არქივი

Голодомор — შიმშილით სიკვდილი

7b28ef3305b6

გოლოდომორი იყო მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1932- 1933 წლებში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და მილიონობით ადამიანი შეიწირა.

შიმშილი გლეხებისთვის ხორბლისა და საქონლის სისტემატურ ჩამორთმევას მოჰყვა, რაც იმ მიზნით ხდებოდა , რომ კულაკები მოესპოთ და ისინი იძულებული გაეხადათ მიწა დაეთმოთ , კოლექტიურ მეურნეობაში გაერთიანებულიყვნენ. 1930 წელს უკრაინიდან საექსპორტოდ 7,7 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანეს. მომდევნო წელს ქვეყანას იგივე რაოდენობის ხორბალი უნდა ჩაებარებინა, თუმცა მოსავალმა 5 მილიონი ტონა შეადგინა, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით, დანაკლისის შესავსებად სხვა ,,ნატურალური პროდუქტების” გატანა დაიწყეს, გაწყვიტეს წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელიც. მოუსავლიოანობის გამო მძიმე სიტუაცია შეიქმნა ყაზახეთში, დასავლეთ ციმბირში, ურალში.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ გადაეხედათ გეგმისთვის ქვეყნიდან პურის გატანის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მოშიმშილე რესპუბლიკიდან ხორბლის გატანა რკინის დისციპლინით გრძელდებოდა. კანონის დაუმორჩილებლობის გამო 54 645 კაცი გაასამართლეს, ხოლო 2110 დახვრიტეს. 86 რაიონი, სადაც ხორბალი ვერ ჩააბარეს ,,შავ სიაში” იქნა შეტანილი. უკრაინა გაგმის შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. 1932 წლის 27 ნოემბრის პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინი ანტისაბჭოთა ელემენტების საბოტაჟზე ალაპარაკდა.

უკრაინაში შიმშილობამ პიკს 1933 წლის მარტის თვეში მიაღწია. ქვეყანაში კანიბალიზმის 2500 შემთხვევა დაფიქსირდა . შიმშილით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. აშშ-ს კონგრესის მონაცემებით კი ეს რიცხვი 10 მილიონს შეადგენდა.

2003 წელს ფრანგმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 1933 წლის შიმშილობამ უკრაინაში 4, 6 მილიონი ადამიანი შეიწირა. შიმშილს ყაზახეთში – 2 მილიონი, ხოლო ყირგიზეთში – 2,5 მილიონი ემსხვერპლა. 1933 წლის თებერვლის თვეში საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო ბრძანებულება მოშიმშილე ქვეყნის დახმარების შესახებ. შიმშილობის ლიკვიდირება 1934 წლის დასაწყისში მოხერხდა.

7205a38a4617

უკრაინაში 30-იანი წლების შიმშილის თემაზე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ალაპარაკდნენ. მიიჩნევენ, რომ გოლოდომორი იყო გენოციდი, რომელიც ხელოვნურად იქნა გამოწვეული და მიზანმიმართულად განხორციელდა. ამის საწინააღმდეგოდ, ასევე ამტკიცებენ, რომ ტრაგედია საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგად დადგა. უკრაინის ხელისუფლებამ, ასევე, დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობებმა საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის ქმედებები შეაფასეს – როგორც გენოციდი.

203e68a46def

2003 წელს გაეროში მიღებული ერთობლივი დეკლარაციით მასობრივი შიმშილობა შეფასდა, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგი, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა.

283b54e1c194

ვიდეოები:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button