საკითხავისასარგებლო

Top 5 ყველაზე ეგზოტიკური სანაპიროები

3f926b6a45a3

მსოფლიოში უამრავი ეგზოტიკური, საინტერესო, მრავალფუნქციური სანაპიროებია, სადაც საშუალების ქონის შემთხვევაში დაუვიწყარი დღეების გატარებას შეძლებთ. გთავაზობთ Top 5 მსგავსი სანაპიროებისას. :)

1. აბანოები – Virgin Gorda. (British Virgin Islands)

72aa2dc5ea3a

Virgin Gorda ბრიტანეთში მდებარე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული კუნძულია, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით საუკეთესოდ გაატაროთ დასვენების დღეები. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები, გიგანტური ლოდებით დამშვენებული ნაპირები, საუკეთესო საშუალება გაეცნოთ წყალქვეშა სამყაროს და რაც ყველაზე მთავარია, BVI-ის ( British Virgin Islands ) სახელგანთქმული აბანოები.

2. Flamenco Beach . (პუერტო რიკო)

d1b5ad42c0e3

პუერტო რიკოს ამ მშვენიერ სანაპიროზე უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლიათ თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახადოთ. აქ შეგიძლიათ ტროპიკულ ტყეებში გაისეირნოთ, ისიამოვნოთ ულამაზეს სანაპიროებზე გარუჯვით, აქვე მრავლად არიან სხვა და სხვა ჯიშის კუები, ასევე ამ ადგილას დაცულია რამოდენიმე ისტორიული ძეგლი.

3. Flic en Flac – (მავრიკი)

28cc1814a19d

Flic en Flac არის პატარა სოფელი, დასახლება, მავრიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს საუკეთესო ადგილია განსატვირთად, პრობლემების დასავიწყებლად. Flic en Flac თეთრი ქვიშითა და ლურჯი ლაგუნათი გამოირჩევა.

4. Playa Tamarindo – (კოსტა-რიკა)

b248937adf65

თუ გინდათ უბრალოდ გაიქცეთ და მოსწყდეთ ყოველდღიურობას, მაშინ აქ გულითადად გიმასპინძლებენ. ძალიან მშვიდი გარემოა და სრულყოფილად შესძლებთ რელაქსაციას. Playa Tamarindo ასევე ცნობილია ზღვის კუების სიმრავლით.

5. Copacabana – (რიო დე ჟანეირო, ბრაზილია)

f7f300e18686

თუ გიყვართ ხმაურიანი დასვენება, მეგობრებთან ერთად მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ასევე გიზიდავთ ღამის ცხოვრება, მაშინ შეგიძლიათ დაუფიქრებლად ეწვიოთ რიო დე ჟანეიროს, კერძოდ კი კოპაკაბანას. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ დაუვიწყარი დღეები გაატაროთ Copacabana Beach-ზე. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close