არქივი

დრუიდების ჰოროსკოპი

a19c1a94a1e6
ესეც წინა ნაწილის გაგრძელება

ნეკერჩხალი: 11 აპრილი- 20 აპრილი, 14 ოქტომბერი – 23 ოქტომბერი
კაკალი: 21 აპრილი – 30 აპრილი, 24 ოქტომბერი – 2 ნოემბერი
ჟასმინი: 1 მაისი – 14 მაისი, 3 ნოემბერი – 11 ნოემბერი
წაბლი: 15 მაისი- 24 მაისი, 12 ნოემბერი- 21 ნოემბერი
იფანი: 25 მაისი – 3 ივნისი, 22 ნოემბერი – 1 დეკემბერი
რცხილა: 4 ივნისი – 13 ივნისი, 2 დეკემბერი – 11 დეკემბერი
ლეღვი: 14 ივნისი – 23 ივნისი, 12 დეკემბერი – 21 დეკემბერი
მუხა: 21 მარტი – გაზაფხულის ბუნიაობა
არყის ხე: 24 ივნისი – ზაფხულის პირისპირ დგომა
ზეთისხილი: 23 სექტემბერი – შემოდგომის ბუნიაობა
წიფელი: 21- 22 დეკემბერი – ზამთრის პირისპირ დგომა

ნეკერჩხალი
e286a816ff47

ფაქიზი, მოვლილი, ხანდახან ოდნავ კეკლუცი. ხშირად არის იქ, სადაც უფრო საინტერესოა ყოფნა. მოდას აყოლილია. არ განეკუთვნება უფერულ პიროვნებებს. სავსეა ენერგიით და მხნეობით, დაუღლელია. ნეკერჩხალი, როგორც იტყვიან, ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა. ის შეიძლება მივაკუთვნოთ ინდივიდუალისტებს. თუმცა თავისი ბუნებით ნეკერჩხალი თავშეკავებული და გაუბედავია. მას შეუძლია ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა საფუძველია არა იმდენად მატერიალური ფაქტორი, რამდენადაც ცხოვრებისეული ინტერესი. არ უყვარს შინ ჯდომა, სიამოვნებით ეცნობა უცხო პირებს. ნიჭი აქვს იმის, რომ გამოგიწვიოთ გულახდილ საუბარში, მაგრამ თუკი რაიმე გაანდეთ, არ შეგეშინდეს – ის არასდროს გაკიცხავს სხვების მოქმედებებს და არ ილაყბებს უცხოთა საიდუმლოებებზე.

ჩვეულებრივ უამრავი გეგმა აქვს, ხშირად არაჩვეულებრივიც, ექსტრავაგანტური. უყვარს ყველანაირი სიახლე, ენთუზიაზმით იცავს ყოველგვარ ახალ იდეას, მაგრამ თვითონ იშვიათად ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზაციას. თუმცა ეს სრულიადაც არ უშლის ხელს სიამოვნება მიიღოს თავისი ფართო ჰორიზონტისგან. მასში ცოტაოდენი ცინიზმიც არის. არ უფრთხის საზოგადოებრივ აზრს. პირიქით, მოსწონს კიდეც, რომ მასზე ლაპარაკობენ.

სიყვარულში რთულია. წინ მიიწევს საოცარი და გაუთვალისწინებელი გზებით. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია ბედნიერების პოვნა, თუკი შეხვდება ანალოგიური აზროვნების და გემოვნების პარტნიორი. ნათელი და გამჭრიახი გონება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სავსეა პრობლემებით, არ არის მოკლებული წარმოდგენებსა და ინტუიციებს. ერთი სიტყვით, მრავალმხრივი ხასიათისაა.
ნეკერჩხლის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: ცოცხალი ხასიათი, იუმორის გრძნობა, ანალიტიკური გონება.
ნეკერჩხლის ნიშნით დაიბადნენ: ეკატერინე მედიჩი, ლეონარდო და ვინჩი, ანატოლ ფრანსი, ჩ. ჩაპლინი, ლუკრეციოს ბორჯი, ლეოპოლდ სტოკოვსკი.

