სასარგებლოსაქართველოუკატეგორიო

და მაინც, ვართ თუ არა იმის ღირსნი რაც გვაქვს?

acd600b48e5d

ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში წამოიჭრა ის აზრი, რომ ქართველები არ ვართ იმის ღირსნი რაც გვაქვს, რომ ვართ იმაზე ბევრად ნაკლებნი, რადაც ვიჩვენებთ თავს, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონისა და გაუნათნებელი ერი. ამ საკითხში ბევრი შემეწინააღმდეგება და მეტყვის, რომ ქართველები ვართ საუკეთესო ეროვნება და დღეს რაც ხდება ჩვენს თვს მხოლოდ და მხოლოდ ბედისა და იღბალის ბრალია. ამიტომაც მინდა უბრალოდ მოგიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი, იმისა თუ რა ვართ რეალურად ქართველობა, თუ რამდენად არასწორი შეგნების საზოგადოება ცხოვრობს ამ ქვეყანაში, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ამას ვააშკარავებ არა იმიტომ, რომ რუსეთის აგენტი ვარ და საქართველოსთვის ცუდი მინდა, არამედ პირიქით, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი მინდა, მინდა, რომ აგვეხილოს ქართველობას თვალი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ცუდი საქმის სიკეთისკენ შემობრუნება მხოლოდ ცუდის მხილებით შეიძლება, როგორც იტყოდა აკაკი წერეთელი “ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ”. ყველა ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ, რომ ჯერ კარგად გაანალიზოს და მხოლოდ ამის მერე შემიფასოს  და თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ არც მიშისტი ვარ და არც ზვიადისტი. მე ქართველი ვარ და ჩემთვის კონკრეტულ პარტიასა და პიროვნებაზე წინ ქვეყანა დგას. ამიტომაც ნურავინ იფიქრებთ, რომ პოსტი არის რამენაირადმე პოლიტიკური. 

1)ac88f89f23ab
ქვეყნის უდიდესი პრობლემა, სიბინძურე. ქართველები ვართ ერი, რომელსაც სიბინძურე ტრადიციად გვექცა. ჩვენი სისუფთავე სახლის კარს იქით აღარ ვრცელდება. საუბარი ზედმეტია პირად ჰიგიენაზე, ამ საკითხში ალბათ ბადალი არ გვყავს ქართველობას. არაბები მაინც ვიყოთ, რომ უწყლობას დავაბრალოთ. იმედია ამას მაინც მთავრობას არ დააბრალებთ და თქვენს თავს მოთხოვთ პასუხს. თუ ამის გამოსწორება გსურთ. უბრალოდ საკუთარ თავს კითხე შეიძლება კი იმის დათვლა თუ რამდენჯერ დააგდე ნაგავი ქუჩაში, როდესაც ურნა 5 მეტრის მოშორებით იდგა? ეცადე და შთააგონე შენ თავს, რომ შენი სახლი მხოლოდ კედლებით არ შემოიფარგლება და მთლიანი საქართველო შენი სახლია. ნუ დააბინძურებ შენ სახლს.

