საკითხავისასარგებლო

ჩაი

e98c6dd3e834

ჩაის წარმოშობაზე უამრავი ლეგენდა არსებობს და ყველა ეს ლეგენდა ამტკიცებს, რომ ამ კულტურის სამშობლო ჩინეთია.

ძველ ჩინეთში ცხოვრობდა ბრძენი ბერი დარამა. იგი მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ერთხელ, მედიტაციის დროს, ბერს თვით ბუდა გამოეცხადა. ასეთი სასწაულის ხილვით გაოცებულმა დარამამ გადაწყვიტა, იმ დღიდან თვალმოუხუჭავად ელოცა. ასეც მოიქცა, მაგრამ ერთ დღეს ვეღარ გაძლო, ქუთუთოები დაუმძიმდა და ჩაეძინა. “ყველაფერში ჩემი წამწამებიდა დამნაშავე”, – თქვა ბრძენმა, ყველა წამწამი ამოიძრო და მიწაზე დაყარა. იმ ადგილას ჩაის ბუჩქი ამოიზარდა. მას შემდეგ ბუდისტ ბერებს ურჩევდნენ, მედიტაციის დროს ჩაი ესვათ, რათა არ ჩასძინებოდათ. საგულისხმოა, რომ “ჩაი” და “სიფხიზლე” ჩინურ ენაში ერთი იეროგლიფით აღინიშნება.

IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ყველაზე კარგი ჩაი ამ მცენარის ნორჩი, ქორფა ფოთლებისგან მზადდებოდა. ამიტომ ეწოდა სასმელს “ჩა“, რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე “ნორჩ ფოთოლს” ნიშნავდა. სიტყვა “ჩაი” სახმელეთო, კონტინენტური გზით გავრცელდა როგორც რუსეთში, ისე საქართველოშიც – ჩვენ ხომ ჩინეთთან უძველესი სახმელეთო-სავაჭრო “აბრეშუმის გზა” გვაკავშირებდა.

ევროპაში გავრცელებული ჩაის აღმნიშვნელი სიტყვა “თი” კი ჩინეთის სამხრეთ დიალექტზე ნიშნავდა ჩაის და რადგან ევროპელები ძირითადად ჩინეთის სამხრეთში ზღვით ხვდებოდნენ, ამიტომ ჩაის სახელი “თი”-ც სამხრეთული დიალექტიდან აიღეს.

102baa174bd7

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close