გასართობისაკითხავიუცნაური

ატლანტიდის ლეგენდა

a06e74ce64d3

დავუბრუნდეთ ძველისძველ ლეგენდებს (რატომღაც მიყვარს) ჰოდა ყოველთვის მიანტერესებდა და მაინტერესებს ეს თემა… იყო? არ იყო? ვინ იცის? მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა გრაგნილზე და მასზე აგებული ისტორია, ან იქნებ მართლაც არსებობდა ატლანტიდა. ცნობები კი ამ ქალაქზე პლატონის დიალოგებშია აღნიშნული.

ატლანტიდის არსებობასთან დაკავშირებით მეცნიერთა მოსაზრებები ორად არის გაყოფილი. ერთნი ამ მითიურ ქალაქს პლატონის მიერ სრულიად გამოგონილ თქმულებად მიიჩნევენ. მეცნიერთა მეორე ნაწილის შეხედულებით ატლანტიდა ფილოსოფიურ მითად მიიჩნევა, რომელიც გაურკვეველი, ბუნდოვანი კატასტროფის გახსენებას ემყარება დაახლ. ძვ.წ.-ის IV ათასწლეულში, როდესაც ხმელთაშუა ზღვის წყლები ეგეოსის მეშვეობით შავ ზღვას დაუკავშირდა.
მიუხედავად მეცნიერთა სკეპტიკური მიდგომისა, არასამეცნიერო წრეებში, ატლანტიდა ერთ-ერთი საყვარელი თემაა (ჩემიც :D), როგორც ყველაზე არაბუნებრივი მოვლენების აღწერა. ატლანტიდას უამრავი მხატვრული თუ სამეცნიერო ფანტასტიკური გამონაგონი უკავშირდება და ზოგან არის სიმართლის რაღაც დოზის მარცვალი ჩემის აზრით… ვინ იცის?

a160de70002e

ისტორიული მითი

ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლა ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს ბაბუამისისგან — კრიტიას – უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე და ევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.

3d5dd3cde5ce
პლატონის გამოსახულება რაფაელის ფრესკაზე

კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო… დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედი მოსახლეობის მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ საზოგადოებრივ ერთეულში. თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, პლატონის მიხედვით, ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.

3828b2c125b0
პოსეიდონი

და როგორ აღწერს პლატონი ქალაქს?

bd9be84e45f0
პლატონისეული ატლანტიდა

კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის ნაპირიდან 50 სტადიონის (8-9 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით, ბორცვს სამი წყლის არხი და ორი ნათხარი რკალი შემოავლო; ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორად კი, ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შესძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიონის ოდენა (კილომეტრზე ნაკლები) თუ იქნებოდა დიამეტრში. კუნძულს ოქრო-ვერცხლით სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლე ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა (…) ასევე მიწათხრილებსა და პლეტრის (30 მ) სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს, ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტანეს. თეთრი, შავი და წითელი ფერის ქვას ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ. თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ელფერით აკეთებდნენ, დანარჩენს მრავალფეროვანი ქვებით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. გარე მიწათხრილის კედლები ატლანტებმა სპილენძით მოაპირკეთეს, შიდა თხრილი კი კალით იყო შემოსილი, რაც შეეხება თავად აკროპოლს — ოქროცურვილი ფირფიტებით იყო დაფარული რათა ცეცხლოვანი შუქი ეფრქვიათ.

4d1d62fa0602
ატლანტიდა

მანამ, სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კეთილქმედებას აყენებდნენ პირველ რიგში; მაგრამ, როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქედმაღლდნენ. განცვიფრებულმა ზევსმა ატლანტების დაღუპვა განიზრახა და ღმერთთა სხდომა მოიწვია… სწორედ აქ წყდება, ჩვენამდე მოღწეული ტექსტის მიხედვით, ხსენებული დიალოგი.

9906de38bf46
არისტოტელეს ბიუსტი

თანამედროვე ატლანტოლოგები ატლანტიდის, ატლანტიდელების შესახებ მოთხრობებს უკავშირებენ ატლასის მთების აფრიკულ ტომებს – ბერბერებს, რომელთა შესახებაც ჰეროდოტე, დიოდორე სიცილიელი და პლინიუს უფროსი წერენ. მათი გადმოცემების თანახმად, ამ ატლანტიდელებს არ ჰქონდათ საკუთარი სახელი, არ ხედავდნენ სიზმრებს და ბოლოს და ბოლოს განადგურებულნი იყვნენ თავიანთი მეზობელი ხალხის – ტროგლოდიტების მიერ.