2)09b88cf4a05b
კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა, შიდა არეულობა. განა სირცხვილი არ არის? ყველა პრეზიდენტი გადაგდებული გვყავს (ნოე ჟორდანიას არ ვგულისხმობ, მაგრამ რატომღაც მგონია, რუსებს რომ არ ეეძულებინათ წასვლა ამას ქართველობა იზამდა ისევ). ვიღაც  ზემოთ თქმულზე მეტყვის პრეზიდენტი არ ვარგა და ჩვენ რა ვქნათო. განა პრეზიდენტი ხალხმა არ მოიყვანა? იქნებ უბრალოდ ქართველი საზოგადოება ბატონ-ყმობის გარეშე ვერ ძლებს, იქნებ უბრალოდ არ შეუძლია ქართველ ერს აირჩიოს მისთვის სასურველი პრეზიდენტი. არსებობს კი ასეთი ადამიანი? არსებობს კი ისეთი ადამიანი ვისი ქცევაც ყველას კრიტიკას გაუძლებს? განა თვით ქრისტეც საზოგადოებამ არ აწამა? ყველა პრეზიდენტი ჩვენი რიგებიდან არ არის გამოსული? იქნებ პრეზიდენტის სავარძელს “ჯადო” აქვს გაკეთებული? არა ბატონებო. თუკი ასე ფიქრობთ მინდა გითხრათ, რომ მწარედ ცდებით. ყველაფერი რაც კი ჩვენს თავს ხდება ჩვენი ბრალია და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის. ეს ხომ ბავშვური პრინციპია, როდესაც რამე არ გამოგდის სხვას უნდა გადააბრალო წარუმატებლობა და თუკი ეს სხვა ერთია და გადამბრალებელი ბევრი ყავს მაშინ გათელავს ყველა მას. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოება არ შეიგნებს, რომ საჭიროა შეიცვალოს ამ საკითხისადმი მიდგომა. უნდა ისწავლოს ხალხმა სხვისი აზრის პატივის ცემა. უნდა ისწავლოს საზოგადოებამ მოსმენა მისთვის ყველაზე მიუღებელი აზრისაც. გაიხსენეთ ცხრა აპრილი “დაგვეჯერებინა პატრიარქისთვის?”. ნუთუ არ შეგვიძლია ყველაფერი ისე მოვაგვაროთ, რომ აქციები და სროლები არ დაგვჭირდეს? თუ შეგვიძლია და იმედი მაქვს, რომ შეგვიძლია ეცადეთ და შეცვალეთ დღევანდელობა.

3)a6b63b6a9ef3

გაუნათლებლობა არის ჩვენი საზოგადოების სასირცხვილო პრობლემა. ქვეყანაში  გარკვეული ფენების ინტელექტის დონე იმდენად დაბალია, რომ პატრიციების და პლებეების დროინდელ საბერძნეთს დავემგვანეთ. დღეს “სოფლელობა” გაუნათლებლობასთან და “გოიმობასთან” ასოცირდება და “ტეხავს”. განა ასე არ არის? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ეგრედ წოდებული “სვეტსკების”  და “სოფლელების” საზოგადოება. ეს ხომ ინტელექტის სხვაობის ბრალია? განა ჭკვიან და განათლებულ კაცს, რომელიც სოფელში ცხოვრობს აუგად მოიხსენიებენ? მაგრამ უნდა ითქვას, ვინსაც დღეს თავი დღეს არისტოკრატად მიაჩნია და ინტელიგენციაში თვლის თავს არც ის არის მთლად განათლებული. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია დამკვიდრდეს ურთიერთ პატივისცემა. კეთილი ინებეთ და სიტყვა სოფლელს მნიშვნელობას ნუ შეუცვლით. ნუ მოიხსენიებთ ადამიანს სოფლელად თუ კი ის დაბალი ინტელექტისაა, რადგან ამით შეურაცყოფას აყენებთ სხვას. დანარჩენებს კი ვთხოვ წიგნს ხელი მოკიდონ, რამე ისწავლონ და სხვების კრიტიკას თავი დაანებონ.

ვინც კი წაიკითხავთ ამ პოსტს გთხოვთ აქ წამოჭრილ პრობლემებს გაგებითად მოეკიდეთ. თხოვნები და შენიშვნები გადაიტანეთ თქვენს ცხოვრებაში და გახადეთ ცხოვრების წესის ნაწილი. მთლიან საზოგადოებაში თუ კი შეიცვალა მენტალიტეტი, გამოსწორდა ეს შეცდომები მაშინ ვფიქრობ, რომ ქვეყანა წინ წავა. მიეცით შენიშვნა უცხოს, ნაცნობს და საკუთარ თავს. თორემ დღეისობით საქართველო ფურთხის ღირსიც კი აღარ არის. მე არ მინდა ვცხოვრობდე ამ საქართველოში. მე ვარ ამ საქართველოს შვილი და მრცხვენია ამიტომ არ მინდა, რომ ჩემი შვილი ამ საქართველოს სამშობლოს ეძახდეს. მე მინდა მქონდეს  უკეთესი მომავლი, ქვეყანა სადაც სიტყვა საქართველო სამოთხესთან ასოცირდება და ქვეყანა რომელიც ღირსეულად ატარებს საქართველოს სახელს. ჩაიხედეთ ყველამ საკუთარ სულში და აირჩიეთ, რა გიდნათ.

მსგავსი ამბები

Back to top button