არქივი

ჰიპნოზი

238fe7c3493c
ჰიპნოზი (ბერძ. hipnos – ძილი) ეს არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს.
ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი ხილი სულაც არ არის. ჰიპნოზს, ანუ ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერის, ძველ ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ (არსებობს, გადმოცემა, რომ ინდოელ ფაკირებს შთაგონებით შეეძლოთ ახალ დათესილი მარცვალი მიწაში გაეღვივებინათ და რამოდენიმე წუთში ის მიწიდან ამოწვერილიყო).
შორეულ წარსულში ჰიპნოზს ხშირად იყენებდნენ სამხედრო საქმეშიც, მაგალითად, ძველ საბერძნეთსა და რომში მეომრები ემორჩილებოდნენ და იმყოფებოდნენ ქურუმებისა და ავგურების (წინასწარმეტყველი, რომელიც ცხოველის შიგნეულზე წინასწარმეტყველებს) შთაგონების ქვეშ, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მომავალი ბრძოლის გამარჯვებას, ამიტომ, მეომრებიც უფრო მეტი შემართებით იბრძოდნენ.
უძველეს დროში ქურუმებისთვის და ორაკულებისთვის როგორ ჰიპნოზი, ისე აუტოჰიპნოზი კარგად იყო ცნობილი, მაგალითად, დელფოს სამისნოში, ორაკულები ტრანსულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ და ამ დროს ხილვები ეწყებოდათ (ამ ტრანსს იწვევდა ვულკანური წარმოშობის ორთქლი, რომელიც ადამიანის გაბრუებას იწვევდა).
ცნობილი რომაელი პოეტი და ასტროლოგი პორფირუსი გვაწვდის ცნობას, ფილოსოფოსების პლოტინისა და ოლიმპიას შესახებ, რომლებიც ერთმანეთს ეკამათებოდნენ, თუ რომელს უფრო მეტი ცოდნა გააჩნდა. ამ კამათის დროს პლოტინმა ოლიმპიას ხმამაღლა დაუყვირა: “შენ დაიძინებ და შენი სხეული ჩაიკეცება”. ოლიმპიასმა თვალები დახუჭა და მიწაზე გაიშხლართა. გამარჯვებულად რა თქმა უნდა პლოტინი აღიარეს.
კლასიკურ მედიცინაში ჰიპნოზის პირველად გამოყენება ცნობილმა შვეიცარელმა ბუნებისმეტყველმა, ფარმაცევტმა, ფილოსოფოსმა, ასტროლოგმა და ექიმმა ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ გონგეიმმა, ანუ პარაცელსმა დაიწყო. პარაცელსს ჰიპნოზი კარინტიაში (ავსტრია) ერთ-ერთ მონასტერში შეასწავლეს. პარაცელსი წერს, რომ მონასტერში ავადმყოფებს დიდ ხანს აყურებინებდნენ ბროლის მბრწყინავ სფეროზე, რის შემდეგაც ავადმყოფები ღრმად იძინებდნენ.
1646 წელს გამოცემულ წიგნში, რომელსაც “ჯადოსნური ექსპერიმენტი” ეწოდება, ავტორი, იეზუიტების ორდენის წევრი, ათანაზიუს კირხნერი წერს, “თუ როგორ უნდა მოვაჯადოოთ მამალი”. ეს იყო პირველი სამეცნიერო ექსპრიმენტი, სადაც აღწერილი იყო ჰიპნოზის გამოყენება, თუმცა მაშინ ჰიპნოზს მაგნეტიზმი ეწოდებოდა (ტერმინი ჰიპნოზი 1843 წელს ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს ბრედმა შემოიღო).
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების “გრაფი მონტე კრისტოს” პერსონაჟი აბატი ფარია რეალურად არსებული პიროვნება იყო. წარმოშობით პორტუგალიელი აბატი XIX საუკუნის დასაწყისში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა ინდოეთში, კონკრეტულად კი გოაში, სადაც მან შეისწავლა ჰიპნოზი. საფრანგეთში დაბრუნების აბატმა ფარიამ გამოსცა წიგნი “ძილის გამოძახება და მისი გავლენა ადამიანზე”. ამ წიგნში მან აღწერა ჰიპნოზის უძველესი მეთოდი, რომელსაც ბრაჰმანები იყენებდნენ. ეს მეთოდი კი შემდგომში მდგომარეობდა, აბატი დაჟინებით უყურებდა იმ ადამიანს, ვისი დაჰიპნოზებაც უნდოდა და შემდეგ მთელი ხმით უყვიროდა “დორმეზ” (“დაიძინე”)! სხვათა შორის, ამ მეთოდს შემდგომში იყენებდა ცნობილი ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი ჟან მარტინ შარკო.
