ლაშქრობა #2 – წვერი
უცნაურის მორიგი ლაშქრობა წვერზე. სურათები და მოკლე აღწერა იხილეთ გაგრძელებაში. ყველა სურათი კი ამ ლინკზე არის ატვირთული. cveri.rar
სვლა წვერისაკენ დაიწყო 9 საათზე რკინიგზის სადგურთან შეხვედრით. საზოგადოებამ არაპუნქტუალურობა გამოიჩინა და მე და ქეთევანი გვალოდინეს 1 საათი. საბოლოოდ როგორც იქნა მოვიდნენ და დავიძარით. სურსათის ამბავი გვანცამ და ირაკლიმ მოაგვარეს და მივადექით “მარშუტკას”. თავიდან მძღოლი გაგვიჯიუტდა, ძვირს გვიფასებდა, მაგრამ ვეხვეწეთ და ვემუდარეთ და გადავათქმევინეთ. გზაში გამოსაფხიზლებელი ანეკდოტები და მხიარული ამბები არ მოგვკლებია და წვერის გადასახვევზე მძღოლმა ლამის “წიხლით” ჩამოგვყარა. შევუდექით გზას. მსვლელობისას გავიარეთ წყარო, ხორცი გავრეცხეთ, ქეთევანი დავსუსხეთ და ა.შ. ძლივს ძლიობით მივაღწიეთ წვერის მისადგომებს. ადგილი მართლაც რომ გასაოცარი აღმოჩნდა. ულამაზესი ჰორიზონტი და გასაოცარი ეკლესია. აღსანიშნავია ისიც, რომ ხალხმრავლობა შეიმჩნევოდა. მწვადის შესაწვავად ახლო-მახლო ადგილი ვერ ვიპოვეთ და გავეშურეთ უკანა გზაზე, სადაც სკამები და მაგიდა შეგხვდა. მწვადებს არ დაადგა კარგი დღე, ლამის ყველა შამფური ამოვგანგლეთ ტალახში და მოგვიწია გარეცხვა. გასარეცხად გვანცა და ირაკლი წავიდნენ. ბაჩომ დარჩენილ მწვადებს მიხედა და ჩვენი პიკნიკიც ნელ-ნელა ჭამის სტადიაში გადავიდა. ჭამას, რომ მოვრჩით თამაში დავიწყეთ. ჯერ “მაფიოზობანა” ვითამაშეთ, შემდეგ “ნამიოკობანა” ბევრი ვიხალისეთ. ჩვენს ახლოს გორელები იყვნენ დაბანაკებული და წარმომადგენელი გამოგვიგზავნეს, რომელმაც თამაში არ გვაცალა (სიყვარულს გვიხსნიდა). თამაშში გავიდა ჩვენი დროც და ნელ-ნელა აბარგება დავიწყეთ. უკანა გზაც მხიარული იყო. ჩვენი გუნდი პანტიანთან ორად გაიყო. გოგოები და ირაკლი მანქანით წავიდნენ, მე სვანი, ბაჩო, გიო და დათო ფეხით შევუდექით გზას. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ერთმა კეთილმა ადამიანმა მანქანა გაგვიჩრა და მგლების ხახისგან გვიხსნა. შინ მშვიდობით მივედით ყველანი. ლაშქრობა იყო წარმოუდგენლად სასიამოვნო ყველა ჩვენგანისათვის. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი გასვლები უფრო და უფრო საინტერესო და სახალისო იქნება. შემდეგი გასვლა სავარაუდოდ ზედაზნისაკენ იქნება. დიდი მადლობა გასვლის ორგანიზატორს ბატონ ირაკლი ლომსაძეს!!!