გასართობისაკითხავისასარგებლო

უაზრო ჰოლივუდი

უაზრო ჰოლივუდური კლიშეები

ფილმში ჰაკერები არასოდეს იყენებენ მაუსს.

ფილმის პერსონაჟები არასოდეს იყენებენ “space” ღილაკს.

ფილმის პერსონაჟები არ უშვებენ შეცდომას ბეჭდვაში.

ნამდვილ ცხოვრებაში, როდესაც ჰაკერი ვირუსს ტვირთავს სხვა კომპიუტერში, მისივე ინტერესებშია, რომ ვერავინ გაიგოს ეს,რადგან თუ “მსხვერპლს” არ ეცოდინება ვირუსის შესახებ ის ვერ შეუშლის ჰაკერს ხელს, მაგრამ , როდესაც “ჰოლივუდელი” ჰაკერი ტვირთავს ვირუსს ის აუცილებლად გამოჭიმავს დიდ თავის ქალას “მსხვერპლის” ეკრანზე ან დიდი ასოებით დააწერს “fatal error”, რითაც “მსხვერპლს” საქმეს გაუადვილებს.

ზოგიერთ ფილმში ჰაკერს არ შეუძლია გატეხოს რაღაც კონკრეტული კომპიუტერი, მაგრამ როცა მას თავზე იარაღს ადებენ ან შვილის მოკვლით ემუქრებიან, ის მაშინვე რაღაც “მისტიური ძალის” დახმარებით მაინც ახერხებს ამის გაკეთებას.

ჰაკერი შეიპარა “მსხვერპლის” ოფისში რათა გატეხოს მისი კომპიუტერი, მაგრამ არ იცის მისი პაროლი, 20 წამის ფიქრის და ოფისში მიმოხედვის შემდეგ ის აუცილებლად იპოვის რამე წარწერას წიგნზე ან ვინმე ცნობილი ადამიანი პორტრეტს, რომლის სახელიც რათქმაუნდა სწორი პაროლი აღმოჩნდება.

როდესაც ჰაკერი მოინდომებს, ის სუპერკომპიუტერში ატვირთავს ვირუსს, რომელიც ააფეთქებს კომპიუტერს და მასთან ერთად მთელ შენობასაც.

ფილმებში მხოლოდ ჰაკერები და მსგავსი პერსონაჟები იყენებენ სათვალეს, სპეცაგენტს ან ომის ვეტერანს არასოდეს უკეთია სათვალე ასაკის მიუხედავად.

ჰოლივუდურ ფილმებში უცხოპლანეტელები რატომღაც ყოველთვის ამერიკაში ეშვებიან.

უცხოპლანეტელები თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურად.

ყველა უცხოპლანეტელი იდენტურია, გარეგნობა, სიმაღლე, ჩაცმულობა (თუ საერთოდ აცვიათ რამე) და ა.შ.

როდესაც “ცუდი ბიჭი” “კარგი ბიჭის” მოკვლას განიზრახავს და უკვე თავთან მიუტანს იარაღს, სწორედ მაშინ დაიწყებს ნახევასაათიან მონოლოგს რომელშიც ის საოცრად დეტალურად აღწერს თავისი გეგმის ყველა წვრილმანს.

ფილმებში როდესაც “ცუდი ბიჭი” ამონტაჟებს ბომბს, ის ყოველთვის უკეთებს ციფერბლატს რომელიც დიდი, კაშკაშა ციფრებით აუწყებს “კარგ ბიჭს” რამდენი დრო დარჩა აფეთქებამდე, რაც საქმეს აადვილებს.

“ცუდი ბიჭი” ყოველთვის სხვადასხვა ფერის სადენებს იყენებს ბომბისთვის, რაც “კარგ ბიჭს” საქმეს უადვილებს.

“ცუდი ბიჭი” ყოველთვის ვიღაცის ფანჯრის წინ ჩაიდენს მკვლელობას, როცა ის დურბინდით ჩიტებს აკვირდება.

შენობას, რომლის დანგრევასაც რეალურ ცხოვრებაში რამდენიმე, ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე დამონტაჟებული ბომბი დასჭირდებოდა., ფილმში ერთი ბომბიც ყოფნის რომელიც ავტოფარეხში დაყენებულ მანქანაშია.

