არქივი

ვალენსია :)

5414d6f1adc7

ვალენსიის პროვინცია (ესპ. Provincia de Valencia) – პროვინცია ესპანეთში, ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ცენტრალური ნაწილი. მისი დედაქალაქია ვალენსია

ვალენსიის პროვინცია გარშემორტყმულია ესპანეთის შემდეგი პროვინციებით: ალიკანტე, ალბასეტე, კუენკა, ტერიუელი, კასტელონი. აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.

ვალენსია -მოსახლეობით მესამე ქალაქი ესპანეთში მადრიდისა და ბარსელონას შემდეგ. მდებარეობს ნახევრად დამშრალი მდინარე ტურიას ნაპირას.

მოსახლეობა: 2.543.209 ადამიანი

ფართობი: 10.563 კმ2

პროვინციაში არის 256 მუნიციპალიტეტი.

85816290cd37

ყოველ წელს მხოლოდ ვალენსიაში ტრადიციულად იმართება დგესასწაული “FIESTA DE FALLAS”… დგამენ დიდ მუყაოსგან შექმნილ სათამაშოებს, ერთი კვირის განმავლობაში არის მხიარულება, კარნავალები, ხოლო ბოლო დგეს წვავენ ყველა სათამაშოს მთელ ვალენსიაში ( თან ტირიან :( ოღონდ ჯერ ვერ გავარკვიე რა ატირებთ… ცოდვებმა იცის :D ) ამ ყველაფერს კი მოყვება დიდი ფეიერვერკები და მთელი ღამე გართობა.. მეორე დღეს კი იწყება ისევ ამ მუყაოს სათამაშოების გაკეთება მომავალი წლისთვის

57fd64b11651

მუყაოს კაცი.. (ღებავენ სხვადასხვა ფერებით)

4b6139b9bebe

ერთი კვირის შემდეგ კი წვავენ..

9fcbd9e05909

ბოლოს კი ყველაფერი ფეიერვერკით მთავრდება :)

ვალენსია (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი ვალენსია(მეტსახელად:ღამურები) ესპანეთის საფეხბურთო კლუბია,რომელიც ქალაქ ვალენსიაში თამაშობს.კლუბი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და უდიდესი კლუბია ესპანეთში.ვალენსიას ექვსჯერ აქვს მოპვებული ესპანეთის ჩემპიონის,შვიდჯერ ესპანეთის სამეფო თასის ,ერთხელ უეფა თასის,ორჯერ ესპანეთის სუპერთასის,ევროპის თასების მფლობელთა თასის და საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასის მფლობელის ტიტულები.კლუბმა 2-ჯერ გააღწია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა: ერთხელ თანამემამულე რეალ მადრიდთან და ერთხელ ბაიერნთან.ვალენსია ასევე შედის ევროპის 14 უძლიერეს კლუბს შორის.

ლა ლიგის ყველა დროის ცხრილში ვალენსია მე-3 ადგილს იკავებს რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.საერთაშორისო ტიტულების მოგების მხრივ ვალენსია აქაც მესამე ადგილს იკავებს რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.ესპანურ კლუბთაგან მხოლოდ ამ სამს აქვს 5-ზე მეტჯერ მოგებული საერთაშორისო ტიტულები.

ვალენსია 1919 წელს დაარსდა და 1923 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ მესტალიაზე,რომელიც 55 000 კაცს იტევს.მალე ქალაქის ჩრდილო-დასავლეთში აშენდება ახალი,75 000 ტევადობის მქონე სტადიონი.კლუბის ტრადიციული მეტოქეები არიან თანაქალაქელი ლევანტე და მისი რეგიონელი ვილიარეალი.

ვალენსია დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში რეალ მადრიდის და ბარსელონას შემდეგ.ვალენსია ფანების მხრივაც უდიდესი კლუბია მსოფლიოში.სტადიონი მესტალია ვერ იტევს კლუბის 50 000–ზე მეტ მხარდამჭერს.პრობლემა სრულად მოიხსნება სტადიონის ტევადობის გაზრდის შემდეგ. ( რამდენი ხანია ბიძაჩემს ვეხვეწები სტადიონზე წამიყვანეთქო და არ მივყავარ :sackali: :tavi: )

ვალენსიის ყურე

ვალენსიის ყურე (ესპ. Golfo de Valencia) – ხმელთაშუა ზღვის ყურე ესპანეთის აღმოსავლეთ ნაპირთან. სიღრმე 500 მეტრამდე. წყლის საშუალო ტემპერატურა 18°C, მარილიანობა 37 ‰. მოქცევა შერეული, სიმაღლე 0,1 მეტრი. ყურის ნაპირზეა დიდი ნავსადგური ვალენსია. (ზღვა ძალიან მარილიანია :( რაც მე ის წყალი ვყლაპე წელს )

ბოლოს კი ვალენსიის ფოტოები : ))

96c33d00d70d

oceanografic – ოკეანოგრაფიკი.. აქ არის მიწისქვეშა გვირაბები სადაც გაკეთებულია დიდი აკვარიუმები და ჰყავთ წყლის სხვადასხვა ბინადრები, აგრეთვე არის ანტარქტიდიდან ჩამოყვანილი პინგვინები :) (ძალიან საყვარლები არიან)

4fa84fa73779

აქ ასევე იმართება ყოველ კვირას დელფინების შოუ..

123c846b3937

ეს არის ვალენსიის პლიაჟი (ისეთი მაგარი ბიჭი(მაშველები) გავჩითე რამდენიმე დღის წინ ნამდვილად ღირდა ვითომ დახრჩობა მაგის გამო)

9a0271bf0b09

მოკლედ მომწონს აქაურობა მაგრამ მაშინებენ ხოლმე ხმელთაშუა ზღვაში აკულები შემოდიანო :(:(

ca8e8d9d2a14

4ccd9217bb1b

წყარო: ვიკიპედია და ცოტა ჩემი ტვინი : D ცოტა გრამატიკულ შეცდომებს თუ აღმოაჩენთ მომიტევეთ .. ესპანურის გამო ქართული გრამატიკა ცოტა მეშლება.. :(

მსგავსი ამბები

Back to top button