არქივი

თანამედროვე ბრაუზერების მცირე მიმოხილვა

fabd5ae85b93

ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად ‘HTTP კლიენტს’, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ‘HTML დოკუმენტების’ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ ბრაუზერი არსებობს, მათ შორის :
Internet Explorer,
Mozilla Firefox,
Opera,
Safari,
GOOGLE CHROME

და სხვა…

970a93e0e672 Internet Explorer
Internet Explorer (IE, ინტერნეტ ექსპლორერი) – მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. ინტერნეტ ექსპლორერი მომხმარებელთა რიცხვით ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ ბრაუზერია, თუმცა 2004 წელს მომხმარებელთა წილმა ოდნავ დაიკლო კონკურენტი ბრაუზერების სასარგებლოდ. 2005 წლის ოქტომბრისთვის იე-ს მომხმარებელთა წილი 86%-ს შეადგენდა.
ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ოსრ1 ვერსიის გამოსვლის შემდეგ. თუმცა იე-ს ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მოხდა ვინდოუს XP სერვის პაკ 2-თან ერთად. ინტერნეტ ექსპლორერ 7-ის ბეტა ვერსია მომხმარებლისთვის მისაწვდომია 2005 წლის 27 ივლისიდან.
ინტერნეტ ექსპლორერი ასევე არსებობს როგორც დამოუკიდებელი უფასო პროგრამა ვიდოუსის ძველი ვერსიებისა და რამდენიმე სხვა ოპერატიული სისტემისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაიკროსოფტი უშვებდა ინტერნეტ ექსპორერს მაკისთვის, სოლარისისა და უნიქსისთვის. ეს ვერსიები დამუშავებას უკვე აღარ ექვემდებარება თუმცა მაკის ვერსიის ჩამოტვირთვა ამჟამადაც შესაძლებელია.

965714e94232 Mozilla Firefox
Mozilla Firefox (მოზილა ფაირფოქსი) (ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი, გრაფიკული ინტერნეტ ბრაუზერია შემუშავებული Mozilla Foundation-ის და მრავალი მოხალისის მიერ. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ბროუზერის რეიტინგი რიგით მეორეა Internet Explorer-ის შემდეგ.

b5fc6820e779Opera
Opera (ოპერა) წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ. პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software (ოპერა სოფტვეარ), რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამოდენიმე ოპერაციულ სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს Opera-ის მინიატურული ვარიენტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.

e91101b9d58e Safari
საფარი ინტერნეტ ბრაუზერია შექმნილი და დამუშავებული ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ და მაკ ოს X-ის ოპერაციული სისტემის ნაწილია. თავდაპირველად ჩართული იყო უპირობოდ მაკ ოს X ვ.10.3 (Panther), ხოლო მაკ ოს X ვ.10.4-ში (Tiger) კი სისტემის ნაწილი გახდა.
საფარი იყენებს ეპლის გახეხილი მეტალის ინტერფეისს, აქვს ბუქმარკების სამართავი სქემა, რომელიც ისევე ფუნქციონირებს, როგორც აიტიუნს (iTunes) ჯუკბოქს პროგრამა და ინტეგრირებულია ეპლის ქუიქთაიმ მულტიმედია ტექნოლოგიასთან, ასევე აქვს მოზილას მსგავსი ტაბულირებული ბრაუზინგის ინტერფეისი. გუგლის (Google) საძებნი ველი საფარის ინტერფეისის სტანდარტული კომპონენტია, ისევე როგორც პროგრამული უზრუნველყოფა ვებ ფორმების ავტომატური შევსებისა და ვებ-გვერდების ტექსტურ ველებში მართლწერის შემოწმებისა.

0ae112158c24 გუგლი ქრომი (ინგლ. Google Chrome) არის ღია კოდის პრინციპით დაწერილი ვებ ბრაუზერი გუგლისგან. მასში შეტანილია სხვა ცნობილი ბრაუზერების ელემენტები, მათ შორის WebKit და Mozilla. პროგრამის ბეტა ვერსია ვინდოუსისთვის გამოვიდა 2008 წლის 2 სექტემბერს, 43 ენაზე. Mac OS X-ის და ლინუქსის ვერსიების ალფა ვარიანტებიი უკვე არსებობს. 2009 წლის მარტში, ქრომი გახდა პოპულარობით მეოთხე ბრაუზერი მსოფლიოში, 1,23%-ით. (მე ამას ვიყენებ და მაგარი ბრაუზერია(ძაან სწრაფი) ცოტახანიც და პირველზე ეს იქნება იმედი მაქვს)

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button