TECH & მეცნიერებაუცნაური

შამპანიურის ბოკალის წარმოშობის ისტორია

62e322728754
ლეგენდის თანახმად,შამპანიურის ბოკალი,რომელიც ბევრს სანაყინე ლარნაკი ჰგონია,შეიქმნა საფრანგეთის დედოფალ მარია–ანტუანეტას მკერდის ფორმის მიხედვით.

ეს ქალბატონი საფრანგეთში მე–18 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა.მან მიატოვა სამშობლო და მამა–ავსტრიის იმპერატორი ფრანცი,რათა ცოლად გაჰყოლოდა ლუდოვიკო XVI–ს.

მარია–ანტუანეტა ხშირად ინტრიგებს ხლართავდა,არც მიჯნურებს იკლებდა.ეს განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოჩინდა საფრანგეთის რევულუციის დაწყების შემდეგ.სწორედ ის გახდა კონტრრევულუციის შეთქმულების სულის ჩამდგმელი,რის გამოც საკადრისი მიეზღო–1793 წელს 38 წლის დედოფალმა სიცოცხლე ეშაფოტზე დაამთავრა.
66723cd76a8d
ზუსტადაა ცნობილი,რომ მარია გასართობად საარკო თანხას ხარჯავდა.საფრანგეთის ბიუჯეტს წყალი შეუყენა,ტოცა მინისტრებმა მოინდომეს ანცი დედოფლის შეჩერება,კინაღამ ადგილები და თავები დაკარგეს.

სამაგიეროდ,დედოფლის შემწეობით ქვეყანაში აღორძინდა მეღვინეობა,განსაკუთრებით პოპულარული გახდა ცქრიალა ღვინო–შამპანიური,რომელიც ლხინში მდინერესავით მოედინებოდა.

ერთ–ერთი ასეთი თავშეუკავებელი ლხინის შემდეგ ვიღაცამ მოისაზრა –შევქმნათ შამპანიურისთვის საგანგებო სასმისი.

ახალ სასმისს საფუძვლად დაედო დედოფლის მკერდი,რომლისგანაც ზუსტი ასლი გადაიღეს და ნატიფი ფეხიც დაუმატეს.ამ დღიდან შამპანიურის სმა ახალი,ორიგინალური სასმისით დაიწყეს.

Back to top button