საკითხავისასარგებლოსურათები

ვინსენტ ვან გოგი

42d00fb7851f

გაგრძელება შიგნით…

ვინსენტ უილიამ ვან გოგი, გენიალური მხატვარი, რომელმაც თავისი თითქმის ყველა შედევრი სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა, 1853 წლის 30 მარტს ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა, რომელიც სამხრეთ ნიდერლანდებში მდებარეობს. ვან გოგი იყო ანა კორნელია კარბენტუსისა და თეოდორუს ვან გოგის ვაჟი. თეოდორუსი იყო რეფორმირებული ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელსაც 1811 წელს ლეიდენის უნივერსიტეტის საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმეტყველების ხარისხი ჰქონდა მინიჭებული.
ვან გოგის დაბადებიდან ოთხი წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეოდურუსი. მას კიდევ ერთი ძმა კორი და სამი და, ელიზაბეტი, ანა და ვილი ჰყავდა. ბავშვობაში ვან გოგი ძალიან
სერიოზული, ჩუმი და გონიერი იყო. 1860 წელს მან დაამთავრა სოფელ სანდერის სკოლა, სადაც დაახლოებით 200 ბავშვი სწავლობდა. მას მხოლოდ კათოლიკე მასწავლებლები ჰყავდა. 1861 წლიდან ვან გოგი და მისი და ანა სახლში სწავლობდნენ, სანამ 1864 წლის 1 ოქტომბერს ვან გოგი დაწყებით სასწავლებელში არ გაემგზავრა, რომელიც ნიდერლანდებიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. 1866 წლის 15 სექტემბერს ის გადავიდა თილბურგში, უილიამ II -ის სახელობის საშუალო სკოლაში.

23214c8cc2b1
“მთესველი” (1888 წელი / კროლერ-მიულერის მუზეუმი)

1868 წლის მარტში ვან გოგმა მოულოდნელად დატოვა სკოლა და სახლში დაბრუნდა. მისი კომენტარი თავის განვლილ წლებზე იყო: “ ჩემი სიყმაწვილე იყო პირქუში, ცივი და უნაყოფო. “
1873 წლის ივნისში ვან გოგი ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ. ამ წლებში ის ძალიან ბედნიერი იყო: იგი წარმატებული იყო თავის საქმეში და 20 წლის ასაკში, მან იცოდა უფრო მეტი, ვიდრე მამამისმა. ცოტა ხნის შემდეგ ვან გოგს იმ სახლის მეპატრონის ქალიშვილი შეუყვარდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა, მაგრამ როდესაც ვან გოგი მას თავის გრძნობებში გამოუტყდა, ქალიშვილმა ის უარით გაისტუმრა, რადგან იგი საიდუმლოდ იყო დანიშნული მათ წინა მდგმურზე. შეყვარებული ვან გოგი, სატრფოს უარმა დეპრესიაში ჩააგდო, რის გამოც მას გული აუცრუვდა სამუშაოზე. იგი დროის უმეტეს ნაწილს იზოლირებულად ატარებდა და ასევე დიდ დროს უთმობდა რელიგიას. მამამ და ბიძამ იგი პარიზში გაგზავნეს, სადაც ვინსენტი ძალინ ბევრს ერთობოდა. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო გემზე, მტვირთავად. 1876 წლის 1 აპრილს კი იგი სიამოვნებით დათანხმდა სამსახურიდან მისი დათხოვნის ბრძანებას.

947b7540b8f8
“ხორბლის ველი კვიპაროსთან” (1889 წელი / ლონდონის ნაციონალური გალერეა)

d568c6367144
“ძველი წისქვილი” (1888 წელი / ოლბრაიტ ნოქსის მხატვრული გალერეა)

მისმა რელიგიურმა განცდებმა მას ხატვა დააწყებინა, რაც საბოლოოდ მისი მოწოდება და დანიშნულება აღმოჩნდა. იგი ინგლისში დაბრუნდა და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მაგრამ ცოტა ხანში ადგილმდებარეობის შეცვლა გადაწყვიტა.
შობას ის დაბრუნდა სახლში. მან მუშაობა წიგნების მაღაზიაში დაიწყო, თუმცა იგი უკმაყოფილო იყო თავისი სამსახურით, სწორედ ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს მაღაზიის უკანა ნაწილში ატარებდა იზოლირებულად, სადაც ან ბიბლიას თარგმნიდა, ან ოცნებებში დაფრინავდა. ის ცდილობდა მამის მსგავსად მღვდელი გამხდარიყო. 1877 წლის მაისში ოჯახმა ის ამსტერდამში გააგზავნა, სადაც ვინსენტი კონტადმირალ ბიძია ჟანთან ცხოვრობდა. ვან გოგი ღვთისმეტყველების გამოცდისთვის ემზადებოდა, რადგან მას უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1878 წლის ივლისში მან დატოვა ბიძამისის სახლი. იგი სამი თვის განმავლობაში სწავლობდა ბრიუსელთან ახლოს, ლეიკენში, პროტესტანტების სკოლაში.

