თომას მორის,”უტოპია”
თომას მორი დაიბადა ინგლისის სასამართლო მოხელის ოჯახში,განატლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში და ჰენრი VIII-ის სამეფო კარზე საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა.
1515 წელს თომას მორი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ფლანდრიაში.აქ მან გაიცნო ნიდერლანდელი ჰუმანისტი პეტრე ეგიდიუსი.აქვე იწყებს “უტოპიაზე” მუშაობას.
“უტოპია” არის ორი ნაწილისაგან შემდგარი ნაწარმოები,რომელიც გადმოგვცემს არ არსებული კუნძულის უტოპიის პოლიტიკურ და სოციალურ წყობას.ნაწარმოების პირველი ნაწილი ეძღვნება ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურის მკაცრ კრიტიკას,ხოლო მეორე ნაწილში გადმოცემულია უტოპიური სახელმწიფოს პოზიტიური შინაარსი.კომპოზიცია იმგვარად არის შეკრული,რომ კრიტიკულად შეფასებული ინგლისის სახელმწიფო მოწყობა უტოპიელთა სახელმწიფოს სრულ ანტიპოდს წარმოადგენს.
“უტოპიაში” წარმოდგენილია მორის მოსაზრებები სამართლის შესახებ.იგი თვლის,რომ იმ სამართალზე მეტი უსამართლობა არაფერია,რომელიც ამართლებს ადამიანის სიკვდილით დასჯას,მხოლოდ იმიტომ,რომ მან ვიღაცას ქონება წაართვა.თომას მორის აზრია,რომ მთელი მსოფლიოს სიმდიდრე არ რირს ერტი ადამიანის სიცოცხლის ფასად.ხალხის უბედურების მიზეზად მორი სამართლიანად თვლიდა კერძო საკუთრებას და იმას,რომ ყოველივე ფულით იზომება.
წიგნის მეორე ნაწილში არსებულ სინამდვილეს იგი უპირისპირებს თავისი ფანტაზიით შექმნილ იდეალურ,პოლიტიკურ-ეკონომიკურ სახელმწიფო სტრუქტურას.კუნძულის ყველა მოსახლეს იმდენი ერგება,რამდენიც სჭირდება და რადგან ზედმეტს არავინ იღებს ყველაფერი საკმარისია. უტოპიაზე ყველა თანამდებობა არჩევითია,ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საერთო კრებებზე წყდება,ყველა მოქალაქე ვალდებულია იმუშაოს საზოგადოების სასარგებლოდ. აქ ფიზიკური და გონებრივი შრომა ერთმანეთთანაა შეხამებული.უტოპიაში რელიგიის თავისუფლება არის და არსებობენ ათეისტებიც.უტოპიაში აღსანიშნავია აგრეთვე ისიც,რომ დამნაშავეებს სიკვდილის ნაცვლად სასარგებლო საზოგადოებრივ შრომას უსჯიან.
თომას მორის “უტოპიაში” წარმოდგენილი საკითხები თითქოს იდეალურია სახელმწიფოს მოსაწყობად,თუმცა ერთი შეხედვითაც ცხადია,რომ მათი განხორციელება რეალობაში სრული სახით შეუძლებელია.ამაზე თავად ნაწარმოებშიც გვაქვს საუბარი როცა კერზო საკუთრება უქმდება და ყველაფერი საერთოა,მასინ იკარგება ენთუზიაზმი და ჩნდება ფუქსავატობის გამოვლინება,ადამიანები თავის გასაკეტებელს ხშირად სხვებს გადაულოცავენ ხოლმე,მასინ როცა არ არსებობს პერსპექტივა იმისა,რომ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას შეიძლება რაიმე სარგებელი მოჰყვეს.