კაკალი
0bd5c274a3a6

ბუნებრივობა მისთვის არ წარმოადგენს ღირსებას. ის ზრუნავს სტილზე, დახვეწილ და ნატიფ მანერებზე, სინამდვილეში კი უბრალოდ მორცხვია. იგი ხანდახან ჭირვეული, აგრესიული და ეგოისტურია. მაგრამ ამავე დროს სტუმართმოყვარეა, ზრდილია და გაბედული ჩანაფიქრში.

კაკალი შეიძლება იყოს ლოიალურიც და ერთგულიც, მაგრამ ასევე მერყევი. წინასწარ არავინ იცის როგორ მოიქცევა, ამიტომ არ იცი როგორ მიუდგე.

ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია გიერთგულოს და შეგიყვაროს. ან პირიქით- უარი თქვას შენზე. ზოგჯერ თვითონ ეწამება და დიდი სიამოვნებით აიძულებს სხვებსაც დაიტანჯონ. მან უთუოდ უნდა გაართულოს სიტუაია. თავისი გამორჩეულობის მოთხოვნილებით წამებული, ეჭვიანი და ალერსიანი, კაკალი არ გამოირჩევა სიდინჯით. თუ გიყვარს იგი ან მეგობრობ მასთან მუდამ მოულოდნელობებს უნდა ელოდე.

ცხოვრებაში შესანიშნავი სტრატეგია. კარგად აფასებს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის განზრახვას, შეიძლება ძალზე ვერაგულადაც მოიქცეს და თავიც არ შეიწუხოს ზედმეტი სინდისის ქენჯნისგან. ისწრაფვის, რომ მისი ცხოვრება არ იყოს ჩვეულებრივი. არ უფრთხის რისკს, არ ცდილობს თავის მოწონებას, არ ცნობს კომპრომისებს. კაკალს ბევრი მეგობარი ჰყავს და არც მტერი აკლია. მას მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. ზრუნავს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განკერძოებულობისაკენ. ზოგჯერტ იგი იმდენად გამორჩეულია, რომ შეუძლებელია არ შენიშნო და არ გაუწიო ანგარიში.
კაკლის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: გაბედულობა, დამკვირვებლობა
კაკლის ნიშნის ქვეშ დაბადებული არიან: კანტი, ეკატერინე II, ელიზაბეტ II, შექსპირი, პაგანინი, კოლუმბი, დოსტოევსკი.

ჟასმინი
4e3ed27f94ef

მოძრავი, ცოცხალი და გულღიაა. უნარი აქვს მიიზიდოს ადამიანები თავისუფალი და მოხერხებული საუბრით, თავისი სურვილის გარეშე ხვდება ყურადღების ცენტრში. ჩვეულებრივ სწორედ მისგან ელიან საზოგადოებაში ძალდაუტანებელი ვითარების შექმნას. სხვებს წარუდგენს თავს, როგორც გაწონასწორებული, მხიარული და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავისუფალი, მაგრამ მხოლოდ მისმა ახლობლებმა იციან, თუ როგორი მგრძნობიარეა. ამიტომაც, რამდენიც არ უნდა ეცადოს ჟასმინმა დამალოს- იგი, დაბადებიდანვე პესიმისტია.

ის, რაც სხვათათვის საეჭვოა, მისთვის მხოლოდ ღრმად ჩამალული რეზერვია. მან ყველაზე უკეთ იცის დიპლომატიის უპირატესობა და ჰარმონიული დამოკიდებულების ორგანიზება დანარჩენებთან. სამწუხაროდ ეს ღირსებები ნაკლებად ვლინდება მის საკუთარ სახლში. აქ ეძიებს იგი დამოუკიდებლობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. არ უყვარს, როცა შებოჭილია, შეზღუდულია, მოვალეობები გულს უმძიმებს, მიუხედავას იმისა, რომ მუდამ ემორჩილება თავისი მოვალეობის გრძნობას.

