საკითხავისასარგებლო

ვაჟა-ფშაველას სიტყვა ილიას საფლავზე

ეს არის ვაჟა ფშაველას წარმოთქმული სიტყვა ილიას დასაფლავების დროს. ჩემი აზრით, ეს ყველა ქართველმა თუ არაქართველმა უნდა იცოდეს. ქართველმა იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი ჩვენი პატარა საქართველოს დიადი შვილები იყვნენ, არაქართველმა კი იმიტომ,რომ გაიგოს ორი უდიდესი მოაზროვნის ნაფიქრი და ნააზრევი.

განსვენებულს დიდი იმედი ჰქონდა ახალგაზრდობის და ამიტომ ნანასავით უმღეროდა მის მიერ აღზრდილ საქართველოს, წყლულ გულს ანუგეშებდა: “შვილები წამოგვესწრნენ, ვაჟკაცნი, გულმტკიცენი, მათი საგონებელი შენ ხარ და შენ იქნებიო”, მაგრამ ეს სიტყვები სრულად არ გამართლდა, მათ შორის მახინჯებიც გამოერივნენ, ისეთნი, რომელნიც თვით საქართველოს ჰკლავენ, უარყოფენ ეროვნებასა და თვით ტერიტორიებსაც კი, რა არის ეს მაშ, თუ არა კვლა საქართველოსი?

ვიმედოვნებთ მხოლოდ იმითი, რომ გვრჩებიან სხვა ახალგაზრდებიც, რომელთაც არ უღალატეს ილიას ანდერძს, საქართველოს ბედ-იღბალს თავს ევლებიან და საგონებლად გახდომიათ თავიანთი დაჩაგრული, დაბეჩავებული და შეურაცხყოფილი ეროვნება. დიადო მგოსანო, ყველანი ერთად ვდებთ ფიცს შენს წინაშე, რომ შენს მიერ აფრიალებული დროშა არ დავწიოთ დაბლა, არამედ გვეჭიროს იგი მაღლა, თვალსაჩინოდ და ვემსახუროთ შენს მიერ ნაანდერძევ იდეალებს.

ეს არის ვაჟას წარმოთქმული სიტყვა ილიას საფლავზე. დაუკვირდებით ალბათ, რომ სულ რამოდენიმე წინადადებაში ჩადებულია არა მხოლოდ წუხილი, არამედ დიდი ხნის ნაფიქრი, ნააზრევი, გულისტკივილი, პატრიოტიზმი და უბრალოდ მეგობრისა და თანამოაზრის მიმართ განცდილი მწუხარება.

წყარო: წიგნი-კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close