საინტერესო ფაქტები ამერიკის პრეზიდენტების ცხოვრებიდან
ამ პოსტში გაეცნობით მეტად :lol2: საინტერესო ფაქტებს ამერიკის პრეზიდენტების ცხოვრებიდან.გაცნობებთ რომ სურათებზე აღნიშნულია რიგით მერამდენე პრეზიდენტი იყო,მისი სრული სახელი და პრეზიდენტობის წლები. ჯორჯ ვაშინგტონს ცხენით ჯირითი უყვარდა.ამავდროულად იის დიდ ყურადღებას აქცევდა ცხოველის სისუფთავეს.ითხოვდა,რომ ცხენი იდეალურად მოწესრიგებული ყოფილიყო და პირველ რიგში,ცხოველის კბილების სისუფთავეს ამოწმებდა.
თომას ჯეფერსონმა საკუთარი საფლავის ქვის დიზაინი თავად შექმნა.თავადვე დაწერა წარწერა,რომელშიც არ მიუთითა,რომ ის ამერიკის პრეზიდენტი იყო.
ჯონ კვინსი ადამსს მდინარე პოტომაკში დედიშობილა ბანაობა უყვარდა.პრეზიდენტი ჩაცმის მოტრფიალე არ გახლდათ და ერთ კოსტიუმს ათ წელზე მეტხანს ატარებდა,სანამ ტანზე არ შემოაცვდებოდა.
ენდრიუ ჯეკსონი დუელის მოყვარული იყო.ერთ-ერთ შებრძოლების დროს ის მკერდში დაიჭრა.ქირურგებმა ტყვიის ამოღება ვერ შეძლეს და პრეზიდენტი მთელი ცხოვრება მკერდში ტყვიას ატარებდა.
მარტინ ვან ბიურენმა თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ძალიან საინტერესო მემუარი დაწერა,რომელშიც ერთი სიტყვაც არ იყო მის ცოლზე.
უილიამ ჰარისონის ინაუგურაცია (1841 წელს) ძალიან ცივ,ყინვიან ამინდში ჩატარდა.ის გაცივდა და პნევმონია დაემართა.სამწუხაროდ,ექიმებმა ვერაფერი უშველეს და პრეზიდენტი ერთ თვეში გარდაიცვალა.უილიამ ჰარისონის პრეზიდენტობა ყველაზე ხანმოკლეა ამერიკის ისტორიაში.
ჯონ ტაილერი ყველაზე მრავალშვილიანი პრეზიდენტი იყო.მას პირველი ქორწინებიდან რვა შვილი ყავდა,მეორედან შვიდი.ნაბოლარა 70 წელს გადაცილებულს შეეძინა.
როცა ამერიკის მეთერთმეტე პრეზიდენტი,ჯეიმს პოლკი 17 წლის იყო,ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს.ანესთეზიისათვის ექიმებმა მას უზარმაზარი რაოდენობის კონიაკი დაალევინეს.
ზაქარი ტეილორი მუდმივად თამბაქოს ღეჭავდა.ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი,მას ხელში პატარა კოლოფი ეჭირა,რომელიც თამბაქოთი იყო სავსე.
მილარდ ფილმორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის მანტიაზე უარი თქვა,რადგან მიაჩნდა,მეცნიერებისთვის არაფერი გამიკეთებიაო.
ჯეიმს ბიუკენანი ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია,რომელიც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.
აბრაამ ლინკოლნს თავზე მუდმივად მაღალი,შავი ცილინდრი ეხურა.მასში ის წერილებს,საფინანსო ქაღალდებსა და კანონპროექტებს ინახავდა.
ენდრიუ ჯონსონს არასოდეს უსწავლია სკოლაში.მას 17 წლის ასაკში კითხვა მომავალმა მეუღლემ,ელიზა მაკარდელიმ ასწავლა.პრეზიდენტი ჯონსონი მხოლოდ საკუთარი ხელით შეკერილ სამოსს ატარებდა.
ულის გრანტი მთელი ცხოვრების განმავლობაში დღეში 20 სიგარას ეწეოდა.ის ყელის კიბოთი გარდაიცვალა.