მისთვის უცხო არ არის პასუხისმგებლობის გრძნობა, თუმცა ეს ყოველთვის როდი იწვევს მასში საუკეთესო გუნება-განწყობილებას. ჟასმინთან ერთ უღელქვეშ ცხოვრება მარტივი არ გახლავთ. მით უმეტეს, რომ მას ძალიან მალე უტყდება გული და წინასწარ შექმნილ აზრს ემორჩილება. უყვარს ბავშვები და კარგად გრძნობს თავს მათთან. რაკი ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ელის, ამიტომ ბავშვებზე დიდ იმედებს ამყარებს. სწორედ ბავშვებს მოაქვთ მისთვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული და კმაყოფილება.

ჟასმინი მატერიალისტი არ გახლავთ, თუმცა ხშირად არცთუ ისეცოტა ფულს აკეთებს. არ ეშინია სამუშაოსი, მის ინტელიგენტობას და აზრის მოქნილობას დიდად აფასებს ხელმძღვანელობა.
ჟასმინის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: კრიტიკული ჭკუა, ინტელიგენტობა, ფანტაზიასთან შერწყმული ინტუიცია.
ჟასმინის ნიშნით დაიბადნენ: მაკიაველი, სენკევიჩი, ფროსტი, მარტინ ლუთერ კინგი.

წაბლი
7f15fb0e08d3

წაბლი ძალიან ლამაზია, თუმცა არ ცდილობს დაიპყროს ირგვლივ მყოფთა გულები თავისი მომხიბვლელობით. მას სივრცისადმი ლტოლვა აქვს,ს ავსეა სიცოცხლით და ძალ-ღონით. სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვს და ნებისმიერი დარღვევა უნებლიე პროტესტის გრძნობას იწვევს. იგი მზხადაა დაიცვას თავისი სიმართლე ნებისმიერი საშუალებით, მიუხედავად იმიოსა, თუ რა შეიძლება მოყვეს ამას. მტრულად ეპყრობა ხელმოჭერილობას, ყოველგვარ ტაქტიკურ და დიპლომატიურ ხრიკებს, რითაც ხშირად უნებლიედ მის წინააღმდეგ განაწყობს ადამიანებს. სხვებთან ურთიერთობაში მოუქნელობას იქამდე მიჰყავს , რომ იგი ათასგვარ საქმიანობას იცვლის და ბევრჯერ რწმენაც ეკარგება, რაც მას დიდხანს ამახსოვრდება, რადგან ძალიან მგრძნობიარეა.

მიუხედავად დაჟინებულობისა და სიმტკიცისა არ არის ჯიუტი. შეუძლია იყოს წინდახედული, რის წყალობითაც მას ჩვეულებრივ მატერიალური პრობლემები არ გააჩნია. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მორალის წესებს და ხშირად იხრება პურიტანიზმისკენ. მოულოდნელია მასში მოხერხებული ცხოვრებისკენ ლლტოლვა. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ვერ ეგუება ცხოვრებას, მაგრამ ეს მხოლოდ მტრული დამოკიდებულების და საკუთარი თავისა და სხვისადმი უნდობლობის შედეგია.

წაბლი შეუვალია და ჭირს მასთან ურთიერთგაგება. ხშირად უსინდისო ადამიანის სახელით არის ცნობილი. მიდრეკილება აქვს სხვების გაწბილებისკენ. ძალიან დიდ სიყვარულს ითხოვს, მაგრამ თვითონ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეუძლია, რის გამოც ძნელად აღწევს ბედნიერებას. სიყვარულისადმი მოთხოვნილება და ამასთან შიში იმისა, რომ იგი შეიძლება არ შეიყვარონ, ართულებს მის დამოკიდებულებას პარტნიორთან. მისი კომლექსები ვლინდება გამომწვევ საქციელში, რაც ხშირად გაუგებარია სხვებისთვის.

