ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

მეცნიერებმა ოჯახური ჰარმონიის დადგომის ზუსტი ვადები დაასახელეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ოჯახურ თანაცხოვრებაში სრული ჰარმონიის დადგომის ზუსტი ვადები დაადგინეს.

როგორც ირკვევა, ოჯახური ბედნიერება წყვილის თანაცხოვრების 2 წლის, 11 თვისა და 8 დღის თავზე დგება. ამ დროისთვის მეუღლეები ერთმანეთის “უარყოფით” თვისებებს, რომელთა გამო უწინ მდგომარეობიდან გამოდიოდნენ, საბოლოოდ ეგუებიან.

მეცნიერებმა ეს შედეგი დიდი ბრიტანეთის 4 ათასი ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. აღმოჩნდა, რომ თურმე მეუღლეებს თანაცხოვრების სამი წელი სჭირდებათ, რათა სამომავლო მიზნები და გეგმები საბოლოოდ ჩამოაყალიბონ.

ბრიტანელ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, 2 წლისა და 4 თვის თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეთა სექსუალური ცხოვრება ყველაზე ჰარმონიული ხდება. ამ დროისთვის პარტნიორები ერთმანეთთან სრულიად ადაპტირებულნი არიან და შესაბამისად, სიახლოვისგან მაქსიმალურ სიამოვნებას განიცდიან.

წყარო/Source: www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close