ამერიკის პრეზიდენტ ჯეიმზ გარფილდს თავისუფლად შეეძლო ორივე ხელით ერთდროულად წერა,თან პოლიგლოტიც იტო – 8 ენა იცოდა.მას შეეძლო მარჯვენა ხელით ძველბერძნულად ეწერა და იმავდროულად მარცხენათი – ლათინურად.
გროვერ კლივლენდს პრეზიდენტობის დროს საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა,რომელსაც კარგახნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ.მას ყბის ნაწილი მოაჭრეს,რომელზეც სიმსივნე ქონდა.
გროვერ კლივლენდი იყო ერთადერთი პრეზიდენტი რომელიც თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ისევ დაბრუნდა.ის ამერიკის 24-ე პრეზიდენტიც იყო 1893-1987 წლებში.
ბენჯამინ ჰარისონი ელექტრონათურის შუქს ვერ იტანდა.მისი პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლში ნათურებს აქრობდნენ და სანთლებს ანთებდნენ.
ნადირობის დროს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა უარი განაცხადა დედდა დათვისა და პატარა ბელის მოკვლაზე.ამის შემდეგ ამერიკის მაღაზიებში გამოჩნდა სათმაშო პლუშიც ბელიმსახელად თედი,რაც თეოდორის მოფერებითი ფორმაა.
უორენ ჰარდინგი პოკერის მოყვარული იყო.კვირაში მინიმუმ სამჯერ თანაშემწეებთან ერთად პოკერს თამაშობდა.ერთხელ კინაღამ თეთრი სახლის კუთვნილი ჩIნური ფაიფურის სერვიზიც კი წააგო.ბანქოს ასეთი სიყვარულის გამო მის კაბინეტს “პოკერის კაბინეტი”-ც კი უწოდეს.
ჰერბერტ გუვერმა 16 წიგნზე მეტი დაწერა.ერთ-ერთის სახელწოდება იყო “თევზაობა გასართობად და სულის განსაწმენდად”
ფრანკლინ რუზველტს თეთრ სახლში თავის თერთმეტ წინამორბედთან ნათესაური კავშირი ქონდა.
ჰარი ტრუმენს მოშინაურებული თხა ყავდა,რომელიც თეთრი სახლის მდელოზე ძოვდა ბალახს.
მხედართმთავარი და პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი გაწაფული კულინარი იყო.მან ბოსტნეულის სუპის რეცეპტიც კი გამოიგონა,რომელშიც ნასტურციის ყლორტები შედიოდა.
ლინდონ ჯონსონს ძალიან უყვარდა თანამშრომლებისა და ახლობლებისათვის საჩუქრების გაკეთება.საყვარელი საჩუქარი კი კბილის ელექტროჯაგრისი იყო.ჯონსონის ბიოგრაფმა ათი წლის განმავლობაში პრეზიდენტისგან 12 ასეთი ჯაგრისი მიიღო საჩუქრად.
რიჩარდ ნიქსონი კაბინეტს ყოველთვის ბუხრით ათბობდა.მას ორთქლის გამათბობლები არ უყვარდა.
ჯერალდ ფორდს 12 წლის ასაკში მშობლები გამოუტყდნენ რომ ის ნაშვილები იყო.
ჯიმი კარტერი პორველი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში,რომელმაც ისტორიული რომანი “კრაზანების ბუდე” დაწერა,რომელიც პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგ გამოაქვეყნა.
რონალდ რეიგანმა თეთრი სახლის ოცწლიანი წყევლა დაძლია,რომლის თანახმადაც,პრეზიდენტი,რომელსაც იმ წელს ირჩევდნენ,რომელიც ნულზე თავდებოდა,პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კვდებოდა ან კლავდნენ.
ჯორჯ ბუში უმცროსი და მისი მეუღლე ლორა ბუში გაცნობიდან სამი თვის შემდეგ დაქორწინდნენ.
P.S ზოგიერთ პრეზიდენტზე არ მიწერია