არქივი

უხრწნელი სხეული

bf01b5dbf1f0
საციცოხლო პირობების გარეშე ადამიანის სხეული თანდათანობით იწყებს კვდომას. მკვდარი ყველას გვინახავს ალბათ და კარგად ვიცით, როგორ გამოიყურება და რა მოსდის უსიცოცხლო სხეულს. ეს ყველაფერი კი ბაქტერიების ბრალია, რომლებიც მკვდარ სხეულზე ლხინს მართავენ.

მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანის ხრწნა არ ხდება, ასეთი ფაქტები რა თქმა უნდა არც ისე ბევრია, მაგრამ იმდენი კია, რომ

ხალხი აალაპარაკოს და დააფიქროს. დოკუმენტალურადაც დამტკიცებულია რამოდენიმე ადამიანის საქმე, რომელთა გვამების ექსკუმაცია მოხდა და აღმოჩნდა, რომ ისინი უხრწნელები იყვნენ, რა თქმა უნდა გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წლის შემდეგ. ყველაზე ამაღელვებელი კი ის, არის, რომ ზოგიერთი ცხედარი რამდენიმე საუკუნესაც კი ითვლიდა. კათოლიკურმა ეკლესიამ ეს ფაქტი აღიარა და მის მიზეზად წმინდანობა დაასახელა. ეკლესიის აზრით მხოლოდ ეს მიზეზი საკმარისი იყო, რომ ხალხთა ინტერესი დაეკმაყოფილებინა, თუმცა კი ეს ესე არ აღმოჩნდა. დღემდე ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამ აზრს და უფრო სხვა მიზეზებს ეძებს უხრწნელობის გასამართლებლად.

ადამიანის გვამის შესანახი რამდენიმე საშუალება არსებობს, მათ შორისაა მუმიფიკაცია. ამ მხრივ პიონერებად ეგვიპტელი ფარაონები გვევლინებიან. მუმიფიკაციის დროს ადამიანის ორგანოებს ფრთხილად იღებენ სხეულიდან. შემდეგ დარჩენილ ღრუს ავსებენ ბალახეულით და სხვა ბუნებრივი კომპონენტებით, სწორედ ეს საშუალებები ებრძვიან ხრწნის პროცესს. მერე სხეულს ბანენ სხვადასხვა ზეთში და მჭიდროდ ახვევენ ტილოში.

უხრწნელი სხეულების აღმოჩენამ საგონებელში ჩააგდო მეცნიერები. თუ მუმიებს ესაჭიროებოდათ სხვადასხვა ბალახეულობა და ასე ვთქვათ ,,რიტუალი” უხრწნელობისთვის, აღმოჩენილი უხრწნელი ადამიანები ასეთ რამეს სულაც არ საჭიროებდნენ, მეტიც, მათი კანი მუმიებისგან განსხვავებით უფრო სიცოცხლიუნარიანად გამოიყურებოდა, იყო რბილი და მოქნილი. ვინც შეხედავდა, იტყოდა, რომ მძინარე ან ახლად გარდაცვლილ პიროვნებას ხედავდა. თანაც ამ გვამებს, არცერთს არ ეტყობოდა ბალზამირების კვალი.

რა თეორიები გააჩნიათ მიეცნიერებს უხრწნელ სხეულებთან დაკავშირებით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ადამიანის ასეთი უხრწნელობა, რაღაც მიზეზების გარეშე წარმოუდგენელია. მაგრამ არცერთი მეცნიერი წმინდანობას არ მიიჩნევს ამ მიზეზად. ერთ პირობად ასახელებენ რაღაც სპეციფიკურ საშუალებებს, ეს იქნებოდა ზეთი, ქიმიური ნივთიერებები, თუ სხვა ამგვარი რამ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გვამის დიდი ხნით შენახვა. (სხვათაშორის სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის სურნელება, რომელიც ხშირად აქვს ხოლმე წმინდანების ასეთ უხრწნელ გვამებს, მოდის ზუსტად ამ ზეთებიდან და ნივთიერებებიდან, რომელიც გამოიყენეს მათი სხეულის შესანარჩუნებლად).
მეორე პირობად აცხადებენ მიწას, სადაც იმარხება სხეული. ცნობილია, რომ მშრალი და გრილი მიწა ანელებს ხრწნის პროცესს. ასევე მეცნიერები ხაზს ისვამენ ნიადაგის შემადგენლობის მნიშვნელობას. ზოგგან ნიადაგი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც სხეულის ერთგვარ დამცავ ფარად გამოიყენება კვდომის პროცესში.

1. St Pio of Pietrelcina (გარდაიცვალა 1968 წელს)
f418373771a4
2. St Bernadette of Lourdes (გარდაიცვალა 1879 წელს)
37fa31d744bc
3. St Silvan
1fa1bd078305
4. St John Bosco (გარდაიცვალა 1888 წელს )
3d054f54c1e7

5. Blessed Imelda Lambertini (გარდაიცვალა 1333 წელს 12 წლის ასაკში)
77dfbfb9047f

6. St Clare of Assisi (გარდაიცვალა 1253 წელს)
5862fa70da23

7. St Margarita María Alacoque (გარდაიცვალა 1690 წელს)
932fb148a4db

8.St Francis Xavier (გარდაიცვალა 1552 წელს)
79f2ebc5a6f8

9. St John Vianney (გარდაიცვალა 1859 წელს)
14a2c87d5a52

10. St Vincent de Paul (გარდაიცვალა 1660 წელს)
677d00491a95

11. St Veronica Giuliani (გარდაიცვალა 1727 წელს)
349131f59da2

12. St Teresa Margaret (გარდაიცვალა 1770 წელს)
10209e01d07a

13. St Catherine Laboure (გარდაიცვალა 1876 წელს)
2d76c5eaf534

14. St Agnes of Montepulciano (გარდაიცვალა 1317 წელს)
4686713ace44

15. St Rita of Cascia (გარდაიცვალა 1457 წელს )
886205dec658

16. St Maria Goretti (გარდაიცვალა 1902 წელს)
dbcdb1d4f4ae


პადრე პიოს ექსკუმაცია, ამოთხარეს მისი სხეული და აღმოჩნდა, რომ უხრწნელი იყო.


St Bernadette


St. Vincent de Paul

რას ფიქრობთ ამ ფაქტზე, ეთანხმებით კათოლიკური ეკლესიის მოსაზრებას თუ მეცნიერებას ამარლებთ?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button