ოქროს საწმისის ორდენი
საინტერესო ინფორმაცია ოქროს საწმისის ორდენზე…
“ჯილდო დამსახურებას არ ჩამორჩება”, ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფასი და უნიკალურ წარჩინების ნიშნის – ოქროს საწმისის ორდენის დევიზი. ორდენი 1429 წელს ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპე III კეთილმა იზაბელა პორტუგალიელთან ქორწინების დღეს დააწესა.
საუკუნეების განმავლობაში ის სახეს იცვლიდა,ხან მინანქრიან ოქროს ფურცლებით დამშვენებულ ფართო ყელსაბამზე მაგრდებოდა,ხან რომბისებურ მასიურ ჯაჭვზე.
ჩვენი ორდენი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება,მთავარი დეტალი ოქროს ვერძის ლამაზი ფიგურაა,მის ზემოთ ცეცხლოვანი ბაფთაა,რომლის ცენტრშიც იისფერი საფირონი იგივე ზღვისფერი ქვა ციმციმებს. ვერძი და ბაფთა ორნამენტირებულ დისკოზე ჰკიდია,რომელსაც თეთრი მინანქარი ამშვენებს.წარჩინების ეს ნიშანი ვერცხლისგანაა დამზადებული და უმაღლესი ხარისხის ოქროთია დაფერილი.ძველთაგანვე სჯეროდათ რომ ამ ორდენს ისეთივე წარმატების მოტანა შეეეძლო, როგორითაც არგონავტებმა ისახელეს თავი.