საკითხავისასარგებლოსაქართველო

ქართული კვალი სინას მთაზე

83b6bf0767e4

სინას ბიბლიოთეკა მრავალ ქართულ მარგალიტს ინახავს…

სინას მთაზე ქართველთა მოღვაწეობა საუკუნეებს ითვლის, პირველმა ჩვენებურმა ჯერ კიდევ 1400 წლის წინ დაადგა ფეხი ამ წმინდა მიწას. ამ კედლებმა შემოინახა, იოანე ზოსიმეს, იოანე მინჩხის, მიქაელ ფანასკერტელის და სხვათა უნიკალური შრომები.

ამ ეკლესიას სწყალობდნენ დიდი ქართველი მეფეები, დედოფლები თუ კათალიკოსები. მონასტერი შიგნით ციხე სიმაგრეს უფრო წააგავს, საუკუნეთა ქარტეხილებმა იგი კარგად გამაგრებულ თავდაცვით ნაგებობად აქცია. გალავანს შიგნით თავისებური დასახლება წარმოიქმნა თავის პატარა ქუჩებით, ეზოებითა და აივნიანი სახლებით.

სინას ბიბლიოთეკა მრავალ ქართულ მარგალიტს ინახავს, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული პატარა სამოციქულოა, რომელიც საქართველოს სახელოვანი მეფის დავით აღმაშენებლის კუთვნილი ყოფილა. დასტურად სახარების 265 გვერდზე მეფე წმინდანის ხელით შესრულებული მინაწერია დაცული : « ქრისტე მე, დავით, უნარჩევესმან მონამან ყოველთა ქრისტესთამან, განვგზავნე წიგნი ესე მთას წმიდას სინას ; ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ » ეს პატარა ტექსტი აღმაშენებლის კალიგრაფიის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ნიმუშია, მასში მეფის თავმდაბლობაც ჩანს და ღვთისმოსაობაც.

სინას მთის ქართულ ბიბლიოთეკას არა მარტო სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ამავე დროს მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიან ხალხთა შორის საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერის დასტურიც იყო.

d54f708f93d7

მსგავსი ამბები

Back to top button