არქივი

პერსევსი და ანდრომედე

1f7b54010125

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანი ინტერესით აკვირდებოდა ღამეულ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავთა ცალკეულ ჯგუფებსა და მათს განლაგებაში, ფანტაზიის კარნახით, ხშირად ზღაპრული გმირებისა თუ ცხოველების გამოსახულებებს ხედავდა. ამიტომ არის, რომ თითქმის ყოველ თანავარსკვლავედთან რაიმე უძველესი ლეგენდა ან მითია დაკავშირებული.

გავიხსენოთ თუნდაც ძველ ბერძნებში გავრცელებული ერთი მითი: ყოვლისშემძლე ღმერთმა ზევსმა გადაწყვიტა, ცოლად შეერთო ულამაზესი ფერია კალისტო – ქალღმერთი აფროდიტეს ერთ-ერთი მოახლე. ქალღმერთი უარზე იყო. აფროდიტეს დევნისაგან რომ ეხსნა, ზევსმა კალისტო ძუ დათვად აქცია და ცაში აიყვანა. ოატარა დათვის თანავარსკვლავედის შესახებ ძველი ბერძნები მოგვითხრობენ, რომ ის კალისტოს საყვარელი ძაღლია, თავის პატრონთან ერთად ძუ დათვად ქცეული. მოგვიანებით, ამ ლეგენდისგან დამოუკიდებლად, ასტრონომებმა პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს კალისტოს სახელი უწოდეს.

244cf7ae741b
იუპიტერის თანამგზავრი კალისტო

ცნობილია მითი კარსიოპეას, კეფევსის, ანდრომედეს, პეგასისა და პერსევსოს თანავარსკვლავედების შესახებ. მითი გვიამბობს, რომ ოდესღაც, უხსოვარ დროში, ეთიოპიის მითურ მეფეს კეფევსს ცოლად ჰყავდა მზეთუნახავი კასიოპეა. ერთხელ ნერეიდების – ზღვის მშვენიერი ნიმფების თანდასწრებით კასიოპეამ გაფურთხილებლობა გამოიჩინა და დაიტრაბახა, მე ყველაზე მშვენიერი ვარო. შურიან ნერეიდებს ეს ეწყინათ და ზღვის ღმერთს პოსეიდონს შესჩივლეს. პოსეიდონმა ეთიოპიას ზღვის საშინელი ურჩხული მოუვლინა. ურჩული ადამიანებს ნთქავდა და ყველაფერს ანადგურებდა. სასოწარკვეთილებით შეპყრობილმა მეფე კეფევსმა რჩევისათვის სამისნოს მიმართა. მისანმა მას უთხრა, საშინელი გველეშაპი მხოლოდ მაშინ ჩამოეხსნება ქვეყანას, თუ შესაჭმელად შენს ერთადერთ ასულს, ანდრომედეს მისცემო. კეფევსი და კასიოპეა იძულებული გახდნენ თავიანთი საყვარელი ასული გაეწირათ, მათ ანდრომედე ზღვისპირა კლდეს მიაჯაჭვეს, რათა ურჩხულს შეეჭამა. ქალწული ყოველ წუთს მოელოდა აღსასრულს.

ამ დროს ძველი საბერძნეთის მითიური გმირი პერსევსი ქვეყნის დასალიერს, განცალკევებულ კუნძულზე იყო, სადაც სამი საშინელი ქალი – გორგონი – ცხოვრობდა. გორგონებს თავზე თმის ნაცვლად გველები ჰყავდათ შემოხვეული. მათი მზერა ყველა სულიერს ქვად აქცევდა. პერსევსმა ისარგებლა იმით, რომ გოგრონებს ეძინათ და ერთ-ერთ მათგანს, სახელად მედუზას, თავი მოსჭრა. ქალის დაჩეხილი სხეულიდან ფრთიანი რაში – პეგასი გადმოხტა. დანარჩენ ორ გორგონს გამოეღვიძა. მათ დააპირეს თავს დასხმოდნენ პერსევსს, მაგრამ იგი პეფასს მოახტა, ხელში ძვირფასი ნადავლი – მედიზას თავი დაიჭირა და შინისკენ გაფრინდა.

ეთიოპიაზე გადაფრენისას პერსევსმა კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედე შენიშნა, რომელსაც ზღვის ტალღებიდან გამოსული ურჩხული უახლოვდებოდა. პერსევსი ურჩხულს შეება და მხოლოდ მაშინ შეძლო მისი დამარცხება, როცა მას მედუზას მოჭრილი თავი დაანახვა. მკვდარი მედუზას გამყინავმა მზერამ ურჩხული გააქვავა და პატარა კუნძულად აქცია. პერსევსმა გაათავისუფლა ანდრომედე და კეფევსის თანხმობით ცოლად შეირთო. ამ მითის მთავარი გმირები ძველი ბერძნების ფანტაზიამ ფაზე აიყვანა. ასე გაჩნდა თანავარსკვლავედთა დღემდე შემონახული სახელწოდებები: კეფევსი, კასიოპეა, ანდრომედე, პეგასი და პერსევსი.

წყარო: საყმაწვილო ენციკლოპედია (გამომცემლობა “დილა”)

ავტორის მინამატი: პერსევსის და ანდრომედეს მითის მიხედვით გადაღებულია ფილმი 2010 წელს “Clash of the Titans” (თუ მოთხოვნა იქნება ლინკსაც დაგიდებთ)

მსგავსი ამბები

Back to top button