საავტორო ნამუშევარი”, რომელიც წარმოადგესნ ალბათ ერთ ერთ პირველ ნამდვილ ტაქტიკურ მოიერიშე პისტოლეტს (ზოგადად პირველი სრულიად ავტომატური გახლდათ მაუზერ С96 ტიპის პისტოლეტი და ასევე რიგი სხვა ნაკლებად ცნობილი მოდელების). 

ლებმანი მუშაობდა მეიარაღედ ტეხასში, 30-ნი წლების დასაწყისში და იყო ცნობილი იმით რომ ამარაგებდა იარაღით ყველაზე ცნობილ განგსტერებს და მათ შორის ბები ფეის ბელსონი და ჯონ დილინჯერი. პირველმა მოასწრო გამხდარიყო ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ბანკების მძარცველი მანამ სანამ მოკლულ იქნა 25 წლის ასაკში პოლიცილეებთან შეტაკებაში. მასზე გადაღებული მინიმუმ 5 მხატვრული ფილმი. მეორე ასევე ერთ ერთი თუ არა ყველაზე ცნობილი აშშ-ში დიდი დეპრესიის პერიოდის განგსტერი და ბანკების მძარცველი.

ჰაიმანის ავტომატური პისტოლეტის რეპლიკა:
d65d2eba0960

უფრო თანამედროვე სრულიად ავტომატური პისტოლეტი ბერეტა 93რ:
c851241b5851

ბოლო სიტყვა ავტომატურ პისტოლეტებში გლოკ 18:
39288f057db2

f55780d7a10f
ბეიბი ფეის ნელსონი (ნამდვილი სახელი ლესტერ ჯოზეფ გილისი).

როგორც ჩანს ჰაიმანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაუზერის სისტემის ავტომატურმა პისტოლეტებმა და მან გადაწყვიტა შეექმნა ანალოგიური სისტემა 1911 სისტემის პისტოლეტის ბაზაზე. კალიბრი არჩეული ქნა არა .45 არამედ .38 სუპერი, რომელიც უფრო ეფექტური იყო ახლად შემოსულ ჯავშანჟილეტების წინააღმდეგ და ასევე ეფექტური იყო მანქანაში მჯდომი პოლიციელების წინააღმდეგ.

როგორც სურათებიდან ჩანს ჰაიმანის პისტოლეტი წარმოადგენდა .38 სუპერ კალიბრის 1911 სისტემის პისტოლეტისგან, რომელსაც მოყვებოდა 22 ვაზნიანი მჭიდი და აღჭურვილი იყო კომპენსატორით, რომელიც ამცირებდა უკუცემას. რამკაზე წინ უმაგრდებოდა ტომპსონის სიტემის პისტოლეტ ტყვიამფქვევის სახელური. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია იძელოდა საშუალეას სროლა წარმოებულიყო ჯერებით. ძირიტადი განსხვავება სხვა ამ დრომდე გამოშვებულ ავტომატურ პისტოლეტებისგან გახლდათ ის, რომ დიზანი მოიცავდა ისეთ დეტალებს იმისთვის, რომ გაზრდილიყო საცეცხლე ძალა და გაუმჯობესებულიყო კონტროლი შედარებით კომპაქტურ და საიმედო პაკეტში. სხვა ანალოგური სისტემები ამით ვერ გამოირჩეოდნენ. გარკვულ ინოვაციას წარმოადგენდა კომპენსატორის გამოყენება.

უცნობია რამდენად ეფექტურია სროლა ასეთი სისტემიდან, გამომდინარე საკეტის დაბალი მასიდან. სროლის ტემპი ასეთ სისტემებში ყოველთვის იყო ძალიან მაღალი 1200-1600 გასროლა წამში.

ასე თუ ისეა ასეთი სისტემა მოიწონეს ყველაზე ცნობილმა განგსტერებმა, ალბათ მოიწონეს იგივე მიზეზების გამო, რის გამოც ზოგიერთი ქართველი იხდიდა საოცარ თანხებს უვარგისი სტეჩკინის პისტოლეტებში, და მერე ხვრიტავდნენ ჭერს ტირებში (ვისაც უნახია სტეჩკინის სროლის რეზულტატები ჩვენ ტირებში მიხვდება რას ვგულისხმობ).

უცნობია რამდენი ასეთი მოდიფიკაცია იყო გამოშვებუილი, მაგრამ ჯონ დლინჯერის დაკავებისას მას ამოუღეს ორი ასეთი პისტოლეტი.

ასევე ასეთი პისტოლეტი ფიგურირებდა ბეიბი ფეის ნელსონის საქმეში, როდესაც მან მოკლა ამ იარაღიდამ ეფ ბი აის სპეციალური აგენტი კარტერ ბაუმი.

წყარო: www.shooterscentral.ge

D a n T e

ასეთი მოცლილი ხარ ამის კითხვის დრო რომ გაქვს? :P

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button