როდესაც ფილმის მთავარი ფილმი სახლში ბრუნდება ის პირველ რიგში დახურავს კარებს, გასაღებს იქვე მიაგდებს, გაიხდის ქურთუკს, მივა მაცივართან და აიღებს ან ლუდს ან რძეს ან ფორთოხლის წვენს (სხვა არაფერს სვავენ), შემდეგ მივა ტელეფონთან შეტყობინებების მოსასმენად. მას ჯერ ორი შეტყობინება ექნება, პირველი კაცისგან, დაახლოებით ასეთი შინაარსის: “გამარჯობა ჯეკ, ჯიმი ვარ , ორი ბილეთი ვიშოვე შაბათის თამაშზე, გადმომირეკე.”
ერთიც ქალისგან:”ჯეკ სარა ვარ გადმორეკე”, ამის შემდეგ აუცილებლად მოდის შეტყობინება, რომელიც აუცილებლად ახდის ფარდას ფილმის მთავარ საიდუმლოს.

როდესაც ფილმის მთავარი გმირი შედის ბარში, ის ან რაიმე მძიმე სასმელს უკვეთავს, რომელსაც ისე დალევს თითქოს ლიმონათი იყოს, ან რაიმე ხილის წვენს, ეს იქ მყოფთა დაცინვას გამიწვევს, ყველაფერი კი იმით დამთავრდება, რომ მთავარი გმირი ყველას უმოწყალოდ სცემს.

როდესაც ფილმის პერსონაჟი დურბინდით იყურება, ჩვენ ორ გადაბმულ წრეს გვაჩვენებენ ერთის მაგივრად.

ქალაქის ცენტრში პოლიცია მისდევს ბოროტმოქმედს მანქანით, ამ დროს გზაზე აუცილებლად გადადის ორი მუშა, რომლებსაც გადააქვთ დიდი შუშის ნაჭერი ან რაიმე ავეჯი.

როდესაც ფილმში, მანქანით დევნის სცენაში ხედავ რაიმე ძვირადღირებულ ან კლასიკურ მანქანას, რომელიც მთავარ გმირს არ ეკუთვნის, შენ უკვე იცი, რომ ამ მანქანას ბევრი აღარ დარჩენია.

მანქანები ყველა გასროლაზე ან შეჯახებაზე ფეთქდებიან, თუ მანქანას მთავარი გმირი არ მართავს.

ფილმებში ხშირად ხდება.რომ მანქანა ზუსტად კლდის კიდესთან ჩერდება, ისე რომ ორი ბორბალი ჰაერში რჩება, “კარგი ბიჭები” რათქმაუნდა ბოლო მომენტში ასწრებენ გადმოსვლას, მაშინ როცა “ცუდი ბიჭები” მანქანასთან ერთად ვარდებიან, მას შემდეგ რაც მანქანაზე ჩიტი დაჯდება.

როდესაც წყვილს საშინელებათა ფილმებში მანიაკი მისდევთ, ქალი აუცილებლად წამოსდებს ფეხს რამეს, მამაკაცი კი შემობრუნდება და მიეხმარება.

რაც შეეხება სუპერგმირებს, როგორებიცაა: ჰალკი, ადამიანი-ობობა ან ფანტასტიკური ოთხეული, მათ ყველამ რადიაციით მიიღო სუპერძალა, თუმცა რადიაცია სინამდვილეში სრულიად განსხვავებულ შედეგს იძლევა!

ფილმებში ხშირად ვხვდებით ელიტარული მეომრებისგან შექმნილ რაზმს. აქ ძირითადად შემდები ტიპაჟები გვხვდება:
რაზმის მეთაური: საშუალო აღნაგობის, შეიარაღებულია საბრძოლო შაშხანით.
სნაიპერი-შედარებით სუსტი აღნაგობის, მაგრამ უფრო მოქნილი, შესაძლოა იყოს ქალიც.
ეგრეთწოდებული “ტანკი”, ამერიკულ ფილმებში ძირითადად არიან სამხრეთული შტატებიდან, მინიმუმ 190 სანტიმეტრი, მინიმუმ 120 კილოგრამი,თან დაათრევს “ორტონიან” ტყვიამფქვევს, შესაძლოა ეწეოდეს სიგარას.
ასევე იქნება ერთერთი წევრი, რომელიც ძირითადად იყენებს ცივ იარაღს და ფსიქიკურად გაუწონასწორებელია.

რომანტიულ კომედიებში, მთავარ ქალ გმირს ყოველთვის ჰყავს მეგობარი რომელიც ვერ იტანს მეგობრის ბოიფრენდს.

რომანტიულ კომედიებში, მთავარ მამაკაც გმირს ყოველთვის ჰყავს მეგობარი რომელიც სექსზეა ჩაციკლული.

სულ ეს არის, იმედია მოგეწონათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close