რეკორდებისასარგებლოსურათები

კინზუს ხიდი

ხიდი კინზუ იყო სარკინიგო ესტაკადა, რომელიც მდინარე კინზუს ორ ნაპირს აერთებდა ერთმანეთთან.ხიდი მდებარეობს აშშ-ს შტატ პენსილვანიაში. 2003 წლამდე, მის დანგრევამდე, მისი სიმაღლე შეადგენდა 92 მეტრს, სიგრძე კი 625 მეტრს.

1882 წელს ის აშენდა რკინისგან და აფიშირებულ იქნა, როგორც ყველაზე მაღალი ხიდი მთელს მსოფლიოში, ის ამ რეკორდს ორი წლის მანძილზე არ თმობდა. 1900 წელს ხიდი დაშალეს, მაგრამ მაშინვე ააშენეს, ოღონდ ახლა ფოლადისგან, რათა მასზე უფრო მძიმე მატარებლებს შესძლებოდათ გავლა. 1959 წლამდე ხიდი გამოიყენებოდა კომერციელი მიზნებისთვის. 1963 წელს კი ეს ხიდი პენსილვანიის ხელისუფლებამ გამოისყიდა და პარკის ცენტრალურ ადგილად აქცია. 2002 წელს დაიწყო მისი რეკონსტუქცია და დამთავრდა 2003 წელს ტორნადოს მიერ ხიდის დიდი ნაწილის განადგურებით. ნგრევის მიზეზად დასახელდა კოროზია და საძირკვლის შესუსტება. ხიდის 20 სვეტიდან დაინგრა 11.

დანგრევამდე ეს ხიდი ამერიკაში სიმაღლით მეოთხე იყო. 1977 წელს ის შეიტანეს ისტორიული ძეგლების ნაციონალურ რეესტრში. 1982 წელს კი ინჟინერული მიღწევების სიაში.

მთავრობამ გადაწყვიტა ხიდი აღარ აღედგინა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close