საკითხავისასარგებლოსაქართველო

ტფილისის უნიკა

6cb13e2a42cd

მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური, უიშვიათესი და უძვირფასესი საფოსტო მარკა თბილისში დაიბეჭდა 1857 წელს და პირველად გამოყენებაში ჩაეშვა იმავე წლის 20 ივნისს.

ამ მარკის უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში პირველი საფოსტო მარკა. ამას გარდა ეს იყო პირველი საფოსტო მარკა მსოფლიოში რომელიც დაიბეჭდა წნეხით და აქვს რელიეფური გამოსახულება.

მარკები ხმარებაში იყო სულ რამოდენიმე თვე 1858 წლის 1 მარტამდე. სანამ მისი ჩანაცვლება არ მოხდა საერთო-იმპერიული რუსული მარკებით.

არსებობს რამოდენიმე ვერსია, თუ რატომ მოხდა ტფილისური მარკების განადგურება.

იმპერიას არ მოსწონდა ტფილისის გუბერნიის პირველობა ნებისმიერ სიახლეებში. ამიტომ მარკები გაანადგურეს რომ პირველ იმპერიულ მარკებად რუსული მარკები ჩათვლილიყო. მიუხედავად იმისა რომ ტფილისური მარკები მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში იყო მოქმედი.

თითქოს კონვერტებმა (რომელზეც ეს მარკები იყო დაწებებული) ხელი შეუწყო ქოლერის ეპიდემიის გავრცელებას რომელიც გამოშვებისვე ზაფხულს მოედო ტფილისს. ამიტომ მარკები დაწვეს.

მეორე ვერსიასთან დაკავშირებით რუსულმა ტელეარხმა ტვ3-მა მოამზადა საკმაოდ დამაინტრიგებელი და საინტერესო დოკუმენტური ფილმი, რომლის მიხედვითაც თითქოს ამ მარკებს შავ მაგიასთან ჰქონდა კავშირი, რამაც გამოიწვია ეპიდემია, ხოლო გადარჩენილ 3-4 მარკას დღემდე თითქოს უბედურება მოაქვს მათი მფლობელებისთვის.

ამ მარკების 2 ეგზემპლარი დღეს რუსეთის კერძო კოლექციებშია, ერთი ლუქსემბურგის საფოსტო მუზეუმში, ხოლო ერთიც სავარაუდოდ ბერლინის საფოსტო მუზეუმში. თითო მარკის სავარაუდო ღირებულება 800 000 ამერიკული დოლარია (თუმცა სააუქციონო სახლები მის საწყის ფასად ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს ასახელებენ.

ტფილისის უნიკა შედის მსოფლიოს 40 უიშვიათეს და 10 ყველაზე უძვირფასეს საფოსტო მარკათა რიცხვში.
1997 წელს საქართველოს ფოსტამ ტფილისის უნიკის გამოშვების 140 წლისთავს მიუძღვნა სპეციალური ახალი მარკის გამოცემა.

bdd6799ef22e

წყარო: burusi.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button