საკითხავისამხედროსურათები

ჰოლოკოსტი (16+)

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

2005 წლის 1 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

ინგლისური სიტყვა “holocaust” გამოყენებული ლათინური ბიბლიიდან, ხოლო მასში ეს სიტყვა ბერძნულიდანაა ნასესხები. ნიშნავს “სრულად დაწვას”. ინგლისური ტერმინი “holocaust” დღევანდელი მნიშვნელობით იხმარება 1910-იანი წლებიდან.

შეგნებული ცდა მთელი ეროვნების სრული განადგურებისა, რომელმაც ევროპის 60% ებრაელის და მსოფლიოს თითქმის 35% ძირითადად ევროპელი მოსახლეობის განადგურებამდე მიიყვანა. ასევე ბოშების მეოთხედი თუ მესამედი მოსახლეობის, დაახლოებით 10%-ის, უფრო მეტად ინტელიგენციისა. განადგურებული იქნა ასევე 50 ათასამდე სულით ავადმყოფი და ინვალიდი, 2 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე (ძირითადად შიმშილით), 10-დან 25 ათასამდე ჰომოსექსუალი, ათასობით იეჰოვას მოწმე და ა.შ.

შოა (ებრ. კატასტროფა) – ტერმინი, რომელსაც ხმარობენ ებრაელები გერმანელი ნაცისტების პოლიტიკის, ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად. ამ სიტყვამ ებრაულ ტრადიციაში უფრო ნაკლებად კორექტული ტერმინი “ჰოლოკოსტი” შეცვალა.

ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა. პროგრამა “ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტილება” იყო ერთ-ერთო ყველაზე პრიორიტეტული დავალება გერმანული პოლიტიკისა.

შოას მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს. ომის ბოლოს ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ. დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში, “იად ვაშემში” (Yad Vashem) ინახება პერსონალური დოკუმენტები დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა “იად-ვაშემ”, “ჰოლოკოსტის ენციკლოპედია”, დაიღუპა 3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140 ათასი ლიტველი ებრაელი და 70 ათასი ლატვიის ებრაელი, 560 ათასი უნგრეთის ებრაელი, 280 ათასი – რუმინეთის, 140 ათასი გერმანიის, 100 ათასი-ჰოლანდიის, 80 ათასი – საფრანგეთის, 80 ათასი ჩეხეთის, 70 ათასი – სლოვაკეთის, 65 ათასი – საბერძნეთის, 60 ათასი – იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. ბალტიისპირეთს გერმანულმა სახელმწიფომ ”ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა” (judenfreie Zone) უწოდა – ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტით იქნა განადგურებული.

პოლონეთი-ომამდე ცხოვრობდა3,300,000ებრაელი.გაანადგურეს 3,000,000 —90%
ბალტიის ქვეყნები- 253,000. 228,000 —90%
გერმანია და ავსტრია-240,000. 210,000— 90%
სლოვაკეთი-90,000. 75,000— 83%
საბერძნეთი-70,000. 54,000— 77%
ნიდერლანდები-140,000. 105,000— 75%
უნგრეტი-650,000. 450,000 —70%
ბელორუსი-375,000. 245,000— 65%
უკრაინა-1,500,000. 900,000 —60%
ბელგია-65,000. 40,000 —60%

იუგოსლავია-43,000. 26,000— 60%
რუმინეთი-600,000. 300,000 —50%
ნორვეგია-2,173. 890 —41%
საფრანგეთი-350,000. 90,000— 26%
ბულგარეთი-64,000. 14,000 —22%
იტალია-40,000. 8,000— 20%
ლუქსემბურგი-5,000. 1,000— 20%
რუსეთი-975,000. 107,000 —11%
დანია-8,000. 52 —1%
ფინეთი-2,000. 22 —1%

ეს კი მცირე ჩამონათვალი გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების და რიცხვი იმ ადამიანების რომლებიც  დახოცეს:

Auschwitz-Birkenau  1,400,000
Belzec 600,000
Chełmno 320,000
Jasenovac 600,000
Majdanek 360,000
Maly Trostinets 65,000
Sobibór 250,000
Treblinka 870,000

Buchenwald 56,000

Dachau 200,000

Bernburg 100,000

Ravensbrück 90,000

Warsaw 200,000

გასაგები მიზეზების გამო კიდევ უფრო  მეტი ფოტოს დადებაზე თავს შევიკავებ :|

წყარო: ვიკიპედია

თეგები

hallucination

born on a different cloud

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close