ჰიპნოზს აქტიურად არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც იყენებდნენ. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სპეცსამსახურების ხელში ჰიპნოზი საკმაოდ მძლავრი იარაღი გახდა. ხშირად სწორედ ჰიპნოზის საშუალებით ხდებოდა ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანების დათანხმება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ან ინფორმაციის მიღებაზე.
ამ ყველაფერმა მოიტანა მასიური ჰიპნოზის, ანუ ზომბირების საჭიროება. მუშაობა მასიურ ჰიპნოზზე და ადამიანთან ზომბირებაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც ძირითადად, ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში ხდებოდა მუშაობა. საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა ცნობილი ტელეპატი და ჰიპნოტიზიორი ვოლფ მესინგი. მესინგს მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირისადმი დახმარების გამო, უფლება ჰქონდა ქვეყნის სხვა და სხვა ქალაქში თავისი ექსპერიმენტები ჩაეტარებინა (სხვათა შორის მსგავსი ექსპერიმენტები მესინგმა სქართველოშიც ჩაატარა).
მასიური ჰიპნოზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზისად იქცა “ნლპ”, ანუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამა. რომელიც საშუალებას იძლეოდა ინფორმაციაში “ჩაედოთ” რაიმე კონკრეტული მოდელები და პროგრამები, ეს კი ადამიანის ქვეცნობიერ და შემდგომ უკვე ცნობიერ ქმედებებს აღძრავდა (დღესდღეობით “ნლპ” ერთ-ერთი ძირითად როლს ასრულებს მასიურ ჰიპნოზის დროს).
მასიური ჰიპნოზის უმთავრესი ინსტრუმენტი ტელევიზიაა და სწორედ ტელევიზიის საშუალებით ხდება ადამიანების ამა თუ იმ იდეის თავზე მოხვევა და ზომბირება. მასიური ჰიპნოზის საკმაოდ კარგი მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად უყურებს და უსმენს მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მის ქვეცნობიერში “ღრმად ილექება” და შემდგომში აუცილებლად “ამოტივტივდება როცა საჭირო გახდება”.
1989 წელს მასიური ჰიპნოზი ალბათ ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა – საბჭოთა კავშირში, ტელევიზიის მეშვეობით დაიწყო ხალხის მასობრივი დაჰიპნოზება და ზომბირება, სატელევიზიო სეანსებს ფსიქოთერაპევტი ანატოლი კაშპიროვსკი და ალან ჩუმაკი ატარებდნენ (კაშპიროვსკი მეტყველებით, ხოლო ჩუმაკი ხელების მოძრაობით, ანუ პასებით ცდილობდა მაყურებლების დაჰიპნოზებას). ერთ-ერთი ვერსიით ეს სატელევიზიო ჰიპნოზი მიმართული იყო საბჭოთა კავშირის სხვა და სხვა კუთხეში ეროვნული მოძრაობების დაწყებასთან, ამიტომ, მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ხალხის ზომბირებას, თუმცა ამ მასიურ ჰიპნოზს უფრო უკუშედეგი მოჰყვა, რადგან ამ სეანსებიდან რამოდენიმე ხანში საბჭოთა კავშირი დაიშალა.
სხვათა შორის, მასობრივ ჰიპნოზის უნარს არც თუ იშვიათად ფლობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ორატორული ნიჭი აქვთ. ისინი საჯარო გამოსვლების დროს შეუჩერებელი ლაპარაკით და დამაჯერებელი ტონით თავბრუს ახვევენ ფართო მასებს, რაც შემდგომში საშუალებას აძლევთ მოიპოვონ უფრო მეტი გავლენა, ეს კი თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგით სრულდება. მაგალითისთვის სრულიად საკმარისია გავიხსენოთ ადოლფ ჰიტლერი, რომლის შიზოფრენიულ იდეებს საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა, ამან კი ჰიტლერს საშუალება მისცა გერმანიის სათავეში მოსულიყო და სისხლისმღვრელი ომი გაეჩაღებინა.

წყარო: www.zodiaqo.blogspot.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button