გასართობივიდეოებისასარგებლო

SNL (Saturday Night Live)

b8dda9bd4c33

SNL არის ყოველკვირეული ამერიკული გადაცემა, რომელიც შედგება იუმორისტული სკეტჩებისგან. პირველად ამ გადაცემის მიხედვით გაკეთდა ქართული შაბათის შოუ. SNL 1975 წლიდან გადის ამერიკაში და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყველა გადაცემაში არის მინიმუმ ერთი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი, რომელიც სკეტჩებში იღებს მონაწილეობას. გთავაზობთ ვიდეოებს ამ გადაცემიდან, სასურველია ინგლისურის ცოდნა. ყოველი შემთხვევისთვის დავწერ რომ რეკომენდებული არ არის 16 წლამდე მოზარდებისთვის.

ამ კლიპში ალბათ ყველას გეცნობათ ჯასტინ ტიმბერლეიკი რომელიც მღერის… ნუ, ნახავთ რაზეც(ცნობისთვის მეორე “მგოსანი” არის ენდი სემბერგი, SNL-ის ვარსკვლავი)

მანიაკების “სახეობებს” შეემატა ახალი “სახეობა”, ამ სახეობას ქვია “მანიაკები რომლებიც ადამიანებს ურტყავენ ზუსტად ჭამის წინ”. ამ კლიპში საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობილი როკერი ბონ ჯოვი მონაწილეობს.

ალბათ ყველამ იცით მსახიობი ნატალი პორტმანი, ალბათ თქვენ ფიქრობთ რომ ის ძალიან საყვარელი ადამიანია…
მოემზადეთ იმისთვის რომ თქვენი შეხედულებები შეიცვლება.(შეიძლება ამ ვიდეოს ცოტა დრო დასჭირდეს ჩამოსატვირთად)


Natalie Portman Rap
Uploaded by fictionforfiction. – Click for more funny videos.

ესეც მორიგი კლიპი SNL-ისგან. ამ ვიდეოს 87 მილიონზე მეტი ნახვა აქვს!

კიდევ ერთი კლიპი, სხვათაშორის საკმაოდ ლამაზი მელოდიაა.

ამ ვიდეოში მონაწილეობს ასევე საქართველოში მეტნაკლებად ცნობილი მსახიობი სეტ როგენი.

სულ ეს იყო, იმედია არ გამიბრაზდებით ზედმეტი უცენზურო სიტყვებისთვის ვიდეობში, მაგრამ ამერიკული იუმორი და უცენზურობა ერთმანეთთან მჭირდო კავშირშია.

და ბოლოს, როგორც წესი “კითხვა ბიძია სემისგან”

c5e7f6070540

ჩემი პასუხი: არ ვუსმენ!

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close