არქივი

რატომ ვეწევით?

75910f74483b

ეს პოსტი  ეძღვნება სიგარეტს :) იმედია  მოგეწონებათ

თამბაქო – ეს ერთ–ერთი ლეგალურად გაყიდვადი პროდუქტია, რომელიც სწორად გამოყენებისას გარანტირებულ ზიანს აყენებს მის გამომყენებელ ადამიანს. საშუალო სტატისტიკური მწეველი 13–14 წლით ნაკლებს ცხოვრობს არამწეველზე. ყოველ ადამიანზე, რომელიც მოწევის გამო გარდაიცვალა, მოდის 20 მწეველი, რომელთაც სერიოზული დაავადებები აწუხებთ. ყოველი მოწეული სიგარეტი ცხოვრების ხანგრძლივობას 5 წუთითა და 30 წამით ამცირებს.

დედამიწაზე ეწევა 1,1 მილიარდი ადამიანი, რომელბიც შეადგენენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეექვსედ ნაწილს. იმ ადამიანების ნახევარი, რომლებიც რამდენიმე წელია სიგარეტს ეწევა, კვდება იმავე მიზეზით: მსგავსი სიკვდილი დედამიწაზე ხდება ყოველ 8 წუთში(რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ეს მავნე ჩვევა კლავს დაახლ;ოებით 5 მილიონ ადამიანს). თუ მოწევის პოპულარობა იმავე ტემპით შენარჩუნდება მთელი 21 საუკუნის განმავლობაში, მაშინ ეს ჩვევა გახდება 1 მილიარდი ადამიანის სიკვდილის მიზეზი.

ყოველდღიურად მოწევას იწყებს 80–100 ათასი არასრულწლოვანი. პლანეტის მასშტაბებით ეწევა ყოველი მეხუთე მოზარდი 13–15 წლის ასაკში. 8–ს ყოველი 10 მოზარდიდან, რომელთაც მოწევის გამოცდილება აქვთ, არ შეუძლია თავის განებება ამ ჩვევისაგან. პლანეტის მასშტაბებით მოზარდები ყოველწლიურად სიგარეტზე 400 მილიონ დოლარს ხარჯავენ.

მეტ–ნაკლებად მწეველ რეგიონებს 2000 წელში წარმოადგენდნენ : ევროპა(ეწეოდა მამაკაცთა 46% და ქალთა 26%), აზიური წყნარი ოკეანის რეგიონი(შესაბამისად, 69% და 8%) სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია(44% და 4%). ყველაზე მეტ სიგარეტს ეწეოდნენ ჩინეთის, ამერიკის, იაპონიის, რუსეთის და ინდონეზიის მცხოვრებლები.

ყოველწლიურად მცირდება იმ ადამიანთა ასაკი, რომლებმაც პირველად გასინჯეს სიგარეტი. ბევრ ქვეყანაში მოზარდები 15 წლის ასაკიდან იწყებენ მოწევას. მსოფლიო მასშტაბით მოწევა უფრო გავრცელებულია ახალგაზრდებს შორის. მაგალითად, აფრიკაში მწეველთა ნახევარზე მეტი ჯერ 35 წლისაც არაა. საფრანგეთში და ესპანეთში მწეველთა 40%– ახალგაზრდები არიან – 18–24 წლის.

საშუალო სტატისტიკური მწეველი დღეში 15 ღერს ეწევა. ამასთან, ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნებისა და პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოების მცხოვრებნი ეწევიან ყველაზე მეტს – 18 ღერს დღში. განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებნი – 14 ღერს.

ტიპიური სიგარეტი შიცავს 8–9 მილიგრამ ნიკოტინს, სიგარა – 100–200 მილიგრამს. 5 ღერი სიგარეტი იმ რაოდენობით ნიკოტინს შეიცავს, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია. მაგრამ ყოველი მოწეული სიგარეტით ადამიანი რეალურად 1–2 მილიგრამს იღებს, დანარჩენი ნიკოტინი იწვის, ან ნამწვში რჩება. სიგარეტი სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებსაც შეიცავს, მაგალითად დარიშხანს, პოლონიუმს და ციანიდმჯავას. თამბაქოს კვამლი 50–ზე მეტ ქიმიურ კომპონენტს შეიცავს, რომელთა შორის 11 საშიშ კანცეროგენად ითვლება.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ამერიკული თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ყოველწლიურად რეკლამაზე 10–14 მილიარდ დოლარს ხარჯავდნენ. 2005 წელს ამან შეადგინა დაახლოებით 200 დოლარი ყოველ მწეველზე, დაახლოებით 0,4 % ყოველ გაყიდულ კოლოფზე და დაახლოებით 36 მილიონი დღეში.

2000 წელს მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა გამოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მოწევის პოპულარობაზე თამბაქოს ნაწარმზე რეკლამის ტოტალური აკრძალვა (სიტუაცია ანალიზირდებოდა მსოფლიოს 102 ქვეყანაში). მთავარი დასკვნა: რეკლამის აკრძალვა ამცირებს მწეველთა რიცხვს 8 %–ით.

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში თვლიან, რომ ამ ჩვევასთან საუკეთესო ბრძოლის მეთოდი – სიგარეტზე ფასების ზრდაა. ერთ–ერთი პორტალის მონაცემებით, თუ სიგარეტის კოლოფზე ფასი 10%–ით მოიმატებს, ზრდასრული მწეველები ეცდებიან თავი დაანებონ ამ ჩვევას და 3–10% –ით ნაკლები ადამიანი დაიწყებს მოწევას.

ლონგვუდის უნივერსიტეტის მონაცემებით, ყოველწლიურად ტრილიონობით მოწეული სიგარეტის ფილტრი იყრება, და შემთხვევათა უმრავლესობაში არ ხდება მათი უტილიზაცია. ფილტრის ბუნებრივი გზით უტილიზაციისათვის საჭიროა 1,5 – 10 წელი. კიდევ ერთი პრობლემა იმაშია, რომ ფილტრები გაჯერებულია თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური პროდუქტით.

FOREST – ერთ–ერთი დარჩენილი ორგანიზაციაა მსოფლიოში იმ მცირეთაგან, რომელიც მოწევის მომხრეებს აერთიანებს, მოწევასთან ბრძოლის გლობალურ კამპანიას შემდეგნაირად ეხმაურება: „ამ კომპანიის აბურდის თვალსაჩინო ილუსტრირებაა ფილმი ჯეიმს ბონდის შესახებ „მოკვდი, მაგრამ ჯერ არა’’. ფილში, კუბაში ყოფნისას სუპერაგენტი სიგარეტს ეწევა. ამ ეპიზოდმა ხმაურიანი პროტესტი გამოწვია მოწევის მოწინააღმდეგეთა შორის. თუმცაღა, მათ არ აღეძრათ არანაირი პრეტენზია იმაზე, რომ ბონდი ამ ფილმში სექსითაა დაკავებული – პრეზერვატივის გარეშე! არანორმალურად სწრაფად დაყავს მანქანა და თანაც უღმერთოდ არღვევს გზაზე მოძრაობის წესებს; პირველი შესაძლებლობისთანავე იყენებს სპირტიან სასმელს და დააქვს დატენილი იარაღი, და აშკარად ემზადება მკვლელობისათვის’’.

წყარო: narkozi.com

მსგავსი ამბები

Back to top button