არქივი

წმინდა პეტრეს ტაძარი

c95cf4ac3477

ვატიკანი, ეს არის ადგილი, სადაც ზეციერი ანგელოზები ამქვეყნად ბინას იდებენ.  სწორედ ვატიკანში გახლავთ ის ტაძარი რომელზეც მე მინდა გესაუბროთ, თუმცა სანამ უშუალოდ მასზე მოგახსენებდეთ, მოდით ორიოდე სიტყვით თავად ეს ქალაქი დავახასიათოთ.

4aca8058a9c7

ვატიკანი, რომელსაც დღესდღეობით ოფიციალურად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო ჰქვია, სუვერენული ქალაქ-სახელმწიფოა. ის იტალიის დედაქალაქ რომში კედლებშემორტყმულ ანკლავს წარმოადგენს და 44 ჰექტარი, ანუ 110 აკრი უკავია. ფართობიდან გამომდინარე, მოსახლეობაც მწირია და მხოლოდ 800 კაცს შეადგენს. ისტორიას რომ გადავხედოთ, გეტყვით, რომ ვატიკანი ლატერანის ხელშეკრულების შედეგად, 1929 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მოიაზრება როგორც ეკლესიასტიკური სახელმწიფო, ანუ ტერიტორია, რომელსაც რომის ეპისკოპოსი, იგივე პაპი, მართავს. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ვატიკანი არის წმინდა ეპარქიის სუვერენული ტერიტორია და ამასთან, პაპის ოფიციალური რეზიდენციის, იგივე აპოსტოლური სასახლის, ადგილი.

9ac61c3e2d49

რაც შეეხება წმინდა პეტრეს ტაძარს, ეს ნამდვილად არის ის, რის გარეშეც როგორც ვატიკანი, ასევე მთელი კათოლიკური სამყარო წარმოუდგენელია. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძრის მშენებლობა აღორძინების ხანის უდიდესმა არქიტექტორმა, ბრამანტემ დაიწყო 1506 წლის 18 აპრილს, თუმცა 120 წლიანი მშენებლობის დასასრულს, ანუ 1626 წელს, მას გუმბათი ასევე უდიდესმა ხელოვანმა, მიქელანჯელომ დაადგა.

c048df07e3b2 04a25e9eadfd

130 მეტრის სიმაღლის ტაძარში ფრესკები არ არის, რადგან მათი ადგილიი მთლიანად მოზაიკებს უკავია. მე-16 საუკუნის კონსტანტინიანეს დროინდელ ბაზილიკაზე აგებული ტაძარი ფართობით იმდენად მასშტაბურია(23.000მ²), რომ ერთდროულად 60000 ადამიანის დატევაც კი შეუძლია.  ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ეს ტაძარი ქრისტიანობის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად ითვლება. აქ დაკრძალულნი არიან პეტრე მოციქული, იესოს თორმეტ მოციქულთაგან რამოდენიმე, ანტიოქიის პირველი ეპოსკოპოსი და მოგვიანებით რომის პირველი ეპისკოპოსიც.  ძალიან საინტერესოა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ახალი აღთქმა პეტრეს რომში ყოფნასა და იქ წამებაზე სულას არ მიგვითითებს, მაგრამ უძველესი ტრადიციით მიიჩნევა, რომ მისი სამარხი სწორედ რომ ამ ტაძრის საკურთხევლის ქვეშ არის მოქცეული. ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ პირველი პაპიდან მოყოლებული, პაპთა დიდი რაოდენობა ამ ადილას არის დამარხული.

7e24bfbb00de
46e22857cbed

უდრო ღრმა დეტალებს რომ შევეხოთ, გეტყვით, რომ ტაძარში შესვლისას, უკლებლივ ყველაეხება წმინდა პეტრეს ქანდაკების ფეხს. საუცხოოა, თუმცა ფაქტია, რომ წირვა-ლოცვა ტაძრის ოთხივე მხარეს ტარდება და აღსარების ჩაბარებაც ნებისმიერ ენაზეა შესაძლებელი. ტაძარი სიწმინდეების გარდა მდიდარია ხელოვნების ისეთი ნიმუშებითაც, როგორებიცაა უძველესი მადონა, მიქელანჯელოს დატირება, რომელზეც აუცილებლად მოგახსენებთ და სხვანი.

მიქელანჯელო -

ნამდვილად არასწორი იქნებოდა, თუ ამ ტაძარზე საუბარს ისე დავასრულებდით, რომ ცოტათი მაინც არ შევხებოდით მიქელანჯელოს უდავო შედევრ ქანდაკება – დატირებას, იგივე პიეტას.  აღნიშნული ქანდაკება 1498-1499 წლებში შეიქმნა, ანუ მაშინ, როდესაც მიქელანჯელო ჯერ მხოლოდ 24-25 წლის იყო. პიეტა გახლავთ ის ერთადერთი ნამუშევარი, რომელსაც ავტორმა ხელი მოაწერა. როგორც ცნობილია, ქანდაკება ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერმა 1498 წლის 26 აგვისტოს შეუკვეთა საკუთარი საფლავისათვის, თუმცა მისი სიკვდილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ქანდაკება წმინდა პეტრეს ტაძრის ერთ-ერთ კაპელაში გადაიტანეს, სადაც დღემდე იმყოფება.  განმარტების სახით მოგახსენებთ, რომ ქანდაკების სახელი პიეტა იტალიურად თანაგრძნობასა და ღვთისმოსაობას ნიშნავს.

ასეთი გახლავთ ვატიკანის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა – წმინდა პეტრეს ტაძარი და თავისმხრივ ამ ტაძრის გენიალური სკულპტურა პიეტა, რომელიც ყოველმა ხელოვნების როგორც მოყვარულმა, ასევე არამოყვარულმა უნდა ნახოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

Frida

:)
Back to top button