არქივი

საჭეს მიმსხდარი მანდილოსნები

728c3a351720
დარწმუნებული ვარ არცერთ კაცს არასოდეს არ მოწყინდება ამ თემაზე ლაპარაკი.ჩვენ ქალები კი უკვე დავიღალეთ იმის მოსმენით რომ საჭე ქალის საქმე არ არის და შესაბამისად პრობლემებს უქმნის კაცებს ქუჩაში მანქანით მოსიარულე მანდილოსანი.გადავწყვიტე ამ თემაზე დამედო პოსტი და ერთხელ და სამუდამოდ ვაცნობო კაცებს რომ თავი დაგვანებეეეეეეთ !!!!! :D

არის თუ არა ქალის საქმე მანქანა? ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ზოგი ფიქრობს, რომ თუკი სუსტი სქესი საჭეს მართავს, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით – სასიამოვნოცაა. ზოგი კი ამ საკითხისადმი ძალიან კრიტიკულია. მოკლედ, კამათი დაუსრულებლად გრძელდება.
მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და უნდა მოგახსენოთ,მანქანის ტარების ქალური სტილი განსხვავდება მამაკაცურისაგან:თუკი ეს უკანასკნელი ავტოსაგზაო შემთხვევებში ძირითადად,გაუფრთხილებლობის,საკუთარ უნარ-შესაძლებლობათა გადამეტებით შეფასებისა თუ საგზაო ნიშნების უგულებელყოფის გამოისობით ხვდებიან,ქალების მთავარი მტერი გამოუცდელობა ან სწორედ რომ გადამეტებული სიფრთხილეა…
კაცებს რომ ჰკითხო,”ქალებმა ტარება საერთოდ არ იციან…”-ესაა მათი სტერეოტიპული პასუხი!სინამდვილეში კი,მანქანის მართვისას უნარი ერთნაირი აქვთ,ოღონდ ჩვევისა კი-რა მოგახსენოთ.უბრალოდ,ქალებს საჭესთან დავდაჯერება აკლიათ ხოლმე და ეს ხშირად სწორედაც რომ ამგვარი სტერეოტიფებითაა ნასაზრდოები.
საქმე ისაა,რომ ქალები-ისევ შექსპირს რომ დავესესხოთ-წრეგადასული გულმოდინებით უდგებიან მანქანის მართვის შესწავლის საკითხს და ინქბე ამიტომაც,მართვის უფლებას კი იღებენ,ოღონდ მერე ცხოვრებაში ვეღარ იყენებენ-გვერდით მომჯდარი ინსტრუქტორის გარეშე,ბევრი მათგანი პირველსავე ნერვიულობასა თუ წინააღმდეგობაძე ხელებს ჩამოყრის ხოლმე.
სხვათა შორის,მანქანის “ქალურად” ტარებას გარკვეული იპირატესობანიც ახასიათებს-ასე ვთქვათ “მამაკაცურთან” შედარებით:ქალები უფრო მისდევენ წესებს,ფრთხილობენ და არც სიჩქარეს ამეტებენ ხოლმე.

P.S ნათქვამია რაც უფრო ფრთხილობ მით უფრო ბევრ შეცდომას უშვებო ;) ქალებს კაცების დასაწუნი არაფერი გვჭირს :) კაცებს ამ პოსტის შემდეგ შეიძლება გეგონოთ რომ ქალებს გვწყინს როდესაც ამ თემაზე ლაპრაკობთ.არა!არ გვწყინს უბრალოდ მოსაბეზრებელია როდესაც ერთი და იგივე თემას მთელი ცხოვრება ატრიალებთ და ქალებს გამუდმებით გვაკრიტიკებთ იმ ნაკლის გამო რომ მანქანას ნორმარულად ვერ ვატარებთ.ნაკლი ყველას აქვს!!! :)

Back to top button