გართობაუცნაური

ამანათით გაგზავნილი პატიმარი

b841c0bd97be

გერმანიაში პოლიცია გონებამახვილ პატიმარს ეძებს,რომელმაც ციხიდან გაქცევა ორიგინალური და კურიოზული მეთოდით მოახერხა. პატიმარმა ნარკოდილერმა თავისი თავი ფოსტით გაგზავნა.

ის უზარმაზარ ყუთში დაიმალა,რომლითაც კურიერის საშუალებით ჭუჭყიანი თეთრეულის სამრეცხაოში გაგზავნა ხდებოდა.გამოძიების თანახმად,პატიმარი ჰანს ლანგი სამრეცხაოში მუშაობდა. ცვლის დასრულების შემდეგ შენობაში შეუმჩნევლად დარჩა.უზარმაზარ ყუთში ჩაძვრა და ზემოდან ჭუჭყიანი თეთრეული გადაიფარა.თეთრეულით სავსე ამანათი ფურგონში ჩატვირთეს და ციხის გარეთ არსებულ სამრეცხაოში წაიღეს. ლანგი მშვიდად დაელოდა მომენტს-როდესაც ფურგონის მძღოლი მანქანას გააჩერებდა. შემდეგ ყუთიდან გამოძვრა,ფურგონის საბარგულის საკეტი გატეხა და მანქანიდან გადმოხტა.პატიმრის გაქცევის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს,როდესაც მძღოლმა თეთრეულის ცარიელი ყუთი და გატეხილი საკეტი შენიშნა. “მომხდარი ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავს,ვიდრე ნამდვილ ამბავს”-ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიციის თანამშრომელმა. :D

P.S ამ კაცს კომენტარი მემგონი ეკუთვნის :yes: :D

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button