უცნაური

13 – ცრურწმენა? =P

c51e78fd9497

საინტერესოა, არსებობს თუ არა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც 13 რიცხვში დაიბადა, ცხოვრობს #13 სახლში, 13-ე სართულზე და წელს 13 წელი შეუსრულდა? შეიძლება 6 მილიარდიან დედამიწაზე მართლაც არსებობდეს, მაგრამ ნეტა მართლაც ყველაზე დათარსულია თუ არა ის?!

რიცხვი 12 ჰარმონიის სიმბოლოა. აი, 13-ის მიმართ ადამიანებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ტრისკაიდეკაფობია  – რიცხვი 13-ის შიში – საკმაოდ გავრცელებულია დედამიწაზე.  ბევრ ქვეყანაში  ადამიანები ცდილობენ რიცხვ 13-ს “გაექცნენ”. მაგალითად, ა.შ.შ. –ში არ არსებობს #13 ავტობუსები, საფრანგეთში კი
#13 სახლს ვერ ნახავთ, ზოგიერთ თვითფრინავში 12-ე სავარძელს პირდაპირ 14ე მოჰყვება. ამერიკულ ცათამბჯენებში 12-ე სართულს 14-ემოსდევს. (თუმცა ამან ტყუპები მაინც ვერ იხსნა კატასტროფისგან.)   ბევრ სასტუმროში არ არსებობს მე-13 სართული და ნომერი. საინტერესიოა რატომ?!

421fbbb37177

მაიას ტომებსა და აცტეკებისათვის 13 წმინდა რიცხვი იყო და ცუდს არ მოასწავლებდა. მათი მითოლოგიის მიხედვით, ცა 13 ნაწილად იყოფოდა და თითოეულს თავისი ღმერთი ჰყავდა. სამხრეთ ამერიკელების უძველეს კალენდარში 13 კვირიანი თვე არსებობდა.
რიცხვ 13-ის სიმბოლო ბევრ ერთდოლარიან კუპიურაზეცაა. ოფიციალურად ითვლება, რომ ეს თავდაპირველად გაერთიანებული 13 შტატის ამსახველია.
1970 წელილ აპრილში ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა “აპოლონ 13”-მა სტარტი აიღო 13სთ-სა და 13წთ-ზე და სანამ მთვარემდე მიაღწევდა, მის კაბინაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. Eს მოხდა 13 აპრილს. ასტრონავტები იძულებულები გახდნენ შეეწყვიტათ ექსპედიცია.
ბრიტანელი მეცნიერების აზრით 13 რიცხვში ე.წ. “შავ პარასკევს”  52% – ით იზრდება ავტო  ან ავიაკატასტროფებში მოხვედრილ ადამიანებთა რიცხვი. ფულის ყადრის მცოდნე ამერიკელებმა კი, 13 რიცხვი კომერციის საფუძვლად აქციეს: ნიუ-იორკელ ცრუმორწმუნეთა საზოგადოება, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, გვთავაზობს კალენდარს, რომელშიც რიცხვი 13 ამოღებულია, პარასკევის და 13ის ნაცვლად, შეტანილია ორი 12 რიცხვი და ორი ხუთშაბათი. მ საზოგადოებაში გაწევრიანება შეუძლია ყველა ადამიანს, რომლის ცხოვრებაც 13 უკავშირდება., – მაგალითად, მათ, ვინც 13 რიცხვში დაიბადა. sაზოგადოების პრეზიდენტად  მიიჩნევენ  გამოჩენილ გერმანელ კომპოზიტორს რიჰარდ ვაგნერს, რომელიც 1813 წელს დაიბადა, 13 წლისამ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, დაწერა 13 ოპერა; მისი სახელი და გვარი კი ლათინური ტრანსკრიფციით 13 ასოს შეიცავს.

0002d7fa8483

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო, სხვათაშორის 13-ე, 13 რიცხვ ბედნიერ რიცხვად თვლიდა. ის ანა ავსტრიელზე მაშინ დაქორწინდა როცა ის 13 წლის იყო.
ანტიკურ საბერძნეთში ბრძენკაცები ხალხს ურჩევდნენ, რომ თესვა 13 რიცხვში არ დაეწყოთ.
ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთში დღემდე 13 აღიქმება ჩაკეტილ ასტროლოგიურ სისტემაში (რომელიც 12 ზოდიაქოსგან შედგება) შეჭრად. ამდენად, 13 სიკვდილის რიცხვად ითვლება.
ძველად მიაჩნდათ, რომ პირველი ადამიანი რომელიც ცამეტკაციანი სუფრიდან წამოდგებოდა, უახლოეს ერთ წელიწადში გარდაიცვლებოდა.
13 განსაკუთრებით უიღბლოდ ითვლება თუ ის პარასკევს ემთხვევა, დღე როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

e7bce763ef86

ბოლოს კი კიდევ ერთი ისტორია რაზეც მე ბევრი ვიცინე: ბერლინელი ტაქსის მძღოლი ადოლფ აკერმანი 3 თვის განმავლობაში 3ჯერ მოხვდა ავარიაში. შამივეჯერ 13 რიცხვში. Mან გადაწყვიტა, მომდევნო თვეის 13-ში ლოგინიდან ცხვირი არ გამოეყო. შწორედ ლოგინში კოტრიალობდა, როცა ქუჩიდან ძლიერი გრუხუნის ხმა შემოესმა; ფანჯარასთან მიირბინა და დაინახა თავისი ავტომობილი, რომელსაც სატვირთო მანქანამ გადაუარა.
სტატისტიკურად დამტკიცებულია რომ 13 რიცხვთან დაკავშირებული უბედური და ბედნიერი შემთხვევების თანაფარდობა ისეთივეა, როგორიც დანარჩანი რიცხვების შემთხვევაში.  Aსე რომ მშვიდათ იყავით და გახსოვდეთ ამერიკელი მსახიობის, გრუჩო მარქსის სიტყვები: “13 ადამიანი სუფრასთან მხოლოდ იმ შემთხვევაშია ცუდი, თუ მხოლოდ 12 კატლეტი მოამზადეთ”.

მსგავსი ამბები

Back to top button