BBC News Magazine-მა იმ ათი ფილმის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა ყურების დროს მამაკაცები ტირიან. გამომცემლობამ რეიტინგი ტელემაყურებელთა გამოკითხვის შედეგად შეადგინა. რეიტინგის შედგენის იდეა ფილმის “სათამაშოების ისტორია 3”-ის განხილვის დროს გაჩნდა.
1. “ბეჭდების მბრძანებელი – მეფის დაბრუნება” – ფილმის ფინალური სცენის ყურების დროს, როდესაც მისი გმირები ერთმანეთს ეთხოვებიან, მამაკაცები ხშირად ტირიან.
2. “გაქცევა შოუშენკიდან” დიდ შთაბეჭდიულება ახდენს ახალგაზრდა მამრობით სქესზე – მათ ცხოვრებაში ისეთივე ერთგული მეგობრის ყოლა სურთ, როგორიც ამ ფილმშია ნაჩვენები.
3. “რიგითი რაიანის გადასარჩენად” – ბოლო სცენების ყურება ცრემლების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია.
4. მულტფილმი “ზემოთ” – მისი ყურების დროს, ცრემლების შეკავება ძლიერ სქესსაც უჭირს.
5. “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” – თავისი ტრაგიკული დასასრულით მამაკაცებში დიდ ემოციას იწვევს.
6. “მამაცი გული” – ერთ-ერთი რომანტიკული მელოდრამა, რომელიც მამაკაცებს გულგრილს ვერ ტოვებს.
7. “მწვანე მილი” – უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი არასოდეს ყოფილა სახალისო მომენტი
8. “გოგონა მილიონ დოლარად” – სიუჟეტის არაორდინალური განვითარება და ბოლოს დატრიალებული სცენა, არ არის სასიამოვნო საყურებელი.
9. “როკი” – ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც არასოდეს ნებდება
10. “ოცნების ველი” – ეს არის ფილმი, რომლის ყურებაც მამაკაცებს არასდროს ბეზრდებათ.