გონებრივი ცხოვრება- ცოცხალი და კონკრეტულია, ეფუძნება დაკვირვებებს. ნიჭიერია, სწრაფი და ზუსტი, მაგრამ მიდრეკილება აქვს ოცნებებისა და ფილოსოფიური ფიქრისკენ. მის ცხოვრებაში ბევრი რამაა დამოკიდებული არსებულ გარემოზე. მისი ნიჭი სრულად მაშინ იფურჩქნება, როცა ახლობლების თანაგრძნობას გრძნობს.
წაბლის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: სიმამაცე, რეალიზმი, დამკვირვებლობა და შორსმჭვრეტელობა. ორგანიზატორობის უნარი.
წაბლის ნიშნით დაიბადნენ: ვოლტერი, რუსო, ბალზაკი, ჰენრი ფონდა, პიერ კიური, ლომონოსოვი, სტივენსონი.

იფანი
5abb71326cee

ეს მშვენიერი და ძლიერი ხეა. სასიამოვნო შესახედაობისაა, ელეგანტურად და თავისუფლად მოძრაობს. თავისი თავი მოსწონს. მასთან მუდმივად ცხოვრება ადვილი არ გახლავთ. ცოცხალი ხასიათი აქვს და ძალიან მომთხოვნია. ისწრაფვის იმისკენ,რომ მასზე ზრუნავდნენ, რომ ფიქრობდნენ და ცხოვრობდნენ ისე, როგორც მას ყველაზე მეტად მოსწონს, აკეთონ მხოლოდ ის, რაც მას მოეწადინება, მაგრამ რაკი ნდობა აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისა, ყველა როდი იტანს ამას.

იგი დასცინის ცხოვრებისეულ სირთულეებს და ეს უპასუხისმგებლობისა და უნებისყოფობის შთაბეჭდილებას ქმნის. იცის რაც სურს და უფრო უკეთესად რაც არ სურს. თავმოყვარეა ყველაფერში, რაც კი საკუთარ წარმატებებსა და კეთილდღეობას შეეხება. ეგოისტია, მაგრამ ამავე დროს ხელგაშლილი . არ არის ძუნწი.

ეს ჭირვეული ნატურა სიყვარულში სულ სხვა თვისებებს ამჟღავნებს: წინდახედულია და მტკიცე, კერძოდ ამ სფეროში იფანს უდიდესი წარმატებები აქვს და შეუძლია კარგი არჩევანის გაკეთება, ყველაფრის აწონ-დაწონვა. მისი შეუღლება სიყვარულით, ამასთანავე გონივრული ქორწინებაა. იშვიათად ცდება და დიდძალ ღონეს ახმარს ოჯახური ცხოვრების მოწყობას. მისი ჭკუა ეფუძნება , პირველ ყოვლისა, ინტუიციას. ორიგინალურია და ფანტაზიით სავსე. იფანს ისევე როგორც ცირცელს , ტირიფსა და კაკალს არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს წინასწარმეტყველებისა. ხშირად ერთობა წინასწარმეტყველის როლის თამაშით.
იფნის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: ინტელიგენტობა, ინტუიცია, ფანტაზია
იფნის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: დე გოლი, ჯონ კენედი, მარკ ტვენი.

