გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ შეცვლის ევოლუცია ადამიანს?

f15ec69ea640

ალბათ საინტერესოა როგორი იქნება ადამიანი ათასი წლის შემდეგ.

პირველ რიგში, რა არის ევოლუცია და რამ გამოიწვია ეს პროცესი?

დედამიწაზე საცხოვრებელი პირობები მუდმივად იცვლება და ეს იძულებულს ხდის მასზე მობინადრე არსებებს ფეხი აუწყონ ცვლილებებს, ანუ განიცადონ ევოლუცია.თუმცა მარტო საცხოვრებელი პირობები არ არის ევოლუციის მიზეზი. მაგალითად: ნეანდერტალელის, თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპრის, ძირითადი საზრუნავი თავის გადარჩენა იყო, ამისთვის მას კვება სჭირდებოდა, საჭმლისთვის–ნადირობა, ხოლო ნადირობისთვის მას სჭირდებოდა მსხვერპლთან შედარებით განვითარებული ინტელექტი,რაც მას უპირატესობას მიანიჭებდა სხვა ნადირობის დროს. ამის გამო ადამიანმა განიცადა ევოლუცია და შედარებით “ჭკვიანი” გახდა. ათასობით წლების განმავლობაში ეს პროცესი არ შეწყვეტილა რამაც შედეგად მოგვცა თანამედროვე ადამიანი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ნეანდერტალელისგან.

fa6cb74912c6

ადამიანი ევოლუციას ახლაც განიცდის და არავინ იცის როგორი იქნება ის ათასი წლის შემდეგ. როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს ეკითხებიან, მათი აზრით, როგორი იქნება მომავლის ადამიანი ისინი ძირითადად ორ პასუხს იძლევიან ამ შეკითხვაზე, ზოგიერთის აზრით, მომავლის ადამიანი იქნება დიდთავიანი და მაღალშუბლიანი რათა დაიტიოს მისი დიდი ტვინი, მას ასევე ექნება გაცილებით განვითარებული ინტელექტი, ეს მოსაზრება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმების ზეგავლენის შედეგია, ასეთ ფილმებში მომავლის ადამიანი ძირითადად სწორედ ასეთად გვევლინება. ზოგი კი თვლის, რომ ადამიანი აღარ განიცდის ევოლუციას, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამო, რომლებიც ყველაფერს მის მაგივრად აკეთებენ, მას აღარ ექნება განვითარების საბაბი.

მეცნიერები კატეგორიულად უარყოფენ ამ ფაქტებს, თუმცა ვერც კონკრეტულ პასუხს იძლევიან . ერთერთი მოსაზრების მიხედვით, მომავლის ადამიანი იქნება უფრო მაღალი, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 200 წლის განმავლობაში, განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანის საშუალო სიმაღლე 8 სანტიმეტრით გაიზარდა, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ასევე არსებობს მოსაზრება,რომ მომავლის ადამიანი ევოლუციის შედეგად უფრო გამძლე იქნება მაღალი ტემპერატურის მიმართ, რაც აუცილებელი იქნება გლობალური დათბობის პირობებში არსებობის გასაგრძელებლად.

რაც შეეხება გარეგნობას, ამაზე უამრავი მოსაზრება არსებობს.

78aa5b91f18c

a797d6b600ae

9fd18524def6

15641405291d

3d30a237af7a

არავინ იცის როგორი იქნება მომავლის ადამიანი,თუმცა ერთი რამ ნათელია, ის თანამედროვე ადამიანისგან განსხვავებული იქნება.

მსგავსი ამბები

Back to top button