არქივი

ცნობილი ადამიანების უცნაური გარდაცვალებები – საკამათო, გადაუჭრელი და საეჭვო.

0aa45fb3c1b7

არსებობს უამრავი უცნაური გარდაცვალებები, რომელთა ნამდვილი მიზეზიც დღესაც საეჭვო და ბუნდოვანი რჩება. გთავაზობთ რამოდენიმე მათაგანს.

1. მერლინ მონრო. ( MARILYN MONROE ) – მკვლელობა, უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა ?

448214b2eebd

ნორმა ჯეინ მორტენსონი დაიბადა 1926 წელს ლოს ანჯელესში. მოგვიანებით მან საკუთარი სახელი მერლინ მონროთი შეცვალა, რადგან ფიქრობდა, რომ ეს სახელი ყფრო შეეფერებოდა მის სამოდელო და სამსახიობო კარიერას. კინოსამყაროში მერლინის გამოჩენას დიდი ხმაური მოჰვა და მალევე აღიარეს მსოფლიოს სექს-სიმბოლოდ. მონროს არაერთხელ ჰქონია საეჭვო ურთიერთობები ძლევამოსილ მამაკაცებთან. ერთ-ერთი მათგანი იყო აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი, რომელსაც როგორც ამბობენ, ახალგაზრდა ქალის ვარსკვლავური სტატუსი იზიდავდა.

1962 წლის აგვისტოში იგი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით მისი გარდაცვალება მედიკამენტ Nembutal -ის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია, თუმცა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სხვა ვერსიებსაც გვთავაზობს. ბევრს სჯეროდა, ჯეკ კლიმენსის, პოლიციის ოფიცრის ჩათვლით, რომელიც პირველად მივიდა შემთხვევის ადგილზე, რომ მონრო მოკლეს. მიზეზად კი იმას ასახელებდნენ, რომ მან ბევრი რამ იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე საჭირო იყო. არსებობს მესამე ვერსიაც, რომ მერლინმა თავი მოიკლა. ამ შემთხვევაში კი მიზეზი მისი ავადმყოფობა იყო. ასე იყო, თუ ისე, მერლინ მონროს გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი დღემდე ბუნდოვნად რჩება.

2. ჯონ ფიცჯერალდ კენედი. (JOHN F. KENNEDY) – პოლიტიკური მოტივით მკვლელობა…

602598f58cf4

ჯონ ფიცჯერალდ კენედი მოკლული იქნა 1963 წლის 22 ნოემბერს, ვინმე ლი ჰარლი ოსვალდის მიერ. მესამედი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი, თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ კენედი იყო სამიზნე დიდი პოლიტიკური შეთქმულებისა და მისი სიკვდილის გამო მხოლოდ ჰარლი ოსვალდს, თავისი 6.5 მმ კალიბრის მქონე Carcano-თი არ უნდა ეგო პასუხი. თუმცა არც ეს დასცალდათ. მანამ, სანამ სასამართლო პროცესი გაიმართებოდა, კენედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარლი ოსვალდი თავისმხრივ მოკლული იქნა დალასის მაცხოვრებლის, ჯეკ რუბის მიერ. რამაც რათქმაუნდ აკიდევ უფრო გააღრმავა ეჭვები. მიუხედავად ამისა, სასამართლომ პრეზიდეტის მკვლელად ისევ ოსვალდი სცნო, თუმცა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა საეჭვო და სადაო სამხილებზე დაყრდნობით არც შეთქმულების ვერსია გამორიცხა. კენედის მკვლელობის შესახებ გაკეთდა ფილმი, ასევე არანაკლებ 20 000 ვებსაიტი მიეძღვნა ამ საქმესთან დაკავშირებულ სხვა და სხვა თეორიებსა თუ მოსაზრებებს, მაგრამ სიმართლე ჯერ კიდევ იდუმალი და საიდუმლოებით მოცული რჩება .

3. პრიცესა დაიანა. (PRINCESS DIANA) – ავტოსაგზაო შემთხვევა თუ მკვლელობა?

de3ef2b62cd6

როგორც იცით, ინგლისში ისევ მონარქიაა და დღეს-დღეობით მას მისი უდიდებულესობა ელიზაბეტ II უდგას სათავეში. მისი პირველი ვაჟი, პრინცი ჩარლზი, ახლა უელსის პრინცად მოიხსენიება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ხედავენ, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრედ. თუმცა სანამ ჩარლზი მწვერვალებს დაიპყრობდეს, თხრობას ვიწყებ იმ დროიდან, როდესაც უელსის პრინცი ჯერ კიდევ უცოლო, მორცხვი ყმაწვილი იყო.