რცხილა
678868714c7f

ლამაზი ხეა, თუმცა განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მოკლებულია. ახალგაზრდობაში ხშირად ძალიან ლამაზია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს თვისება ეკარგება. რცხილა მის გარშემო არსებულ სამყაროს შემწყნარებლურად უყურებს. იგი ესთეტის ტიპია. ყურადღებას უთმობს უფრო ფორმას, ვიდრე შინაარსს. პირად ცხოვრებაში მას უწინარეს ყოვლისა აინტერესებს პირადი უპირატესობა. აშკარად გამოხატული მიდრეკილება აქვს დიციპლინის და მორჩილების. ოცნებობს ჯილდოებზე და პატივზე. სხვების მხრიდან აღფრთოვანებას მოკლებული, გულნაკლულია. ყველაზე მეტად მოსწონს დაკანონებული წესრიგისადმი მორჩილება და ამიტომ იშვიათად იჩენს ინიციატივას. გადაწყვეტილების მიღება აშინებს, ვაითუ მას შეცდომა მოჰყვესო. ამასთან პასუხისმგებლობის და სამართლიანობის გრძნობა აქვს მოჭარბებული. არ უყვარს საზოგადოების მიერ მიღებული კანონებისგან გადახვევა. უხალისოდ ღალატობს ერთხელ აღებულ სწორ, უკვე გათელილ და გამოცდილ გეზს. ახალ იდეებს სიფრთხილით ეკიდება, მაგრამ ამასთან წინააღმდეგია ასეთი აზრის: “მაინც სულ ერთია”.

სიყვარულში გამოირჩევა უდიდესი ერთგულებით. გრძნობას ისე ეკიდება, როგორც პასუხსაგებ საქმეს, ამიტომ იგი საყვარელი და სასიამოვნო პარტნიორია. მაგრამ თუ ცხოვრება ასეთი არჩევანის წინაშე დააყენებს: სიყვარული თუ მოვალეობა, როგორც წესი მეორეს ირჩევს.
რცხილის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია : ინტელექტუალობა , ინტუიცია, ფანტაზია, არტისტიზმისადმი მიდრეკილება.
რცხილის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: კორნელი, მიუსე, თ. მანი, პ. გოგენი, ა. ხაჩატურიანი, შუმანი, უ.დისნეი, მარია სტიუარტი, ჰორაციუსი, რობერტ კოხი.

ლეღვი
8351cffa6027

ის დელიკატური ხეა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული თვისებები აქვს. სილამაზით დაჯილდოებული არ გახლავთ, მაგრამ შეუმჩნეველი არ რჩება. ლეღვის ხეს ზოგიერთი კომპლექსიც ახასიათებს. ყველგან და ყოველთვის თავს კარგად არ გრძნობს. ითხოვს ცხოვრებისეულ სივრცეს და სითბოს. არასასურველ პირობებში ჭკნება. ძნელად იტანს გაჭირვებას, მოწყენილი და დარდით სავსე ხდება. ასეთ პირობებში მისი დაცვითი სისტემა სუსტდება და ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ მის მიმართ.

ოჯახური გარემოს დიდი მოყვარულია. აუცილებლობად მიაჩნია მუდმივი კონტაქტები ახლობლებთა, თუნდაც მაშინ ,როცა მის ასეთ თვისებად არ აფასებენ და იმედებს არ უმართლებენ. მიდრეკილება აქვს სტაბილურობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არცთუ ისე მტკიცეა ბევრ რამეში.

ემოციური და შემწყნარებელი ხასიათისაა, ზოგჯერ ამ სულიერი სიმშვიდისა და ცხოვრებისეული ტკბობის გამო ისჯება ხოლმე, თუმცა წინააღმდეგობას უწევს ცდუნებებს. ცდილობს ზუსტად შეასრულოს ყოველდღიური ვალდებულებები. მისი ნდობა შეიძლება. შრომობს მუყაითად, თუმცა სულის სიღრმეში ზარმაცია. იმპულსურია და სიკეთით სავსე, მაგრამ ცხოვრებაში მუდმივად ებრძვის საკუთარ სისუსტეებს.

