გართობაკულტურაუცნაური

“8 ცხოველი რომელიც შესაძლოა 2016 წელს გადაშენდეს”

null

დადგინდა რომ,უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში,დედამიწაზე მობინადრე ცხოველთა სახეობების რაოდენობა განახევრდა.ეს ყველაფერი კი ძირითადად ადამიანთა სხვადასხვა აქტივობების შედეგია.სიტუაცია იმდენად მძიმეა რომ შესაძლოა რამოდენიმე სახეობას დროზე ადრე გამოვემშვიდობოთ.საქმე ხოჭოებსა და პლანქტონებს კი არა(მიუხედავად იმისა რომ ისინიც ძალზედ მნიშვნელოვანია),ძირითადად ხერხემლიან ცხოველებს ეხება.აქ ჩამოთვლილია ის 8 ცხოველი,რომლებიც შემდეგმა თაობებმა შესაძლოა სწორედ ისე გაიცნონ,როგორც ჩვენ ვეცნობით დღეს დინოზავრებს :

null

1)”ჰოუკსბილის კუ”

ამ კუს ეს სახელი თავისი მწარე და ბასრი ნისკარტის გამო შეარქვეს,თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ გამოდგა ადამიანებისაგან თავდასაცავად.გასაოცარია თუ როგორ მოაღწიეს მათ აქამდე,იმიტომ რომ მას ქრ.შ-მდე მე-5 საუკუნიდან მოყოლებული ადამიანები მუდმივად იჭერდნენ,ანაწევრებდნენ და ჭამდნენ.მათ ხორცს,როგორც დელიკატესს,შორეული აღმოსავლეთის ბევრ კუთხეში მიირთმევენ.ხოლო მის ნიჟარებს სამკაულებისა და ორნამენტების დასამზადებლად იყენებენ.1950-დან 1993 წლის ჩათვლით 1.3 მილიონზე მეტი ნიჟარა იქნა იმპორტირებული იაპონიაში.მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-50 წელია,თუმცა ისინი ვერ ახერხებენ სწრაფად გამრავლებას და დაღუპული თაობების ახლით ჩანაცვლებას,სწორედ ამიტომ ისინი ამჟამად გადაშენების პირას არიან.

null

2)”ლემურები”

ძუძუმწოვრებიდან ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ ლემურები არიან.ისინი ცოტა რაოდენობით მხოლოდ კუნძულ მადაგასკარზე ბინადრობენ.ტყეების ჩეხვამ,კლიმატურმა ცვლილებებმა და ნადირობამ ლემურების სახეობის 90 % იმსხვერპლა.მადაგასკარის პოლიტიკურ არეულობას ეკონიმიკას აბრალებენ.ხალხი სიღარიბის გამო იძულებულია თავის გასატანად უკანონოდ ტყეების ჭრასა და ნადირობას მიჰყოს ხელი.ასევე ეს პატარა პრიმატები,რომლებიც ამ კუნძულზე 60 მილიონი წლის წინ აღმოჩნდნენ,ტურისტებს ძალიან იზიდავთ,ასე რომ ისინი ცოცხლები უფრო არიან საჭირო,ვიდრე მკვდრები.

null

3)”ჯუჯა სამ-თითა ზარმაცა”

ზარმაცას ეს სახეობა დანარჩენებთან შედარებით ბევრად პატარაა და მხოლოდ პანამის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს,სახელად_Escudo de Veraguas. 2012 წლის მონაცემებით,მთელ კუნძულზე მხოლოდ 80-მდე ინდივიდია დარჩენილი.მიუხედავად იმისა რომ ეს კუნძული ადამიანებით დასახლებული არაა,ტყეების განადგურება მათ რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.2016 წელს კი ისინი შეიძლება საერთოდ განადგურდნენ.

null

4)”ჩრდილოეთური თეთრი მარტორქა”

ამჟამად მთელს პლანეტაზე მხოლოდ 3 ჩრდილოეთური თეთრი მარტორქაა შემორჩენილი.კოლონიურ ეპოქაში მათზე სრულიად უკონტროლო ნადირობა ხორციელდებოდა და თანამედროვე დროშიც დიდი ხანი გრძელდებოდა ეს საქმე მათი რქების მოსაპოვებლად,სანამ ამ საშინელ შედეგზე არ გავედით.მის რქას ანაწევრებდნენ,ფქვავდნენ და ტრადიციულ უძველეს მედიცინაში იყენებდნენ.ამ ბოლო ხანებში ძალიან პოპულარული გახდა ვიეტნამის შეძლებულ ფენებშიც,როგორც სიმდიდრისა და კარგი სტატუსის სიმბოლო.თუ შემორჩენილ,დატყვევებულ მარტორქებს არ შეაჯვარებენ ახალი თაობების მისაღებად,მაშინ ეს სახეობა მალევე განადგურდება.

null

5)”ვაქუიტა”

მიუხედავად იმისა,რომ ის 1958 წელს აღმოაჩინეს,მთელს მსოფლიოში მაინც ყველაზე იშვიათ წყლის ძუძუმწოვრად ითვლება.ექსპერტები ვარაუდობენ რომ 2016-2018 წლებში ეს სახეობა აღარ იარსებებს.ძირითადად თევზაობისას ნადგურდებიან,მაგრამ არის ქვეყნები,მაგალითად ჩინეთი,სადაც სულაც არ ცდილობენ კონკრეტულად ამ თევზის დაჭერას,მათ მცირერიცხოვან მდიდარ ფენასაც აქვს თავისებური სიმბოლო რითაც სტატუსსა და ფუფუნებას გამოხატავენ,ეს თევზები კი ამ ყველაფრის შემთხვევითი მსხვერპლი ხდებიან.ბოლო მონაცემებით მხოლოდ 97 მათგანია მთელს მსოფლიოში დარჩენილი.

null

6)”პანგოლინი”

მსგავსი ამბები

Back to top button