საკითხავისასარგებლოსაქართველო

ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს


ეს არის წერილი რომელიც,რომელიც ხევსურებმა მისწერეს ამერიკის პრეზიდენტს,ეს არის სულ რამოდენიმე წინადადება,რომელიც სრულად ასახავს იმ პერიოდის ხევსურების ტკივილს,წინადადების სიმცირის მიუხედავად.საგულისხმო ფაქტია ის,რომ 70 წლის წინაც ასევე და უარსად ატერორებდნენ რუსები ქართულ მოსახლეობას,თუ როგორ შეაწუხა ამან ხევსურები ამას წერილიდან შეიტყობთ.

ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა

ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ.

მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები
გიგა ლიქოკელი
ვ. გორგილაშვილი
23/VI-36 წ.

1936 წლის 23 ივნისს ამერიკის პრეზიდენტი გახლდათ: ფრანკლინ დელანო რუზველტი,რომელიც 1935 წელს გახდა ამერიკის პრეზიდენტი.საინტერესოა ეს წერილი რომ მიეღო რუზველტს მართლა დაეხმარებოდა ხევსურებს? ალბათ უფრო არა,მაგრამ ცუდი ის კი არ არის რომ რუზველტი არ დაგვეხმარებოდა,ყველაზე ცუდი ის არის რომ მისი დახმარება საერთოდ გვჭირდებოდა.

პ.ს მიუხედავად იმისა რომ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ბევრ თქვენგანს გაეცინა,გარწმუნებთ…ამაში არაფერია სასაცილო.

წყარო:archive.security.gov.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close