პრინც ჩარლზ ჰქონდა პატარა პრობლემა. ეს იყო ახალგაზრდა, მდიდარი კაცი, რომელსაც იშვიათად თუ ნახავდით მანდილოსნების გარემოცვაში და ზედმეტია ლაპარაკი სასიყვარულო ინტრიგებში გახვევაზე. მოკლედ, საცოლის არჩევის ბედი სხვებს მიანდო. ეს უნდა ყოფილიყო რათქმაუნდა ქალიშვილი, კეთილშობილი ასული, რომელიც მომავალში პრინცესის სავარძელს უნდა მორგებოდა. იპოვეს კიდეც ასეთი – ლედი დაიანა სპენსერი. მშვენიერი არჩევანი იყო. მორცხვი, საბავშო ბაღის მასწავლებელი, კარგი ოჯახიდან. ახალგაზრდა წყვილს ზღაპრული ქორწილი ჰქონდათ, თუმცა როგორც ყველაზე ცუდ ამბებში ხდება, მათი თანაცხოვრებას საშინელი დასასრულ იჰქონდა, ძალიან უცნაური სიკვდილის სახით…

ლედი დაიანასა და პრინც ჩარლზს ორი ვაჟი შეეძინათ. შემდეგ ისინი გაიყარნენ. დაიანას არ დაუყოვნებია და სასიყვარულო ურთიერთობები გააბა გამოჩენილ, მაგრამ საეჭვო, მუსლიმ ბიზნესმენ დოდი ფეიდთან. პაპარაცების მუდმივი დევნის შედეგად აღმოჩენილი საეჭვო გარემოებათა გამო, სამეფო ოჯახმა იგი მერლინ მონროს შეადარა, ქალს რომელსაც შეეძლო წერტილი დაესვა მათი, როგორც მმართველი ოჯახისთვის.

უკვე მაშინ, როდესაც განსაზღვრული ადამიანებისთვის ყველაფერი არასასიამოვნო შედეგებამდე მიდიოდა, პრინცესა დაიანა პარიზში, საეჭვო ავტოკატასტრფის შედეგად დაიღუპა. მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა მხოლოდ ორი სიტყვა: შეთქმულება თუ პოლიტიკური მკვლელობა?! შემდეგში ჩატარებულმა გამოძიებითი ხასიათის ღონისძიებებმა კი დაადგინა, რომ ლედი დაიანა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა ბევრს დღესაც სჯერა, რომ ეგრეთ წოდებული ლედი დი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

4. ჰარი ჰოუდინი. (HARRY HOUDINI ) – აპენდიციტი თუ საწამლავი?

bba717e43cd8

1874 წელს დაიბადა, როგორც Erik Weisz, შემდეგ სახელი შეიცვალა და დაირქვა Ehrich Weiss , მაგრამ როდესაც იგი თავისი საცირკო კარიერის დაწყებას შეუდგა, საბოლოოდ Harry Houdini-ად ჩამოყალიბდა. მას დიდი ხანი არ დასჭირდა წარმატების მისაღწევად და 1899 წელს იქნა აღიარებული, როგორც მსოფლიოს უდიდესი ესკაპოლოგი. იგი მოგზაურობდა მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში, ასრულებდა შესანიშნავ და საოცარ ტრიუკებს და თან დიდ ქონებას აგროვებდა.

1923 წლიდან ჰარი სპირიტუალიზმმა შეიპყრო. ამ მიზეზით რამოდენიმე პრაქტიკოსმა იგი როგორც ჯადოქარი ისე შერაცხა, რომელმაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა და ფული გამოსძალა. მიუხედავად ამისა, იგი არ კარგავდა წარმატებულ იკაცის იმიჯს და დიდი ინტერესი მის მიმართ ამჟღავნებდა რამდენიმე სხვა სპირიტუალისტსაც. ამის გამო მას ბევრ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა უსიამოვნება, მათ შორის ცნობილ მწერალ სერ არტურ კონან დოილთან.

ჰარი ჰოუდინი გარდაიცვალა 1926 წელს. უფიციალური ვერსიით აპენდიციტის შედეგად, თუმცა ბევრს დღესაც სწამს, რომ იგი მოწამლული იქნა სპირიტუალისტების აგენტების მიერ.

To Be Continue … ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button