არქივი

კუნძული

27491af710b4
მოკლედ ყველანი სრულიადში…
გუშინ ეს ფილმი ჩემს ძამაკაცს ვაყურებინე და მომინდა, რომ ყველასათვის მეცნობინა მის შესახებ…
ვისაც ეს ფილმი არ გაუგონია და ჯერ არ უნახავს უდიდესი სიამოვნება ელის წინ…
მე არ დავწერ ამ ფილმის არც შინაარსს და არც მოკლე აღწერას, თუმცა გეტყვით, რომ ამნაირი ფილმი არც გადაუღიათ რუსებს (მითუმეტეს ჰოლივუდს) და ვერც გადაიღებენ, ალბათ…. ფილმი არის ბერების ცხოვრებაზე და ყველა მართლმადიდებელის ვალია ამ ფილმის ნახვა…
ახლა არ დამიწყოთ რუსულიაო, რუსების დედაცო, ისაო და ესაო…
მეზიზღება პუტინიც და მედვედევიც, მაგრამ ბულგაკოვს, რომ არ წაიკითხავ, კარგ რუსულ ფილმს, რომ არ უყურებ და ა.შ. ამით შენ კარგავ და არა რუსები…

საერთო ჯამში, გინდა მეგობრულ რჩევად მიიღეთ, გინდა თხოვნად…
მე მირჩევია და აწი თქვენ იცით… ვისაც ნანახი აქვს, კომენტარებში მხოლოდ შთაბეჭდილებები დაწეროს და არა შინაარსი…

მსგავსი ამბები

Back to top button