ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

პლანეტა ტიტანზე აღმოჩენილია სიცოცხლის ნიშნები !

54a8409233b4

ზონდ Cassini — იდან მიღებული ინფორმაციის ანალიზმა დაადასტურა მეცნიერების ეჭვი რომ პლანეტა Titan -ზე არსებობს სიცოცხლე მიკროორგანიზმების სახით.

ტიტანის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით მინუს 170—180 °C — ია, რაც გამორიცხავს იქ წყლის თხევად მდგომარეობაში აღმოჩენას. მიუხედავად ამისა მეცნიერების ნაწილი სულაც არ თვლის მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის აუცილებელ წინაპირობად თხევად წყალს და ამისათვის ისინი შეიმუშავებენ კონცეფციას მიკროორგანიზმების განვითარებაზე ტბა მეთანსა და ეთანში. 2005 წელს Chris McKay — მა Ames Research Center — დან და Heather Smith — მა International Space university — დან ჟურნალ Icarus — ში გამოაქვეყნეს გათვლები , საიდანაც გამომდინარეობდა, რომ მიკრობებს შეუძლიათ არსებობის შენარჩუნება, აცეტილენით და წყალბადით.

ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი კიდევ ერთი ნამუშევარი გამოქვეყნდება ისევ ჟურნალ Icarus — ში . მისი ავტორია Darrell Strobel — ი Johns Hopkins University -დან მან თავისი კვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ტიტანის იმ ფენებში სადაც მეცნიერების აზრით იყვნენ მიკროორგანიზმები იქ არის წყალბადის ნაკლები ოდენობა სხვა ფენებთან შედარებით.

ცნობილ ნაშრომებში ნავარაუდევია,რომ წყალბადი წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედაპირზე აცეტილენის და მეტანის მოლეკულებზე მზის ულტრაიისფერი დასხივების შედეგად. ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ არსებობს კონცენტრაციის საგრძნობი გრადიენტი ( გადახრა) , რის შედეგადაც წყალბადის “ტალღა” იწყებს მოძრაობას ტიტანის ზედაპირის მიმართულებით და ეჯახება ჟანგბადის საპირისპიროდ მომავალ ნაკადს. “მე არ ველოდი ასეთ შედეგებს, რადგან ატმოსფერული წყალბადი ქიმიურად ინერტულია და ძალიან მსუბუქი, — აცხადებს გ.ნ სტრობელი. — წყალბადი უნდა ტივტივდებოდეს ზედაპირზე და უნდა ორთქლდებოდეს”

ტიტანის ზედაპირიდან წყალბადის მოლეკულები “გაქრნენ”. შესაძლოა რომ წყალბადი რეაქციაში შედის სხვა ნივთიერებასთან, რაც შემდეგ წარმოქმნის მეტანს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ჯერ-ჯერობით უცნობი მინერალის არსებობა, რომელიც კატალიზატორის როლში იქნება ამ შემთხვევაში.

რიგით მეორე ჩატარებული სამუშაოების შედეგებს, რომელიც ჩაატარა გუნდმა Roger Clark — ის მეთაურობით United States Geological Survey — დან გამოაქვეყნებენ ჟურნალ Journal of Geophysical Research — Planets — ში. ამ სტატიაში ასევე გაანალიზირებულია Cassini- დან მიღებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ ტიტანის ზედაპირზე არ არის აცეტილენი — რაც თეორიულად — უნდა წარმოიქმნებოდეს ატმოსფეროში მზის გამოსხივებით, და შემდეგ უნდა ეშვებოდეს პლანეტის სიღრმეებში. Cassini — ის სპექტომეტრმა ტიტანის ზედაპირზე ვერც ყინული აღმოაჩინა; მაგრამ იქ აღმოჩენილია ბენზოლი და სხვა ჯერ-ჯერობით დაუდგენელი ორგანული ნივთიერებები. ” გამოდის რომ ტიტანის ატმოსფეროში სინთეზირდება იმ რაოდენობის ორგანული ნივთიერებები , რომ ყინული, რომელიც იწმინდება თხევადი მეტანის და ეტანის ნაკადით, ძალიან მალევე იფარება ორგანული ნივთიერებების ნადებით”. განაცხადა გ.ნ კლარკმა.

Chris McKay — ისა და Heather Smith — ის კოლეგები აღიარებენ იმას, რომ წყალბადის და აცეტილენის შესამჩნევი უკმარისობა ადასტურებს მათ ჰიპოთეზას,მაგრამ დასკვნის გაკეთებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. “უნდა ვიყოთ კონსერვატულები:ბიოლოგიური ახსნები უნდა მივიღოთ მას შემდეგ რაც ყველა არაბიოლოგიური ახსნა უარყოფილი იქნება” — განაცხადა Jet Propulsion Laboratory — ის თანამშრომელმა Mark Allen — მა და მისივე თქმით ყველა არაბიოლოგიური ჰიპოთეზების “დამსხვრევას” დიდი დრო დასჭირდება.

წყარო:http://hi-tech.ge/

ec2a5fda9525

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close