ახალი ამბებისაკითხავი

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ტელეფონი ისმინება

98a97289fc6c

მობილურ ტელეფონზე მოსასმენი პროგრამის დაყენება დღეს რთული აღარ არის. სპეცსამსახურები მობილური ტელეფონების მოსასმენად სხვადასხვა ხერხს იყენებენ.

მათი დავალებით ობიექტს ძირითადად სატელეფონო სადგურის ოპერატორები უსმენენ, მაგრამ თუ გსურთ, მოუსმინოთ “საყვარელ” მეუღლეს, ამას გაცილებით მარტივი, თუმცა მაღალტექნოლოგიური საშუალებით შეძლებთ. ინტერნეტით უკვე ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, რომელთა წყალობით არა მარტო “მსხვერპლის” საუბარს მოისმენთ, არამედ მის ადგილსამყოფელსაც დაადგენთ და ფოტოებსაც მოიპოვებთ.

ზოგი ამგვარი პროგრამა “ჟუჩოკის” ფუნქციასაც კი ასრულებს. საკმარისია დაურეკოთ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას, რომ მობილური იწერს ყველას საუბარს, ვინც მის გარშემოა. ეს საუკეთესო საშუალებაა საიდუმლო შეკრების მონაწილეთა საუბრის მოსასმენად.

რისკის ჯგუფში შედიან ტელეფონები ოპერაციული სისტემით Symbien Windows Mobile. პროგრამა ჯაშუში აიფონებისთვისაც არსებობს.
ამ საკითხში გაუცნობიერებელი მომხმარებლისთვის ძნელია აღმოაჩინოს “ჟუჩოკი” თავის მობილურში, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მიხვდეთ, ისმინება თუ არა თქვენი მობილური ტელეფონი.

1. აკუმულატორის მაღალი ტემპერატურა
თუ ტელეფონის აკუმულატორი ცხელია, ესე იგი, ის სწრაფად განიმუხტება. საუბრის რეჟიმში ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუ ლოდინის რეჟიმშიც ანალოგიური რამ მეორდება, ტელეფონში მოსასმენი პროგრამა მოქმედებს.

2. აკუმულატორის ელემენტები
რამდენიმეწლიანი მოხმარების შემდეგ ტელეფონის აკუმულატორის ელემენტი, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ითხოვს დამუხტვას, მაგრამ თუ, ვთქვათ, ერთი კვირის წინ ის 3 დღის განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდა და მოულოდნელად ყოველდღე ითხოვს დამუხტვას, ეს უკვე საყურადღებოა.

3. ტელეფონის გამორთვის პროცესი გახანგრძლივებულია
თუ ტელეფონის გამორთვა უჩვეულოდ დიდ დროს მოითხოვს, პროცესს ახლავს ფერადი ნათება ან საერთოდ არ ხერხდება ტელეფონის გათიშვა, ესეც საყურადღებოა.

4. უცნაური ზოგადი მდგომარეობა
თუ თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანი უნებლიეთ ინთება, ირთვება ან იტვირთება, თქვენ გისმენენ!

5. უცნაური ხმაური
ზოგჯერ ტელეფონზე საუბარს ხელს უშლის ობიექტური მიზეზები – უამინდობა, ცუდი კავშირი საბაზო სადგურთან და ა.შ, მაგრამ თუ ტელეფონში უცნაური ხმები ლოდინის რეჟიმშიც ისმის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პროგრამა “ჯაშუში” თქვენით დაინტერესებულ ობიექტს უკავშირდებადა მას თქვენ გარშემო არსებულ ხმებს გადასცემს.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close