ათი წლის წინ,ან თუნდაც 5 წლის წინ რომ გეკითხათ ადამიანებისთვის:ჩაერთვებოდნენ თუ არა Silicon Valley-ს ან Hollywood-ის უმსხვილესი კომპანიები ბრძოლაში, რომ შეესყიდათ ის პატარა კომპანიები, რომლებიც დაკავებული იყვნენ ვირტუალური ვარდისფერი ტრაქტორების შექმნით, პასუხი ალბათ უარყოფითი იქნებოდა.
მაგრამ ეს სწორედ ისაა რაც დღეს ხდება სოციალური თამაშების სამყაროში.კომპანიები რომლებიც ქმნიან თამაშებს სახელად:Sorority Life,FarmVille,Pet Society გახდნენ ყველაზე პოპულარულები ციფრულ მედია ინდუსტრიაში.მათ შეძენას კი სწორედ ზემოთხსენებული უმსხვილესი კომპანიები ცდილობენ.
“ჩვენ ვიცოდით რომ დიდი ფული იდებოდა სოციალურ თამაშებში,მაგრამ აშკარაა,რომ ახლა გაცილებით უფრო დიდი თანხა ტრიალებს ამ სფეროში,დაახლოებით მილიარდი დოლარი”.
გაზეთმა The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია,რომლის თანახმადაც google აწარმოებს მოლაპარაკებებს ვირტუალური თამაშებით დაკავებულ ყველაზე ძლიერ კომპანიებთან Playfish,Playdom,Zynga.რათა შექმნას თანამედროვე და ძლიერი სოციალური გადამცემი მომსახურება,რომელიც გაუწევს კონკურენციას facebook-ს
“google games” გახმაურდა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ გუგლმა დააბანდა 100 მილიონი დოლარი zynga-ში.
თუ google-ს სურს დაარტყას facebook-ს მტკივნეულ ადგილას,დიახ სოციალური თამაშები სწორედ იდეალური ვარიანტია
ისეთი თამაშები როგორიცაა farmville აღმოჩნდა იმდენად “ჩამთრევი” რომ facebook-ზე დარეგისტრირებული 500 მილიონი ადამიანის უმრავლესობა თამაშობს და მასში ფულსაც კი იხდის.
ურთიერთობა facebook-სა და zynga-ს შორის დროთა განმავლობაში იძაბებოდა,მიზეზი კი გახლდათ ის რომ თამაშების ტესტირებისას და მათში გადახდილი თანხის 30% facebook-ს ეკუთვნის.