არქივი

ცოტა რამ ალქიმიის ისტორიიდან

b23acdce0412

მაშ ასე დავიწყოთ ეს პოსტი ეხება ზოგადად ალქიმიას, ცნობილ ალქიმიკოსებს ფაქტებს ალქიმიაზე და ასე შემდეგ ცოტ ცოტა ყველაფერს.

რაიმუნდ ლული
72d406c490b5

რაიმუნდ ლულიმ (1235-1315), ესპანელმა პოეტმა, ღვთისმეტყველმა, ფილოსოფოსმა, ავტორმა შრომისა “ლითონთა სულების გარდაქმნათა შესახებ”, ლეგენდის მიხედვით, ტრანსმუტაციური (ტრანსფორმირებული, გარდაქმნილი) ოქროთი უმდიდრეს კაცად აქცია ინგლისის მეფე ედუარდ მეორე.

როჯერ ბეკონი
21c5a5e6a23c

ინგლისელი როჯერ ბეკონის (1214-1292 წწ.) ნაშრომი “ალქიმიის სარკე” იყო პრაქტიკული სახელმძღვანელო ალქიმიკოსთა მომავალი თაობებისთვის. მეცნიერი ალქიმიას განმარტავდა როგორც “მეცნიერებას, რომელიც იკვლევდა სხეულებს თეორიისა და ცდების მეშვეობით, თანაც ისწრაფოდა უნდარესი გადაექცია უმაღლესად და უფრო ფასეულად. იგი გვასწავლის ნებისმიერი სახეობის ლითონის სხვა ლითონად ტრანსფორმირებას სპეციალური საშუალებების დახმარებით.”

ნიკოლა ფლამელი
0ea36b907d23

ნიკოლა ფლამელიმ ( 1330-1448 წწ.), პარიზელმა წიგნების გადამწერმა და მწერალმა, შეძლო წაეკითხა ( ერთ-ერთი ვერსიით – სიზმარში) უძველესი ალქიმიური ტრაქტატი; ცნობები მის შესახებ ლეგენდურია. მან პირველი წარმატებული ტრანსმუტაციის შემდეგ, სწრაფად იწყო გამდიდრება. სულ მალე უკვე ჰქონდა 14 საავადმყოფო, 7 ეკლესია-მონასტერი, 3 სამლოცველო პარიზში, დაახლოებით ამდენივე საავადმყოფო და მონასტერი ბულონში. ამბობენ, რომ ფლამელიმ მოაწყო თავისი სიკვდილისა და დასაფლავების ინსცენირება, ხოლო თავად ინდოეთში წავიდა.

ზვიად გამსახურდია
7c8d8d553e89

მრავლისმთქმელია ზვიად გამსახურდიას აზრი ალქიმიის თაობაზე: ” ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ხსნის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების გარკვეული დონის ძიება”.

… ალქიმიკოსთა ”ოქროსკვეთის იდეა- ” წმიდატაწმიდა ხელოვნების საიდუმლოება”- წარმოიშვა ძველ ეგვიპტეში.
… ევროპაში ალქიმიური კვლევების პიონერმა ალბერტ ფონ ბოლშტედმა (1193-1280 წწ. ისტორიაში შევიდა ალბერტ დიდის სახელით) დაწერა რამდენიმე თხზულება, რომლებშიც გადმოცემულია ორიგინალური შეხედულებები, ძირითადად, ლითონების გარდაქმნასთან დაკავშირებით.
…”ალქიმიური ჰიპოთეზის” მიხედვით, უძველეს დროში ცნობილ ლითონებს შორის (ოქრო, ვერცხლი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, რკინა, ტყვია, კალა) ”სრულყოფილად” ითვლებოდა მხოლოდ ოქრო ხოლო, დანარჩენი ”არასრულყოფილთა რიცხვს მიეკუთვნბებოდა.

ბოლოში კი მინდა შემოგთავაზოთ ნაწვეტი ალქიმიკოსთა ჰიმნიდან:

”შვიდმა ლითონმა შექმნა სამყარო,
შვიდი ლითონი წაგვიძღვა წინა,
მოგვცა კოსმოსი – სიმდიდრის წყარო,
სპილენძი, ვერცხლი და მტკიცე რკინა,
მოგვცა თვით ოქრო, კალა და ტყვია,
შენ, ჩემო შვილო, არ შეგიტყვია?
გოგირდი არის მამა ამათი,
დედა – სინდიყი, ნუ გსურის კამათი

იმედია ცოტაზე მაინც დაგაინტერესათ

წყარო; დილის ქიმიის ენციკლოპედია

Back to top button