3f3a8813370a
“ვარსკვლავური ღამე რონის თავზე” (1888 წელი / ორსეის მუზეუმი – პარიზი)

99c2067b1176
“მზესუმზირები” (1888 წლის აგვისტო / ახალი პინაოთეკა – მიუნხენი)

1880 წელს, ვინსენტმა გაითვალისწინა ძმის რჩევა და ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ცნობილი არტისტის უილიამ როელოფის დახმარებით ბრიტანეთის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. სადაც მას ასწავლეს, რომ: “ნამდვილი მხატვარი, პატარა რამესაც კი დიდი მონდომებით უნდა ხატავდეს.” ამ დროისათვის ვინსენტს მღვდლობაზე მეტად უკვე მხატვრობა უნდოდა.“ნამდვილი მხატვრის ხელნაწერის გაგებაში მისი ნახატის თითოეული დეტალი გვეხმარება. ზოგი თავის გრძნობების შესახებ წერს, ზოგი კი ხატავს” – ამბობდა ვან გოგი. იგი 27 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში.1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლის ასაკში გაიტაცა ფერწერამ. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ვინსენტი ავითარებდა XIX საუკუნის კრიტიკული რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ.ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

c916d5c6038c
“ვარსკვლავური ღამე” ( 1889 წლის ივნისი / თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – ნიუ იორკი)

1886-1988 წლებში იგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი პარიზის ერთ-ერთი გალერიის დირექტორი იყო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძზილზე მორალურად ეხმარებოდა ძმას). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონსიტების (კ.მონე, კ. პირასო, ა. სისლეი) პლენარუფერწერას, რომელთა მიზანი იყო სალონური აკადემიზმის დაძლევა და ხელოვნებაში ყოველღიური სილამაზისა და ცოცხალი სინამდვილის დამკვიდრება. ღია ცის ქვეშ მუშაობამ, იმპრესიონისტებს საშუალება მისცა აეხსნათ ბუნება მთელი მისი რეალური სიცხოველით. სუფთა ფერების ერთმანეთთან შერწყმით და ნათელი, ფერადოვანი გამით, იმპრესიონისტებმა მიაღწიეს მას, რომ მათი ნახატები ბევრად უფრო მოქნილი და ცოცხალი იყო. იგი ასევე სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდაა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ.გოგენს. ამ უკანასკნელმა ვან გოგს გაუზიარა შინაგანი გრძნობების ტილოზე გადმოსახვის მისეული ხედვა. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე იისფერმა ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა.

baf47ca0e05e
“ღამის კაფე” (1888 წელი / ნიუ იორკი)

1888 წელს ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის საამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერადმუშაობდა, ხატავდა ნატურიდან.
მალე ვან გოგმა აქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ერთ-ერთი იყო ფოსტის თანამშრომელი როულინი, რომელიც ხშირად აკითხავდა მას “ყვითელ სახლში”, სადაც ვინსენტი წელიწადზე მეტ ხანს ცხოვრობდა. ვან გოგი დღეში 16 საათს მუშაობდა. მისი შედევრების უმრავლესობა აქ შეიქმნა. ხშირად, ღამით, საღებავებით დატვირთული ვან გოგი მინდორს მიაშურებდა, რათა უკეთ გამოესახა მთვარის შუქი თავის ნახატებში. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა – საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისკენ წრაფვა. ამავე დროს ვან გოგი ქმნიდა სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს (“ღამის კაფე”1888წ, კერძო კოლექცია. ნიუ იორკი).

e5802353ea44
“კარტოფილის მჭამელები” (1885 წელი / ვან გოგის მუზეუმი)

65dbe54037d0
“თეთრი სახლი ღამით” (1890 წელი / ერმიტაჟის მუზეუმი – სანქტ-პეტერბურგი [დახატულია ვან გოგის სიკვდილამდე ექვსი კვირით ადრე] )

ფერის დინამიკა და გრძელი გრეხილი მონასმები, ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არამარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას, არამედ უსულო საგნებსაც. 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. გოგენს მიაჩნდა, რომ ვან გოგი ძალიან მძიმე ხასიათის, არაპატიოსანი პიროვნება იყო, ვინსენტს კი პირიქით, გოგენი წარმოედგინა ზედმეტად ქედმაღალ ადამიანად. მათი უთანხმოება ქრისტესშობის დღესქსწაულის წინა დღეებში გამძაფრდა, როდესაც ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს და შემდეგ სამართლებლით თავს დაესხა. შეშინებულმა გოგენმა გაქცევით უშველა თავს. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა.
ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889-90) და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში. 1890 წელს, მან თავისი ნახატი “წითელი ვენახები არლში”, სულ რაღაც 400 ფრანკად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც მხატვრის სიცოცხლის პერიოდში გაიყიდა.

27b34d18fdb3
“წითელი ვენახები არლში” (1888 წლის ნოემბერი / პუშკინის მუზეუმი – მოსკოვი)

ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმისა და ფაქტურის უკიდერესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილების და აღგზნებულ ფიზიონერულ იმპულსებს ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება.

4771db4f0088
ვინსენტ ვან გოგი

dbd37db76397
ავტოპორტრეტი (1889 წელი / ხელოვნების ნაციონალური გალერეა)

სიცოცხლისა და ადამიანებისადმი სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის რთული და გარდამავალი პერიოდი სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ და ტრაგიკულმა პათოსმა, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, განსაზღვრავან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელიც თვითონ იყო.
1890 წლის 21 ივლისს, ვან გოგი ქალაქგარეთ გავიდა, სადაც თვის მოკვლა სცადა, იგი მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს საფრანგეთში, ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში, სადაც ერთი კვირის შემდეგ, 29 ივლისს გარდაიცვალა.

მემგონი ცოტა მაინც შეგექმნათ წარმოდგენა თუ არ იცოდით იმ შემთხვევაში თუ ვინ იყო ვან გოგი… წავედი ეხლა ცივი წყალი დავლიო და დავეგდები დავიძინებ… მადლობა მე :thanks:
157c73e7333d

Back to top button