საკითხავისასარგებლოსურათები

არც ისე სუსტი

b3095c895b07

ქალი – “სუსტი სქესი?”

ცნება სექსიზმი იუნესკოს მიერ იქნა შემოღებული 1981 წელს. ის სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს. იუნესკოს მიერვე ახსნილია მისი რეაქციული არსი, რაც ზღუდავს ქალის პიროვნებას, აკნინებს მის როლს საზოგადოებაში და ქმნის ქალის ნეგატიურ სახეს.

სექსისტური მოდელი ქალს, მამაკაცთან შედარებით, ისეთი უარყოფითი მახასიათებლებით ახასიათებს, რომლებიც კაცს თითქოს არ გააჩნია. არ ხდება ქალის შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინება და მისი შეფასება მხოლოდ ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით ხდება.

ბიოლოგიური და რაციონალური განსხვავების გარდა, სექსიზმი სქესს კულტურულ დონეზეც განიხილავს, რომლის თანახმადაც, მამაკაცური საწყისი ღვთაებრივი, სულიერი და რაციონალურია, ხოლო ქალი გრძნობაზეა აგებული და შესაბამისად, მიწიერი და ხორციელია (საინტერესოა, რომ რელიგია ღმერთში მამაკაცურ საწყისს მოიაზრებდა და დღემდე მოიზრებს. რეალურად კი სწორედ რელიგიურ მასალებზე დაყრდნობით, მას სქესი არ გააჩნია). აქედან გამომდინარე, ქალებს უჩნდებათ ეჭვი საკუთარი შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა, თვალსაჩინოა, რომ სექსიზმის თეორიის საფუძველზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპული აზროვნების გამო, საზოგადოება უდიდეს რესურსს კარგავს მათი სახით.

სექსიზმის მწვავე კრიტიკით გამოდის ფემინისტური მოძრაობა და სრულიად მართებულად გამოთქვამს აზრს, რომ მასკულინური კულტურა არა მხოლოდ ქალების, არამედ მამაკაცების აზროვნების დეგრადაციას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ქალის მნიშვნელობას ხელოვნებაში, ერთი შეხედვით, ვაწყდებით გარკვეულ ,,გამონათებებს”, თუნდაც, რენესანსული ხელოვნების სახით, თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, რადგან ამ შემთხვევაში, ქალი აღიქმება, როგორც ესთეტიური ტკბობისთვის შექმნილი არსება და მეტი არაფერი. ყურადღებას გავამახვილებ იმაზეც, რომ ამ ეპოქაში ქალის, როგორც ინდივიდის სახე სრულიად იკარგება. ხელოვანები მთელ თავიანთ შემოქმედებით ცხოვრებას ატარებენ ,,ჭეშმარიტად ლამაზი” ქალის ძიებაში და ,,გაცრუებული იმედების” საფუძველზე ქმნიან შტამპს, რომელშიც გაცოცხლებულია მათი ოცნება.
ეს ტენდენცია შეინიშნებოდა და დღემდე შეინიშნება ფოტოგრაფიაშიც, თუმცა, პოსტმოდერნიზმმა და ფემინისტურმა თეორიებმა უდიდესი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებაზე და თანდათან შეცვალა დაკანონებული მიმართება – მამაკაცი, როგორც სუბიექტი, მზერის ავტორი და ქალი, როგორც ტკბობის ობიექტი. აქტუალური გახდა ქალის სხეულისა და შესაძლებლობების ახალი ხედიდან წარმოჩენა.
ქალის სხეულის სრული დეეროტიზაცია და პიროვნული ღირსებების წინ წამოწევა მოახდინა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა პროექტით – ,,ქალები.”

ენი ლეიბოვიცი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფია. კარიერა მან ჟურნალ ,,Rolling Stones”-ის ფოტოგრაფობით დაიწყო. შემდეგ სამუშაოდ გადავიდა ჟურნალ ,,Vanity Fair”-ში. 90-იანი წლების დასაწყისში კი საკუთარი სტუდია გახსნა.

ალბომი, სახელად ,,ქალები”, რომელზეც ენი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა თავის მეგობარ – ფილოსოფოს, მწერალ, ესსეისტ და კულტუროლოგ – სუზან ზონტაგთან ერთად, პირველად 1999 წელს გამოიცა და დღემდე ბესტსელერად ითვლება. ალბომში 170 პორტრეტია წარმოდგენილი. ფოტოებს თან ერთვის პერსონაჟთა მცირე ბიოგრაფიები. მასში შესულია როგორც გამოჩენილი, ასევე ვიწრო წრისათვის ცნობილი ქალების ფოტოები. საყოველთაოდ აღიარებული ადამიანები ალბომში უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანნი ხდებიან, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში, თუმცა, ეს ბუნებრივია, რადგან ლეიბოვიცს ამ ფოტოებით საზოგადოებისთვის სხვადასხვა ადამიანის ჩვენება და რაც მთავარია, მათი შესაძლებლობებისა და ღირსებების თანაბრად წარმოჩენა სურდა.

,,ქალების” იდეა ზონტაგს ეკუთვნოდა. მას მოდელების თავისი სია ჰქონდა, ენს კი – თავისი. მუშაობის პროცესში ლეიბოვიცი მიხვდა, რომ სხვადასხვა სპეციალობის ქალები სჭირდებოდა. მართლაც, ალბომში შევხვდებით მოქანდაკესა და ჟურნალისტს, ჩოგბურთელსა და მოსამართლეს, პოეტსა და ჯარისკაცს და ა.შ. აღვნიშნავ, რომ ფოტოგრაფმა წარმოაჩინა უამრავი ისეთი ქალი, რომელიც ერთი შეხედვით, მხოლოდ მამაკაცისთვის შექმნილ პროფესიას ემსახურება, ამით კი დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ქალი ,,სუსტი სქესია” და შესაბამისად, დააფიქსირა თავისი მყარი პოზიცია სექსიზმის წინააღმდეგ.

ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ფოტო ამ ალბომიდან. ვფიქრობ, საინტერესოა ქალი არატრადიციულ ამპლუაში.

წყარო: სადიპლომო ნაშრომი “სხეულის რეპრეზენტაციის რამდენიმე შტრიხი ვიზუალურ ხელოვნებაში”.

bb98cc62314b

41d36faca7d4

a7fcf6b57301

14e9d8c0d91a

402f91f2f47f

321cd248f77e

dd80904ce019

474995a3abcb

a41322ec0e50

65944586ea81

68ffd9a5541b

89b9d2945848

7fdb6ce3fe7c

6d7adb4641b3

bdb2110a18d2

e1514351091c

104e41aa1f4b

fb13b3267580

d670e7887f64

036a454606eb

მსგავსი ამბები

Back to top button