ლეღვი რეალისტია, მუდამ საქმიანი და ფხიანი. ის მათ რიცხვს განეკუთვნება, ვისთანაც ქორწინება ღირს. მაგრამ ნუ ელი მისგან საოცრებებს, რადგან იგი რომანტიკული საყვარლების რიცხვში არ შედის. სადა გრძნობებს უფრო მეტად აფასებს ვიდრე ფანტაზიებს.
ლეღვის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: იმპულსურობა,პრაქტიკული წკუა, დამკვირვებლობა, რეალიზმი, ორგანიზატორული ნიჭი.
ლეღვის ნიშნით დაიბადნენ: ჰ.ჰაინე, ბეთჰოვენი, ე.პიაფი, ბ.ბრანდტი, ფ. გარსია ლორკა, გრიგი, სტრავინსკი.

მუხა
76d988d84d86

სიცოცხლით სავსეა, ძალ-ღონით და სილამაზით გამორჩეული. მასში სისუსტის ნატამალიც კი არ არის. დიდებული და ღირსებით სავსე მოძრაობები ახასიათებს და ეს სოლიდურობა ადამიანებში მისდამი პატივისცემას ბადებს. სავსებით ჯანმრთელია რაც მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვერ იტანს ავადმყოფობას. სისხლის დანახვამ შეიძლება გულისწასვლამდე მიიყვანოს.

ძალიან მამაცია, მაგრამ ეს მომდინარეობს არა იმდენად სულიერი თვისებებიდან, რამდენადაც გადაჭარბებული სიამაყისგან. არ უნდა, რომ იგი ლაჩრად მიაჩნდეთ, ამიტომ გამწვავებულ ვითარებაში წინასწარვე იმაზე მკვეთრად რეაგირებს, ვიდრე ეს საჭიროა. თავშეკავებულს და ნებისყოფიანს ჩვეულებად არ აქვს ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს და როგორც წესი, ყოველთვის ცუდი მხარეებიც აქვს: მისი შეურიგებლობა ხშირად პრობლემებს უქმნის. ბევრს მიაღწევდა, ცოტაოდენი დიპლომატობა რომ შეეძლოს.

მუხა ვერ იტანს ვერავითარ შეზღუდვებს, მისი მოქმედება ხშირად თვითნებობის ზღვარზეა და მაინც უყვარს სხვების აზრის გაზიარება. გულთბილი და სტუმართმოყვარეა, მეგობრობაში უტყუარია, მაგრამ ყოველთვის როდია ასეთი სიყვარულში. ცვალებადი არსებაა. შემდგომი გატაცებების მსხვერპლია. დარწმუნებულია, რომ “ახლა ეს სამუდამოა” ქორწინებისას ნელნელა ითოკება. ფეხზე მყარად მდგარი არ ისწრაფვის გარდაქმნისკენ და უკმაყოფილოდ იღებს ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია სხვების მოქმედებით. იგი კონსერვატორია. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო შეუძლია უანგაროდ მოქმედება, ყოველთვის თავის გამოჩენას ცდილობს და მთელი ყურადღება კონცენტრირებული აქვს პირად პრობლემებზე. სხვისი ცხოვრება დიდად არ აინტერესებს.
მუხის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა თვისებებია: გაბედულობა, მოქმედებების სიზუსტე, პრაქტიკული ჭკუა, რეალიზმი, დამკვირვებლობა, ორგანიზატორული ნიჭი.
მუხის ნიშნით დაიბადნენ: ი. ს. ბახი, ბენიტო ხუარაზი.

არყის ხე
331954f86b07

მოქნილი და არისტოკრატულია, მსუბუქი. საყვარელია თანაცხოვრებაში. წარმატებით სარგებლობს, არასდროს იყენებს ბოროტად თავის კარგ თვისებებს, შეუზლია იყოს დელიკატური და თავშეკავებული ,არავის ახვევს თავის სიმპათიებს და განწყობილებას, სამაგიეროდ არაფერს ითხოვს და არც არაფერი სურს.

