საკითხავისასარგებლო

ტეოტიუაკანი – ღმერთების ქალაქი

de1824d9f1d2

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ სიერა მადრეს მთათა განტოტებაზე მდებარეობს ტეოტიუაკანი – მეხიკოს ველის უძველესი ქალაქი. ვარაუდობენ, რომ ჩვ.წ-მდე III – II სს-ში განვითარების მწვერვალს მიაღწია ტეოტიუაკანის კულტურამ, რომელიც ინდიელთა ტომის სამხრეთაცტეკური ჯგუფის ხალხის – ნაჰუას წინაპრებს უნდა შეექმნათ. ტეოტიუაკანი ნაჰუას ენაზე „ღმერთთა გარდასახვის ადგილს“ ნიშნავს.

b4cc2cc8cbd8

აცტეკებს ადგილობრივთაგან, დაქსაქსული და დაცალკევებული ნაჰუას ტომის ხალხისგან შეუტყვიათ, რომ სწორედ ტეოტიუაკანი იყო ის ადგილი, სადაც ღმერთები მზედ და მთვარედ გარდაისახნენ.

აი რას გვიამბობს ლეგენდა:
…ჯერ კიდევ ადრე, უხსოვარ დროს, როცა ქვეყნიერებაზე დღე არ არსებობდა, აქ, ტეოტიუაკანის ადგილას, ღმერთების კრება გამართულა. ღმერთები იმაზე ბჭობდნენ თუ ვის უნდა გაენათებინა ქვეყნიერება. და თქვა ღმერთმა ტეკუსიცტეკატლმა ( :armjera: ) : „მე გავანათებ“. „კიდევ ვინ?“ ღმერთებმა დაიწყეს ფიქრი, ვინ იქნებოდა მეორე, მაგრამ მსურველი არ ჩანდა, მხოლოდ ერთი ღმერთი იჯდა და სხვათა ბჭობას მდუმარედ უსმენდა, მაშინ ღმერთები მას მიუბრუნდნენ და უთხრეს: „ტეკუსიცტეკატლთან ერთად შენ იქნები ის, ვინც გაანათებს მიწას!“ „ აღსრულდეს ნება თქვენი“, – დაეთანხმა მდუმარე ღმერთი, ნანაჰუატცინი. ამის შემდეგ ღმერთებმა უზარმაზარი კოცონი გააჩაღეს, „მაშ, შეუერთდით ცეცხლს!“ – უთხრეს მათ ტეკუსიცტეკატლს. მას შეეშინდა, ყოყმანობდა, თუმცა ოთხჯერ მაინც სცადა ცეცხლში შესვლა, მაშინ ღმერთებმა ნანაჰუატცინს მიმართეს. მან თვალები დახუჭა და ცეცხლში შევარდა, ამის შემხედვარე, ტეკუსიცტეკატლმა ყოყმანი დაძლია და ისიც ცეცხლს შეერთო. მაშინ ზეცას ვერცხლისფერი დაედო და ყოველივე მთრთოლვარე ნათელში გაეხვია, ნანაჰუატცინი მზედ გარდაისახა, ტეკუსიცტეკატლი – მთვარედ.. აი, ასე, ღმერთების თვითშეწირვით იშვა მზე და მთვარე.

ამ მოვლენის უკვდავსაყოფად ტეოტიუაკანში აიგო გიგანტური ხუთიარუსიანი ტაძრები (პირამიდები) – მზისა (სიმაღლით მესამე პირამიდა პლანეტაზე) და მთვარისა.

aa747ee1b186

22f17ad88925

მთვარის ტაძარ-პირამიდიდან მთელ ძველ ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 40 მეტრი სიგანისა და 2300 მეტრი სიგრძის მთავარი ქუჩა მიუყვებოდა. ამ ქუჩას მკვდართა გზას, ანუ „სამსხვერპლო გზას“ ეძახდნენ, რადგან იგი „სიკვდილის ჭისკენ“ – ცენოტისკენ მიემართებოდა.

რუხი ფერის უზარმაზარი მზის პირამიდა-ტაძარი ფორმის სრულყოფილებითა და სივრცეში განლაგების ოსტატობით მსოფლიო არქიტექტურის ეტალონადაა მიჩნეული. მკვლევართა ვარაუდით, ამ ტაძრის მშენებლობას სულ მცირე 20 წელი და 20 ათასი მუშა უნდა დასჭირვებოდა. სხვანაირად პირამიდა, რომლის მოცულობა მილიონ 300 ათასი მ3-ია ( იგი ზომებით ოდნავ ჩამორჩება ხეოფსის პირამიდას) ვერ აიგებოდა. იგი მიწით, ქვით და ე.წ ადობით- მზეზე გამომშრალი, გამოუწვავი ნედლი აგურითაა ნაგები.

1970 წლის გათხრებისას პირამიდის სიღრმეში სამარხ საკნებს მიაკვლიეს, თვით პირამიდის ქვეშ აღმოჩნდა ბუნებრივი გამოქვაბული, რომლის სათავსებად დაყოფილი ნაწილები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდებოდა, აშკარაა, ამ სათავსებში საკულტო-რიტუალური ცერემონიები იმართებოდა, ქვაბულში წყაროც ყოფილა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამან განაპირობა წყალთან და ქვაბულთან დაკავშირებული კულტების წარმოშობა. ამჟამად პირამიდის სიმაღლე 63 მეტრია, ადრე კი 75 მეტრი უნდა ყოფილიყო. ბაქანზე მთავარი ტაძარი იდგა ( დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი) ტაძარს ქვის მონოლითური ქანდაკება აგვირგვინებდა, ოქროს ფირფიტებით მოპირკეთებული მონოლითის ანარეკლი დამაბრმავებლად კაშკაშაშებდა სივრცეში.

93e1d26f8f3f

845187d6fb54

წყარო: ენციკლოპედია

მსგავსი ამბები

Back to top button