თავად ტერმინ ტროგლოდიტს სხვადასხვა მნიშვნელობით ხმარობენ. ძვ.ბერძნულად ეს ნიშნავს გამოქვაბულის ადამიანს, ასევე შეიძლება აღნიშნავდეს პირველყოფილს, ან თოვლის ადამიანს. გადატანითი მნიშვნელობით იხმარება, როგორც უკულტურო, პრიმიტიული ადამიანი, ერთ-ერთი განმარტებით კი იგი აღნიშნავს განდეგილს, შავ ბერებს. აშკარაა, რომ ზემოთხსენებული ტერმინი უკულტურო, პირველყოფილი ადამიანის აღმნიშვნელად გამოიყენა ავტორმა, საჩვენებლად იმისა, რომ მათმა ველურმა ძალამ დაამარცხა მაღალი კულტურის მშვიდობიანი ხალხი.

36d6ede7c973

დიოდორე სიცილელი აგრეთვე დასძენს, რომ ატლანტიდელებს ომი ჰქონდათ ამაზონელებთან (ამორძალებთან). მოკლედ თუ ვიტყვით არისტოტელეს მიწერილი ფრაზით ყოვლისშემძლემ აიძულა მას გამქრალიყო. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ პოსიდონიუსი, რომელიც დაინტერესებული იყო მიწის წყლით დაფარვის ფაქტებით, და ამის საფუძველზე მიაგნო მეტად შესაძლებელ და დამაჯერებელ მონათხრობს .

მეორე საუკუნეში, კლავდიუს ელიანუსი, ანეგდოტთა შემგროვებელი, სხვათაშორის აღნიშნავს, თუ როგორ იცვამდნენ ატლანტიდელი მეფეები – უსვამდნენ რა ამით ხაზს მათი წარმომავლობის პოსეიდონთან კავშირზე.
V საუკუნეში, ნეოპლატონისტი პროკლუსი, “ტიმეოსთან” დიალოგის თავის კომენტარებში აღწერს პლატონის მიმდევარ კრანტორზე, რომელიც ძვ.წ-ის დაახ. 260 წელს სპეციალურად ეწვია ეგვიპტეს ატლანტიდის შესახებ ცნობების მიღების მიზნით; მოთხრობის მიხედვით, მან სეისში, ქალღმერთ ნეიტის/ნეითჰის ტაძარში ნახა სვეტები წარწერით მისი ისტორიის შესახებ. ამის გარდა, იგი წერს:
“ის, რომ ამდაგვარი ხასიათისა და ზომის კუნძული არასდროს არსებობდა, ნათელია იმ მწერალთა მოთხრობების მიხედვით, რომელნიც გარე ზღვის მიმდებარე ტერიტორიებს იკვლევდნენ. მათი სიტყვების მიხედვით, იმ ზღვაში, მათსავე დროს, არსებობდა შვიდი კუნძული, რომელიც პერსეფონს ეძღვნებოდა, აგრეთვე სამი სხვა, დიდი ზომის კუნძული, რომელთაგანაც ერთი მათგანი პლატონის, მეორე ამონის, მესამე კი პოსეიდონის სახელს ატარებდა.მათი ზომები ათას სტადიონს (180 კმ.) აღემატებოდა. და მისმა მკვიდრებმა არ დაივიწყეს წინაპრებისაგან შემორჩენილი გადმოცემები და ლეგენდები განუზომელი კუნძულის – ატლანტიდის შესახებ, რომელიც მართლა არსებობდა იმ ზღვაში და თაობათა მანძილზე სხვა დანარჩენ კუნძულებს მართავდა. ეს კუნძულიც პოსეიდონის სახელს ატარებდა. ყოველივე ეს მარცელმა “ეთიოპიკაში” აღწერა.”

a4732f228906
ატლანტიდის ნახატი

აღნიშნული მარცელი (მარცელიუსი) სხვა წყაროებში არ ჩანს. ივარაუდება, რომ ზემოთხსენებული “ეთიოპიკა” წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ რომანს.
ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ “ატლანტის ზღვა” კასპიის ზღვის ნაწილია, ხოლო პტოლემაიოსის მიხედვით, კასპიის ზღვის მიდამოებში არსებობს ე.წ. კუნძულ-სახელმწიფო.

და მაინც არსებობდა თუ არა? ძალიან ძნელი კითხვაა რომლის პასუხსაც ვერ დაადგენენ კიდევ კარგ ხანს. თუმცა ლეგენდების უმეტესობაში რაღაც სიმართლე ხშირად არის ხოლმე და ვინ იცის…????
00597f7065be

მსგავსი ამბები

Back to top button