საკითხავიუცნაური

უკანასკნელი სიტყვები…

ცოტა ხნის წინ რაღაც საიტზე წავაწყდი “ამ” ინფორმაციას..   :boli:  ზოგიერთი მართლა საინტერესოა..

1…

“მომიტევეთ სერ. მე ეს გამიზნულად არ ჩამიდენია”
(მარია ანტუანეტას სიტყვები.მიმართა ჯალათს, როდესაც გილიოტინისკენ მიმავალმა დედოფალმა შემთხვევით დაადგა ფეხი ამ უკანასკნელს.)

2…

“მე არ შემიძლია დაძინება”
(ჯ.მ. ბერის, “პიტერ პენის” ავტორის სიტყვები)

3…

“ეშმაკსაც წაუღია! არ გაბედოთ, ღმერთს არ სთხოვოთ რომ დამეხმაროს.”
(ჯოან კროუფორდმა მიმართა მოახლეს, როდესაც ამ უკანასკნელმა მისთვის დაიწყო ლოცვა)

4…

“მე თავგზააბნეული ვარ… განვედ სატანავ!”
(ერთ-ერთი ცნობილი ოკულისტის უკანასკნელი სიტყვები)

5…

“ახლა რატომ გავაკეთე ეს?”
(გენერალ უილიამ ერსკინეს ბოლო სიტყვები, მას შემდეგ წარმოთქვა რაც ფანჯრიდან გადახტა.)

6…

“ეი თქვენ! რას დაწერენ ამის შესახებ ხვალინდელი გამოცემები?! “შემწვარი ფრენჩი”
(გასამართლებული მკვლელის, ჯეიმს ფრენჩის ბოლო სიტყვები, რომელმაც ელექტრო სკამიდან დაუყვირა ეს ყველაფერი, მისი სიკვდილით დასჯის საყურებლად შეკრებილ ჟურნალისტებს)

7…

“შეწყდა”
(ჯოზეფ ჰენრი გრინმა წარმოთქვა ეს სიტყვები, მას შემდეგ რაც საკუთარი პულსაცია შეამოწმა)

8…

“ვგრძნობ, ავად ვარ. დაურეკეთ ექიმებს”
(მაო ძედუნის ბოლო ფრაზა)

9…

“ხვალ მე აქ აღარ ვიქნები”
(ნოსტრადამუსი)

10…

“ჩქარა, შე ნაბიჭვარო. მე ათი კაცი მოვკალი მაშინ, როცა შენ უაზროდ დაყიალობდი”
(სერიული მკვლელის, კარლ პენზმანის ბოლო სიტყვები. ჩამოხრჩობამდე ცოტა ხნით ადრე წარმოთქვა.)

11…

“გთხოვთ, არ ჩამაგდოთ დაბლა”
(მერი სურეტის ბოლო სიტყვები. წარმოთქვა სანამ მას პრეზიდენტ ლინკოლნის მკვლელობაში მონაწილეობისთვის ჩამოახრჩობდნენ. ის პირველი ქალი იყო, რომელიც ამერიკის ფედერაციულმა მთავრობამ სიკვდილით დასაჯა.)

P.S.ეს სიტყვები, ამ ადანიენების უკანასკნელი ამოძახილია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close