მუდამ ელეგანტურია, ყოველგვარი მორალიზების გარეშე. ზომიერების და მოთმინების გრძნობით სავსეა, მხოლოდ ერთს ვერ ეგუება- ვულგარულობას. ფუფუნება და იაფფასიანი თავწარმოჩენა მისთვის უცხოა. სნობიზმის ნიშან-წყალიც კი არ გააცნია. დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა სოფელსი, თუმცა შეუძლია შეეგუოს ყოველ ადგილს, მხოლოდ ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდი მუშაობის. მიუხედავად მოხდენილი გარეგნობისა ხშირად ყურადრების ცენტრში ვერ ხვდება. მისი მორიდებული და დელიკატური ხასიათი განსაზღვრავს მშვიდი სიყვარულისადმი მიდრეკილებას. სენტიმენტალურია და არ უფრთხის ვნებიან გრძნობებს. ლოიალური და ერთგულია. ზოგჯერ ნაჩქარევად ქორწინდება, მაგრამ არასდროს ნაღვლობს ამ არჩევანის გამო.

მის წარმოდგენებს და გამომგონებლობას საზღვარი არ გააჩნია. სამუშაოსმუდამ შემოქმედებითად უდგება. უნარი იმისა, რომ შემოქმედებითად იაზროვნოს და განახორციელოს ცხოვრებაში ეს აზრი, შერწყმულია მის შრომისუნარიანობასტან, ეს შესაძლებლობას აძლევს მას ყველა კარი ხსნილი ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია ნებისმიერ საქმეს მიჰყოს ხელი, ყველაზე დიდ წარმატებას ხელოვნების დარგში აღწევს. ნაკლებგულღიაა და ეს არის სწორედ მისი ერთადერთი ნაკლი. არისტოკრატული ცხოვრება, კონტაქტები გავლენიან ადამიანებთან მის ყურადღებას არ იქცევს. არყის ხე ხშირად ბედნიერია. იგი ხომ ძალიან ცოტას ითხოვს ცხოვრებისგან: მისთვის საკმარისია ახლობელი გული და კარგი ბიბლიოთეკა.
არყის ხის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: რბილი ხასიათი, სინთეზი, ინტუიცია, ფანტაზია
არყის ხის ნიშნით დაიბადნენ: გუტენბერგი, მათეიკო, სტრელეცკი.

ზეთისხილი
472df7524515

მას მომხიბვლელობა არ აკლია. ხშირად აწუხებს რევმატიზმი, ძლიერ უყვარს მზე და უმისობა ადარდებს. გაწონასწორებული და მშვიდია, არ არის აგრესიული, არ სურს გაირთულოს ცხოვრება. მომთმენია, თუმცა აქვს საკუთარი შეხედულებები ცხოვრებაზე. მას დასაშვებად მიაჩნია ისიც, რომ სხვებსაც გააჩნდეთ საკუთარი აზრები. არასდროს ერევა სხვების საქმეებში. ზეთისხილი იმდენად დელიკატურია, რომ ადვილად შეიძლება დაადანაშაულო გულგრილობაში , მაგრამ ის სრულიადაც არ არის გულგრილი. პირიქით ნებისმიერს შეუძლია მიმართოს დახმარებისთვის.

ყოველგვარ სიტუაციაში ინარჩუნებს ღიმილს ,ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ შეუძლია საკუთარი თავის მართვა. უაზრობად მიაჩნია ნერვების აშლა, შეუზლია თავისი სიმშვიდე და უშფოთველობა სხვებსაც გადასდოს. მიუხედავად იმისა, რომ ზეთისხილი გულკეთილია, იმის საკმარისი ჭკუა და ჯანსაღი აზროვნება კი აქვს, არავის დართოს ნება მისი სიკეთის ექსპლუატირებისა. იგი თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობის გამოირჩევა. ყველაფერს იგებს და შეუძლია შევიდეს სხვის მდგომარეობაში. მისთვის ჩვეული მიუკერძოებლობა აიძულებს მას დაივიწყოს საკუთარი თავი. მან იცის ამის შესახებ და ადრევე ურიგდება ამ აზრს. ამიტომაც უყვართ და აფასებენ მას, თუმცა თვითონ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობს. უცხოსთან ურთიერთობისას თავშეკავებულია.

