პარიზის ტროპიკულ აკვარიუმს ორი ახალი ბინადარი შეემატა.
2014 წლის 14 თებერვალს ორი ალბინოსი ალიგატორი გამოჩნდა პარიზის ერთ-ერთ ტროპიკულ აკვარიუმში. ეს იშვიათი ეგზემპლარები საფრანგეთში ფლორიდის ერთ-ერთი ფერმიდან ჩამოიყვანეს. აკვარიუმის თანამშრომლების თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სულ 30 ასეთი ცხოველი ბინადრობს.
“ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორედ ჩვენ მოგვიყვანეს ეს ალბინოსი ალიგატორები. მათ ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშავოს მელანინი, ნივთიერება, რომელიც პიგმენტაციაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, აქვთ ცხოველებს ასეთი თეთრი შეფერილობა” – აცხადებს აკვარიუმის დირექტორი.
მსგავსი იშვიათი შემთხვევისთვის, აუცილებელია, რომ ცხოველის ორივე მშობელი იყოს იმ გენის მატარებელი, რომელიც პასუხისმგებელია ალბინიზმზე. აღსანიშნავია, რომ ეს თეთრი ნიანგები ბუნებრივ პირობებში ვერ ძლებენ და ადრეულ ასაკშივე იღუპებიან – ისინი სხვა მტაცებელი ცხოველების საკბილო ადვილად ხდებიან. გარდა ამისა, პიგმენტაციის არარსებობის გამო, მზის სხივებიც მომაკვდინებელია მათთვის.
ამჟამად, პატარა ალიგატორები არც თუ ისე დიდ ტერარიუმში ცხოვრობენ და დამთვალიერებლებში დიდ ინტერესსაც იწვევენ.
სიუჟეტი ალბინოს ალიგატორებზე: