გართობაკულტურა

პარისი და განხეთქილების ვაშლი

00a770aff049

პარისი-ბერძ.ტროას მეფისწული, პრიამოსისა და ჰეკაბეს მეორე შვილი.

ძველად გარდაუვალი ბედისწერის ძალის ჩვენებას მრავალი თქმულება ეძღვნებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ამბები მშობლების მიერ მიგდებულ ბავშვებზე. მათ შორის აღმატებული პოპულარობით გამოირჩეოდა პარისის მითოსი, რადგანაც მის სახელს დაუკავშირდა ტროას ომი.
პარისის გაჩენამდე რამოდენიმე დღით დედამისმა, ჰეკაბემ, ნახა სიზმარი, თითქოს დაბადა ჩირაღდანი, რომლის ალითაც მთელი ქალაქი დაიფერფლა. მისნებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მის მიერ შობილი ვაჟი დაღუპავდა მთელ სახელმწიფოს. ამის გამო ახალშობილი მისცეს მწყმსებს, რათა იდას მთის ხეობაში მიეგდოთ. ასეც მოიქცნენ მწყემსები მაგრამ , რამოდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ კვებავდა ჩვილს დათვი თავისი რძით. შეწუხდა მწყემსი, ბავშვი სახლში წაიყვანა და გამოზარდა.დიდებული ჭაბუკი დადგა პარისი . მან არაფერი იცოდა თავის მეფურ წარმომავლობაზე. იგი ცხვარს მწყემსავდა და ისეთი გულმოდგინებით იცავდა მას ყაჩაღებისაგან, რომ მეტსახელად ,, ალექსანდროსი” (კაცთა მომგერიებელი) შეარქვეს.
ერთხელ ძროხებს რომ აძოვებდა იდას მტაზე პარისი , ჰერას, ათენას და აფროდიტეს თანხლებით ჰერმესი გამოეცხადა, ოქროს ვაშლი გადასცა და ზევსის დანაბარები აუწყა: ეს ოქროს ვაშლი იმ ქალღმერთისთვის მიენიჭებინა, ვისაც უმშვენიერესად ჩათვლიდა. გაოგნდა მეფისწული, მაგრამ მალევე მოიკრიბა გონება და თითოეულ ქალღმერთს გულდასმით მოუსმინა.

d2e020317195

ჰერამ აღუთქვა მთელს აზიაზე მბრძანებლობა, ათენამ საბრძოლო ძალმოსილება, ხოლო აფროდიტემ მოკვდავთა შორის ულამაზესი ელენეს ქმრობა. არც დაფიქრებულა პარისი , ისე უბოძა ოქროს ვაშლი აფროდიტეს. იმ დღიდან სიყვარულის ღვთაება მისი მფარველი შეიქმნა , ხოლო ჰერა და ათენამ ისე შეიძულეს , რომ მისი სამშობლო ტროა გაანადგურეს. მაგრამ ეს მოხდა მოგვიანებით. მანამდე კი ამ ამბებიდან, რამოდენიმე ხნის შემდეგ, ტროაში მოეწყო საყოველთაო ასპარეზობა, რომელშიც პარისმა მიიღო მონაწილობა და გამარჯვების გვირგვინიც დაიმსახურა.
განრისხდნენ პრიამოსის ვაჟიშვილები და უცნობი მწყემსის მოკვლა განიზრახეს. მაშინ პარისის მამობილმა გათქვა სიმართლე. მეფე პრიამოსმა სიხარულით დაიბრუნა სასახლეში ძლევამოსილი ვაჟი. ეს ამბავი , რომ აპოლონის ქურუმებმა გაიგეს, ძველი მისნობა შეახსენეს მეფეს. მან კი საქვეყნოდ განაცხადა: ,, უმჯობესია ვიხილო ტროას დამხობა, ვიდრე ჩემი დიდებული ძის სიკვდილი. ” გავიდა ხანი და აფროდიტეს შემწეობით პარისმა მოიტაცა სპრტის მეფის, მენელაოსის თანამეტახტე ელენე, რასაც მოჰყვა ტროას ომი. ჰომეროსის თანახმად, პარისს დიდად არ გამოუჩენია თავი ბრძოლისას, თუმცა ტროას ომის ბოლოს მან აპოლონის დახმარებით მოკლა აქილევსი. თავად კი დაიჭრა ფილოქტეტესის მომაკვდინებელი ისრით და მალე სიცოცხლესაც გამოესალმა. მისნობა ახდა, ტროა ცეცხლის ალში დაიფერფლა.

ანტიკურ ხელოვნებაში პარის წარმოსახავდნენ ლამაზ, უწვერო ჭაბუკად, ხშირად მას თავზე ფრიგიული ქუდი ეხურა. ქარაგმულად პარისი ”მომხიბლავის” , ,,მაცდუნებლის” მნიშვნელობით იხმარება თანამედროვე მეტყველებაში

1746fd8f16cf

მსგავსი ამბები

Back to top button