ზეთისხილი სიყვარულისას ცდილობს არ იყოს ეჭვიანი, უყვარს პარტნიორის დამოუკიდებლობა, თუნდაც მაშინ, როცა ამის გამო ჩუმად იტანჯება. ისიც ხდება, რომ ღრმად იხევს უკან. თითქმის პირად სიყვარულსაც კი თმობს. მაგრამ ეს სულაც არ არის იმის მანიშნებელი, რომ იგი სუსტია და ადვილად დამყოლი. უბრალოდ ზეთისხილისთვის უმთავრესია სიმშვიდე. ბევრ დროს უთმობს ფიქრებს. უყვარს კითხვა. სწავლობს საკუთარი თვალსაწიერის გაფართოებისთვის.
ზეთისხილის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ: მსჯელობის სისუსტე, ანალიტიკური ჭკუა, დედუქციის და რეფლექსიის უნარი.
ზეთისხილის ნიშნით დაიბადა იმპერატორი ავგუსტინე.

წიფელი
409804de11e0

აშოლტილი და ლამაზია. მიეკუთვნება იმათ, ვინც ღრმა სიბერემდე აღწევს და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახალგაზრდობას ახასიათებს. მას შეუძლია შეინარჩუნოს კარგი ფორმა, მოხერხებულობა და მოქნილობა მოძრაობის დროს. ყოველთვის მოვლილია. თუ სასურველ გარემოში მოხვდება, ნებისმიერ სფეროში აღწევს წარმატებას. მოხერხებულობას და საზრიანობას ავლენს ნებისმიერ სიტუაციაში. ნაირნაირი გეგმები აქვს, რომელთაც წარმატებით ახორციელებს. არავის აძლევს უფლებას გზას ააცდინოს. ძალა შესწევს საკუთარი ცხოვრება კარგად მოაწყოს. ზოგჯერ გულუხვობასაც იჩენს, თუმცა ჩვეულებრივ ძალიან ანგარიშიანია და უშეცდომოდ აგეგმარებს თავის ბიუჯეტს. მაინცდამაინც არ უყვარს თავისი საკუთრებიტ გაყოფა, მას ეკონომიურად ხარჯავს.

წიფელი წესიერი არსებაა, მრავალი სოლიდური თვისების პატრონია. ყველაფრის აწონ-დაწონვა იცის, არასდროს დაჰყვება შემთხვევითობის ნებას. სიყვარულისას არ ჰყოფნის ფანტაზია. იდეალური მეუღლეა. ისწრაფვის ჰყავდეს შვილები, სამაგალითოდ მოაწყოს სახლი, კარგად გაატაროს შვებულება. უკვე მოწიფულს შეიძლება თავს გადახდეს ერთი-ორი ფათერაკი, ისიც უმეტესად იმის, გამო რომ მუდამ ცდილობს დაამტკიცოს თავისი ახალგაზრდობა ( მაშინაც კი როცა ასაკში შევა)

ინგელიგენტურია, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული. ნამდვილი მატერიალისტია. უპირველეს ყოვლისა სურს იყოს მდიდარ, შემდეგ კი თუ შესაძლებელია ბედნიერიც.
წიფლის ნიშნით დაბადებულთა თვისებებია: დაფიქრებულობა, სიზუსტე, ორგანიზატორული ნიჭი, რეალიზმი
წიფლის ნიშნით დაიბადნენ: პუჩინი, სტალინი.

მსგავსი ამბები

Back to top button