არქივი

5 იდუმალი ადგილი

97b8b0538eac
ჯოჯოხეთის კარი, რუსეთის იდუმალი ხვრელები, ცენტრალია, ჯვრების გორაკი, ქვიშაში ჩაფლული ქალაქი – ეს ის 5 ადგილია რომელზეც მცირე ინფორმაციას გაიგებთ გაგრძელების შემდეგ
1. ჯოჯოხეთის კარი
de03d54a7d82

უზბეკეთში ამ ადგილს ადგილობრივებმა ჯოჯოხეთის კარი დაარქვეს. ის მდებარეობს პატარა ქალაქ დარვაზთან. ერთხელ გეოგები მიწას ბურღავდნენ, უცებ გათხრის დროს მათ იპოვეს მიწისქვეშა გამოქვაბული. ეს გამოქვაბული იმდენად დიდი იყო, რომ გეოლოგები მთელი შემადგენლობით ჩაერთვნენ ამ ადგილის გათხრაში. არცერთ მათგანს არ შეეძლო დაბლა ჩართვა, რადგან ეს ადგილი გაზით იყო სავსე. გეოლოგებმა გადაწყვიტეს ცეცხლი აენთოთ გამოქვაბულში, რათა მომწამვლელი აირი ზემოთ არ ამოსულიყო და ამის შემდეგ ამ ადგილას ცეცხლი ანთია მუდმივად. წარმოიდგინეთ რამდენი გაზია გამოქვაბულში, მასში 35 წლის წინ დანთებული ცეცხლი ჯერაც არ ჩამქრალა.
იხილეთ ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=F3-XCs_ZMZE&feature=player_embedded

3c734d47b194

2. იდუმალი ხვრელები რუსეთში
356f3cb0e0f4

1980 წლის შემდეგ რუსეთის ზოგიერთ ტყეში უცნაური რამ ხდება. ხალხი ხშირად პოულობს ღრმა და ბნელ ხვრელებს. ხვრელებს ძირითადად ხშირ ტყეებში პოულობენ, ისეთ ადგილებში სადაც მანქანით ვერ მიხვალ, რომ რამე ხელსაწყო მიიტანო რითიც გაბურღავ მიწას. ხალხის თქმით, ხვრელების გარშემო არც მიწა ყრია, რაც წესით მათი გათხრის შემდეგ უნდა დარჩენილიყო. ჯერჯერობით არავის აქვს პასუხი საიდან ჩნდება ეს ღრმა ხვრელები შუა ტყეში.

1d770e918650

3. ეშმაკის ხახა
02a607104668

ცენტრალია – ქალაქი, სადაც გადაიღეს ფილმი Silent hill, ამ ქალაქზე ინფორმაცია დევს საიტზე ამიტომ მოკლედ გეტყვით, რომ აქ მიწისქვეშ არის ქვანახშირის საბადო, სწორედ ამის გამო ცენტრალიაში 1962 წელს გამჩნდარი ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა . აქ დღემდე ჩნდება ნაპრალები მიწაზე , საიდანაც კვამლი ამოდის. ხალხისთვის საშიში გახდა ამ ქალაქში ცხოვრება და სწორედ ამიტომ 2007 წელს საჭირო გახდა მათი გასახლება.

a23a361fc15c

4. ჯვრების გორაკი
c8f52474dd0e

ეს გორაკი მდებარეობს ლიტვაში, მასზე არის 50,000 ჯვარი. არ გეგონოთ,რომ აქ სასაფლაოა. ადგილობრივების აზრით ყველა , ვინც აქ დადებს თავის ჯვარს გახდება ბედნიერი და იღბლიანი კაცი. ათასობით ადამიანს სჯერა ამის და მოდის თავისი ჯვრის დასადებად. ლიტვაში ეს ტრადიცია წარმოიშვა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ.
ec947b01e70a

5. ქვიშაში ჩაფლული მოჩვენებების ქალაქი
3d49c65c5c6c

Kolmanskop– ეს არის მოჩვენებების ქალაქის სახელი, რომელიც სამხრეთ ნამიბიაში მდებარეობს, რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით Luederitz-ის ნავსადგურიდან. 1908 წელს ამ ადგილას დაწყებული იყო „ბრილიანტის ციებ-ცხელება“, ამიტომაც ხალხი ჩამოდიოდა ნამიბიის უდაბნოში იმ იმედით, რომ უკეთესად იცხოვრებდნენ. ორ წელიწადში აქ გაშენდა ქალაქი Kolmanskop, აშენდა სკოლები, საავადმყოფოები, კაზინოები, საცხოვრებელი სახლები. მალევე, როცა ბრილიანტის ფასი დაეცა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დასასრულის დასაწყისი დაიწყო. 1950 წელს ქალაქი უდაბური გახდა. მის გარშემო შემოვლებული გალავანი ჩამოინგრა, ბაღები და კოხტა ქუჩები ქვიშით დაიფარა.

08c2d4ee1211

25894e77fb8f

მსგავსი ამბები

Back to top button