გასართობისაკითხავისასარგებლო

უაზრო ჰოლივუდი #3 (ძარცვა, მოტაცება, მძევლები)

ამ პოსტში შემოგთავაზებთ კლიშეებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ფილმებში, სადაც არის ძარცვა, მოტაცება ან მძევლების აყვანა.

მძარცველებს გარეთ ყოველთვის ელოდებათ დაქნეული მძღოლი, რომელიც თავისუფლად დაუძვრება ხელიდან მთელი ქალაქის პოლიციას.

როდესაც მძარცველები ბანკში შევარდებიან, ისინი აუცილებლად ისეთ მოლარესთან მივლენ რომლისთვისაც ეს დღე პირველი სამუშაო დღეა.

მოლარე, დებილივით მალ–მალე განგაშის ღილაკისკენ გახედვით ახვედრებს მძარცველს რასაც აპირებს და აიძულებს მძარცველს თმებით გამოათრიოს მოლარის კაბინიდან და სხვა მძევლებთან დასვას, რომლებიც იატაკზე წვანან და ხელები თავზე უწყვიათ.

ეს მოლარე ქერაა.

მძარცველები მიდიან ბანკის პრეზიდენტთან და ემუქრებიან რომ თუ სეიფს არ გააღებს მოკლავენ, უმრავლესობა შემთხვევაში ის აღებს კარებს, მაგრამ თუ არ გააღებს მას კლავენ, გასაღები კი კისერზე ჰკიდია რომელსაც მძარცველები ადვილად პოულობენ.

მძევლებს შორის ერთერთს მძარცველები აუცილებლად უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ანუ სულ თან დაათრევენ თმებით და იარაღი აქვთ მიდებული მის თავზე, ბოლოში კი ირკვევა რომ ეს მძევალი სინამდვილეში მძარცველია.

მძევლებს შორის აუცილებლად ერთი შეიარაღებულია(მძევლებიდან პირველი ეს იდიოტი კვდება)

ერთერთი მძევალი აუცლებლად არის ფეხმძიმე და მშობიარობა ძარცვის დროს ეწყება.

ერთ საათში მოვა პოლიცია და ბანკს ქუჩის მხრიდან ალყას შემოარტყავს (ეს ალყა წარმოადგენს ნახევარწრეზე დაყენებულ მანქანებს)

ბანკის გარშემო აუცილებლად იკრიბება ხალხი, იმის მიუხედავად რომ შეიძლება სროლა ატყდეს და რომელიმე მათგანი შემთხვევით მოკვდეს.

პრესაც აუცილებლად იქნება (თანაც მათ შორის ერთი იქნება ესპანურენოვანი). პრესა აუცილებლად გააფუჭებს რამეს, ის წინასწარ გაავრცელებს ინფომაციას რომ შტურმი იწყება.

შტურმის შემდეგ ამ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვინმე სახეში გაარტყავს.

ბანკის მოპირდაპირე შენობაზე განთავსდება ორი სნაიპერი, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში მარტო იმას იძახიან, რომ ვერ ისვრიან, რადგან შეიძლება მძევალს მოარტყან.

შემდეგ მოდის შუამავალი (რომელსაც მძიმე ღამე ჰქონდა და თავი სტკივა), რომელიც პირველ რიგში ხელებაწეული მიდის ბანკის კარებთან და ფრთხილად აგდებს შიგნით ტელეფონს რომლის მეშვეობითაც ის მძარცველებს დაუკავშირდება..

მძარცველები პირველ რიგში ვერტმფრენს ითხოვენ.

პოლიცია ატყუებს რომ ვერტმფრენი ნახევარ საათში იქნება (დრო გაჰყავთ), მარტო მაშინ ხვდებიან რომ ვერტმფრენი უნდა მისცენ, როცა მძარცველები ნახევარ მძევლებს გაჟლეტენ.

რასაც არ უნდა ელაპარაკოს შუამავალი მძარცველებს, ფილმი მაინც სპეცრაზმის შტურმით მთავრდება.

ბანკის მძარცველების სტანდარტული ფრაზა: “არ გაინძრეთ და არავინ დაშავდება.”

როდესაც ამერიკის მიყრუებულ ავტოსტრადაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურის გაძარცვას 19 წლის ნარკომანი გადაწყვეტს (რომელსაც სახეზე ნიღბის მაგივრად კოლგოტი აქვს ჩამოცმული), გამყიდველს დახლის უკან აუცილებლად აღმოაჩნდება იარაღი.

ამერიკული მაღაზიების აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნის კორეელებს, რომლებიც ინგლისურად გამართულად ვერ ლაპარაკობენ.

როდესაც მძარცველებს უნდათ ვინმეს შეგზავნა შენობაში, რომელიც უნდა გაძარცვონ, ისინი რატომღაც პიცის დამტარებელის ფორმას იცვამენ. შეგზავნილი მცველს, რომელიც მას არ უშვებს, იმით ემუქრება, რომ მას სამსახურიდან დაითხოვენ, რადგან მის უფროსებს ცხელ პიცას ვერ მიუტანს.

“მთავარი გამტაცებელი” თავიდან ყოველთვის თავაზიანია, შემდეგ უკვე ბრაზდება. რათქმაუნდა მას წვერი აქვს.

გამტაცებლებიდან ერთერთი მაინც აღმოჩნდება ისეთი რომელიც ძალით იქნა ჩათრეული ამ საქმეში (ამ გამტაცებელს ცისფერი და “კეთილი თვალები” აქვს) და ფილმის ბოლოს მძევალს თავის დახსნაში ეხმარება, როგორც წესი ეს გამტაცებელი კვდება “მთავარი გამტაცებლის” ხელით (“მთავარი გამტაცებელი” ღალატს ვერ პატიობს).

გამტაცებლებში ერთერთი ფსიქოფატია (“ბოროტი თვალებით”), ასეთი ყველაზე მტკივნეული სიკვდილით კვდება (თვალში ჩანგალს ურჭობენ ან მსგავსი რამე)

გამტაცებლებიდან ერთ-ერთი მაინც აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც ფული თავისი ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ სჭირდება.

მძევალი თუ გოგოა, ის ჯერ არშიყით ცდილობს მძარცველის ყურადღების მოდუნებას და მერე თავში რამეს ურტყავს (ვაზას ან ტელეფონს), თუ არშიყი არ ჭრის, მაშინ ემუქრება, რომ მოვა მისი ძმა ან მამა ან კიდევ ვინმე და დედას უტირებს. (აქ მძარცველი სახეში სილას ურტყავს)

როდესაც მძევალს დაიხსნიან და შენობიდან გამიყვანენ მას რაღაც ნაცრისფერ, ხაოიან მოსასხამს ახვევენ, თითქოს სველი იყოს და სასწრაფო მანქანის უკანა კარებში სვამენ გასასინჯად.

ვეცდები რეგულარულად დავდო მსგავსი პოსტები, ოღონდ ყველა პოსტი ამერიკული ფილმების რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე იქნება. შეგიძლიათ თემა კომენტარებში დაწეროთ და ვეცდები ამ თემაზე პოსტი დავდო.

შემდეგი პოსტი სავარაუდოდ იქნება საშინელებათა ფილმებზე.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close