საკითხავისასარგებლო

რა არის HTML

null
ვიწყებთ გაკვეთილებს, ინფორმაცია HTML ის შესახებ.

ახლაც კი, როდესაც თქვენ კითხულობთ ამ ტექსტს ინტერნეტში, ეს არის სწორედ HTML ენის დამსახურება და სწორედ ის იძლევა საშუალებას რომ დაინახოთ საჭირო ინფორმაცია, რომელიც იმყოფება არა თქვენს კომპიუტერში არამედ ვთქვათ იმ კომპიუტერში, რომელიც არის დედამიწის მეორე მხარეს.

HTML არის ენა, რომლის საშუალებითაც თქვენი ბრაუზერი(Browse-გზამკვლევი), მაგალითად Internet Explorer ან Opera ან FireFox ან სხვა რომელიმე ახდენს ინფორმაციის იმ სახით წარმოჩენას რა სახითაც ხედავთ ამას ეკრანზე – სურათები, ტექსტის გაფორმებები, ანიმაციები და სხვა.

რა არის ინტერნეტი? დიდი არაფერი. უბრალოდ ორი კომიუტერი(ამ შემთხვევაში თქვენი და ის რომლის საიტზეც შედიხართ) უკავშირდება ერთმანეთს და ცვლიან ინფორმაციას. ასეთ სისტემაში თქვენ გქვიათ კლიენტი, ხოლო იმ კომპიუტერს, რომელიც გიგზავნით სასურველ ინფორმაციას – სერვერი, ანუ აქედან გამოდის რომ როდესაც თქვენ შედიხართ რომელიმე საიტზე, რეალურად უკავშირდებით შესაბამის სერვერს და ის გიგზავნით სასურველ ინფორმაციას, სწორედ ეს ინფორმაცია იგზავნება HTML ენის სახით.

INTERNET
როგორ დავინახოთ ეს HTML ენა?
მარტივად. გახსენით ნებისმიერი საიტი მიიტანეთ მაუსი ცარიელ(თეთრ) ადგილას და და მარჯვენა კლიკს დააჭირეთ.
e5cd1ed8c8af
ამოირჩიეთ პუნქტი View Source. შედეგად გაიხსნება პროგრამა Notepad და ჩატვირთავს მიმდინარე ვებ გვერდის წყარო ინფორმაციას(Source). ეს სწორედ ის მონაცემებია რომლებიც ჩამოიტვირთა შესაბამისი სერვერიდან თქვენი როგორც კლიენტის მასთან დაკავშირების ანუ ინტერნეტში შესვლის შემდეგ.
ამ ტექსტში ნახავთ ისეთ სიტყვებს როგორებიცაა მაგალითად <html>,<body>,<head>,<table> და სხვა მრავალი, ამათ ქვიათ HTML ენის ჭდეები(Tags), თუ კონკრეტულად რა დანიშნულება აქვთ მათ, ამაზე ვისაუბრებთ მომდევნო სტატიებში.
როგორ იშიფრება HTML? – HyperText Markup Language.
HyperText – ჰიპერ ტექსტები ანუ ტექსტები რომლებიც გარდა იმისა, რომ ასახავენ ინფორმაციას, აქვთ უნარი რომ დაგვაკავშირონ სხვა შინაარსობრივად შესაბამის ინფორმაციასთან, ეს არის იგივე თქვენთვის კარგად ცნობილი ლინქები – ბმულები (Link), მაგალითად მეორე სურათზე ჩანს ძირითადი მენიუს პუნქტები, რომლებზე დაწკაპებისას გადადიხართ სხვა გვერდზე, ანალოგიურად შეიძლება გადახვიდეთ სხვა საიტებზეც. პრინციპი ერთი და იგივეა.
Markup – ეს მიუთითებს იმაზე, რომ ენა HTML ფუნქციონირებს სწორედ ზემოთ ნახსენები ჭდეების მეშვეობით, ანუ ჭდეები იგივე ტეგები არიან ის საკვანძო ელემენტები, რომლებითაც თქვენი ბრაუზერი იგებს იმას თუ რა თანმიმდევრობით და სახით უნდა გამოჩნდეს ინფორმაცია ეკრანზე.
Language – ენა
ეს ენა შეიქმნა 80-იანი წლების დასაწყისში ერთერთი ფიზიკოსის მიერ, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისათვის. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ: http://en.wikipedia.org/wiki/HTML
უნდა შევნიშნოთ რომ HTML არ არის პროგრამირების ენა, ის არის ეკრანზე ვებ-ინფორმაციის ასახვის სტილის უზრუნველმყოფი სისტემაა, უფრო სრულყოფილი ვიდრე უბრალოდ ფორმების და ფერების კომბინაციები.
ასე, რომ დღეს წარმოუდგენელია ინტერნეტი HTML ენისა და მისი ტეგების გარეშე.
სწორედ ტეგი <html> ით იწყება ყველა საიტის HTML
საინტერესო მასალისთვის დიდ მადლობას ვუხდით გია ბაწაშვილს
Back to top button