გასართობისაკითხავისასარგებლო

ჯოან როულინგის შეცდომები პოტერიადაში

81b388703a1a

ამ პოსტში ნაჩვენებია ჰარი პოტერის შეცდომები პირველი 5 წიგნიდან

90bb5eddd674
1. დავიწყოთ რა თქმა უნდა პირველი ტომით – ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა.

როცა პოტერი იგებს, რომ ჯადოქარია. მეორე დილას ჰაგრიდს ის გადაყავს ნავით კუნძულიდან. ჩნდება კითხვა – როგორ დაბრუნდნენ დერსლები? ამასთანავე იმ ნავს არამგონია გაეძლო ჰაგრიდისთვის.

როდესაც ჰაგრიდმა მიიყვანა ჰარი პირველად მრუდე ქუჩაზე, ვიღაც ქალი ამბობს, დრაკონის ნაწილი 17 სიკლად. მოგეხსენებათ 17 სიკლი 1 გალეონია, ეს იგივეა ლარიანი რომ გაქვს და იტყვი, 100 თეთრი მაქვსო.

ჰარის დეიდა ამბობს თავის დაზე, რომ ის ჩამოდიოდა ზაფხულობით ჰოგვორტსიდან და ჩაიდანს ვირთხად გადააქცევდა ხოლმეო. როცა ჩვენ ვიცით, რომ მოსწავლეებს ეკრძალებათ კატეგორიულად სკოლის გარეთ მაგის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოხს ჩამოართმევენ და გარიცხავენ.

ჰოგვირტსის წერილში ნათქვამია, რომ მოსწავლეს სამი ცხოველის წამოყვანა შეუძლია – ბუ, კატა, ბაყაყი, ხოლო რონს ვირთხა ჰყავდა.

46dc9c28b68a
2. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი

როცა რიდლი ჰარის აჩვენებს თავის ისტორიებს, სადაც ჰაგრიდს დააბრალეს საიდუმლო ოთახის გაღება, ის ამბობს, რომ დირექტორი დამბლდორი ყველგან დამყვებოდა, რაღაცას ეჭვობდაო, მაგრამ ის ამ დროს მასწავლებელი იყო.

ბასილისკო ვერ მოკლავს ვინმეს, თუ იმ ვინმემ რაიმე საგნიდან შეხედა მაგ. ჰერმიონი და კოლინ ქვრივი გადარჩნენ, იმიტომ რომ ერთმა აპარატიდან შეხედა, მეორემ კი სარკიდან. ამ ლოგიკით უნდა გადარჩენილიყო მტირალა მირტლიც, იმიტომ რომ ის სათვალეებს ხმარობდა.

c0d72576b1a7
3. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე (ჩემი საყვარელი ტომი)

მარკუს ფლინთი მესამე ნაწილში არის სლიზერინის ქვიდიჩის კაპიტანი და არის მეექვსე კურსზე. 2 წლის შემდეგ ის მაინც არის კაპიტანი, როცა მას უკვე დამთავრებული უნდა ჰქონდეს სკოლა

როგორც ვიცით, ჰარი ოთახში ინახავდა ჯოხს და მაშინაც ოთახში ჰქონდა, როცა შემთხვევით მამიდა მარჯი გაბერა და გააფრინა..:P შემდეგ კი ჯადოსნური შელოცვით გააღო კარი, სადაც მისი წიგნები და ნივთები იყო ჩაკეტილი. იბადება კითხვა როგორ გააღო შელოცვით თუ ჯოხი თან არ ქონდა?

835ddfa3eac7
4. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

როცა ჰერმიონამ მიატოვა მაგლთმცოდნეობა, მან თქვა რომ ახლა მას ზუსტად იმდენი საგანი აქვს, რამდენიც ბიჭებს. მაგრამ ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ იგი კიდევ შეისწავლიდა ნუმეროლოგიას და ძველ რუნულს.

წიგნის დაწყებისას ნათქვამია, რომ ჰარიმ იცის დობის შესახებ, რომ იგი ჰოგვორტში მოეწყო სამუშაოდ. მაგრამ როდესაც ბიჭი მას ნახავს, ძალიან გაუკვირდება

წიგნში არის ერთი მომენტი, როდესაც მადამ პომფრი უვლის კოგტევანელ ფოსეტს, შემდეგ კი სევერუს სნეიპი შხამ–წამლების გაკვეთილზე ამ მოსწავლეს 10 ქულას უმატებს, რომელიც წესით სავადმყოფო ფლიგელშია

როდესაც გაიგებენ, რომ ტყუპები ოინებს იგონებდნენ ჯნი ამბობს მათი ოთახიდან სულ აფეთქებების ხმა იყო და დენთიო, ესეიგი ისინი ხმარობდნენ ჯადოქრობას როდესაც აკრძალული ჰქონდათ.

1089ea57187e
5. ჰარი პოტერ და ფენიქსის ორდენი

როდესაც შეკრება აქვთ ჰოგსმიდში და აწყობენ გეგმებს ამბრიჯის წინააღმდეგ, ნათქვამია, რომ შეკრებაზე იყვნენ ძმები ქვრივები კოლინი და დენისი. დენისი ამ დროს მეორე კურსზეა და არ შეუძლია ჰოგსმიდში წასვლა

ერთ ადგილას ჩო ამბობს, რომ ჰარი გაუმკლავდა დრაკონს, შემდეგ ტბიდან დაიხსნა ორი მოსწავლე. ასევე ობობას, მაგრამ ობობა ხომ ლაბირინთში იყო და მას არავისთვს მოუყოლია რა მოხდა იქ რონის და ჰერმიონას გარდა.

მსგავსი ამბები

Back to top button